საზოგადოება
გამოვთვალოთ რა ღირს საახალწლო სუფრა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალ, 2018 წლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. სადღესასწაულო სუფრისთვის მზადებას ზუგდიდელების ნაწილიც უკვე შეუდგა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ პროდუქტების ღირებულება თითქმის არ განსხვავდება შარშანდელისგან, თუმცა ამის მიუხედავად მყიდველთა სიმცირეზე ჩივიან.

თუ წინა წლის ფასებს გავიხსენებთ, ვითარება ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვანდ არ შეცვლილა. ერთადერთი, თუ ადრე სულგუნის შეძენას საშუალოდ 16 ლარად შეძლებდით, ჭყინტი ყველის 11-ად, შებოლილისას კი 18 ლარად, დღეს სახაჭაპურე ყველისთვის 13-15 ლარის გადახდა მოგიწევთ, სულგუნის ღირებულება 17-18 ლარია, შებოლილის კი 19-20.

სადღესასწაულოდ გოჭის ყიდვას თუ გადაწყვეტთ, ფასები 45 ლარიდან იწყება. საშუალო სიდიდის 60-80 ლარად. უფრო მოზრდილს 100-110 ლარად შეხვდებით. გამყიდველების თქმით, ღირებულება იგივეა, მხოლოდ მყიდველია ცოტა.

ინდაური საშუალოდ 35-40 ლარი ღირს. ზომის მიხედვით მისი ფასიც იცვლება და 60-70 ლარის ფარგლებში მერყეობს. მაქსიმალური ღირებულება 120 ლარს შეადგენს.

მადონა სხულუხიას სავაჭროდ დახლი დილიდან აქვს გაშლილი. თუმცა ამ დრომდე ერთი ინდაურის გაყიდვა შეძლო მარტო. ამბობს, რომ ფრინველი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 5 ლარით გაძვირდა.

ქათმების მინიმალური ღირებულება 15 ლარია. ყველაზე დიდი თანხა, რაც კი შეიძლება მასში გადაიხადოთ, 40-45 ლარია. დაკლული, გაუყინავი ქათამი ერთი კილო 6-10 ლარი ღირს.

ხორცის ღირებულება 12-13 ლარია. მოვაჭრეების თქმით, ღირებულება არც ამ შემთხვევაში შეცვლილა.

რაც შეეხება თევზეულს, მისი ფასი სახეობების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, სქელშუბას ხუთ ლარად შეიძენთ, კალმახს 15-ად, ორაგულს კი 18 ლარად.

ერთი კილო ნიგოზის ღირებულება 30-35 ლარია. თუმცა, მოვაჭრეთა თქმით, მოსახლეობა ძირითადად ჭიქობით ყიდულობს, რადგან მეტის შესაძლებლობა არ აქვთ.

კილოგრამი თაფლის ფასი 12-13 ლარია.

არ შეცვლილა ფქვილის და შაქრის ფასი. რიგი პროდუქტების ღირებულებამ დაახლოებით 10 თეთრით მოიმატა. რაც შეეხება სიმინდის ფქვილს, ის 50 თეთრით გაძვირდა. კილოს საშუალოდ ორ-ნახევრად, ან სამ ლარად იყიდით.

სადღესასწაულოდ მარტვილის ხურმის ჩირს 6 ლარად შეიძენთ. მოვაჭრის თქმით, შარშანდელთან შედარებით ღირებულებამ ორი ლარით დაიკლო, რადგან მისი რეალიზაცია შემცირდა, პარარელურად, აფხაზეთის მიმართულებით განბაჟების თანხაც გაიზარდა. ჩირის მაქსიმალური ფასი ზუგდიდის ბაზარზე 10 ლარია. ტილისკვერს 25 ლარად იყიდით. კანფეტების ფასი საშუალოდ 5 ლარიდან იწყება.

ჩიჩილაკის მინიმალური ფასი ერთი ლარია და სიდიდის მიხედვით იზრდება. მაქსიმალური ღირებულება 80 ლარს აღწევს.

ხელოვნურ, პატარა ნაძვის ხეს 17 ლარად იყიდით. საშუალოს 30-35 ლარად. ქოთანში ჩარგული ნაძვის ხის მინიმალური ღირებულება 50 ლარია. უფრო დიდის ფასი 150 ლარი.

ვაშლის შეძენას ლარ-ნახევრიდან შეძლებთ. კილო მანდარინს 70 თეთრადაც შეხვდებით. სამ-ნახევრად ფორთოხალს იყიდით, ყურძენს 4 ლარად.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.