საზოგადოება
პრინცი შერვაშიძე - საქართველოდან წასული მხატვრის ევროპული აღიარება
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთში პირველ პროფესიონალ მხატვარს, ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას, რომელსაც გასული საუკუნის ევროპაში კარგად იცნობდნენ, წელს, დაბადებიდან 150 წელი შეუსრულდა.

მხატვრის იუბილე სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში მისი ნამუშევრების გამოფენით აღინიშნა. მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები აფხაზეთის მუზეუმთან, მის ძეგლთან გვირგვინებით მივიდნენ.

საქართველოში კი ალექსანდრე შერვაშიძის იუბილის აღსანიშნავად მხოლოდ მისი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გასულ წელს გამოსცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.

კოსტიუმის ესკიზები სპექტაკლისთვის "მხიარული სიკვდილი": ფოტო ეხოკავკაზა.

„მუზეუმში დაცული ექსპონატების საფუძველზე გაკეთდა ალბომი, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის გაზაფულზე მოხდა“, - გვითხრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი გელენავამ.

ალბომში მხატვრის ნამუშევრების კატალოგი და ცნობებია მისი ბიოგრაფიიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ეკუთვნის ფრანგული საბალეტო დასის მიერ მონტე-კარლოში, 1945 წელს, დადგმული ბალეტის „შოთა რუსთაველის“ დეკორაცია, რომელიც გაზეთ „ქართული საქმის“ მხარდასაჭერად განხორციელდა.

ცნობილია ასევე, რომ მხატვარმა საქართველოს 500-მდე ნამუშევარი გადასცა. აქედან 200 სოხუმის მუზეუმშია, დანარჩენი თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

ევროპაში, მას ხელოვანები „დასავლეთის თეატრალურ-მხატვრული რევოლუციის თანამონაწილეს" უწოდებდნენ, შერვაშიძის მიერ სერგეი დიაგილევის პარიზში დადგმული ბალეტის „ლურჯი ექსპრესისთვის“ შექმნილი თეატრალური ფარდა, რომელსაც „მე-20 საუკუნის საოცრებად“ მიიჩნევდნენ, ლონდონში ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში ინახება.

ფარდაზე, რომელიც 134 კვ. მეტრის ზომისაა, მხატვარმა პიკასოს „ზღვის პირას მორბენალი ქალების“ ესკიზი დახატა. მუზეუმის კატალოგში ნამუშევრის ავტორებად მოხსენიებულია პაბლო პიკასო და პრინცი ალექსანდრე შერვაშიძე.

„ზღვის პირას მორბენალი ქალების“ ესკიზი ფარდაზე. ფოტო ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის კატალოგიდან.

ინგლისელ კრიტიკოს რიჩარდ ბაკლიზე დაყრდნობით. აფხაზური მედია წერს, რომ 1924 წელს პარიზში, პიკასოს სტუდიაში დიაგილევი ესტუმრა შვებულების დროს თავის რუს ცოლთან ერთად, სადაც ნახა პიკასოს ნახატი „ზღვის პირას მორბენალი ქალები“, ქორეოგრაფმა პიკასოს ნახატის გამოყენების ნებართვა სთხოვა ახალი საბალეტო სეზონის „ცისფერი ექსპრესისთვის“. ბალეტი ჟან კოქტოს სცენარის მიხედვით არიუს მიიოს მუსიკაზე დადგა, კოსტიუმები კოკო შანელმა შექმნა, ფარდის დახატვა დიაგილევმა კნიაზ შერვაშიძეს სთხოვა.„ამ ნამუშევრის ასლის გაკეთება, ძალიან რთული იყო, მაგრამ შერვაშიძემ ისე სრულყოფილად შეასრულა ყველა დეტალი, რომ პიკასოს არაფერი შეუცვლია. უსაზღვროდ აღფრთოვანებულმა ხელი მოაწერა ნამუშევარს. ეს ფარდა მეოცე საუკუნის სასწაულია“, - ამბობს კრიტიკოსი.

მადონა: ფოტო ეხოკავკაზა

ალექსანდრე შერვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ძმისშვილია. სცენოგრაფი, მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი, ხელოვნების კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა ყირიმში, მამა - რუსეთის არმიის ოფიცერი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების მონაწილე იყო.

მხატვარი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა მონაკოს ქალაქ მონტე–კარლოში, დაკრძალეს ქალაქ ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი საქართველოში - სოხუმში გადმოასვენეს. ქართულმა საზოგადოებამ ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედება ფართოდ გაიცნო 1985 წელს, როდესაც თბილისში მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.