საზოგადოება
დედა ხანას სადღესასწაულო რიტუალი - ქრისტეს ქადა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა ტრადიციით ხვდებიან. მაგალითად, სენაკში მცხოვრები ასირიელები შობა-ახალ წელს ქადას აცხობენ და ეკლესიაში მიაქვთ.

სენაკში ამბობენ, რომ საუკეთესო ქადას 86 წლის ხანა მაზრაშვილი აცხობს. ჩვენც განთქმული ქადის დასაგემოვნებლად მას ვესტუმრეთ.

შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე სტუმრების მიღების შემდეგ, დიასახლისს მხოლოდ რამდენიმე ნაჭერი ჰქონდა შემონახული. ფაფუკი, პრიალა ზედაპირით, რომბისებურად დაჭრილი ნაჭრები გამოგვიტანა, რომელსაც ჩვენებურ ქადასთან არაფერი აქვს საერთო. ის უფრო სააღდგომო პასკის ცომს წააგავს, თუმცა არც პასკაა.

დედა ხანას, ასე ეძახიან მას სენაკში, ვთხოვეთ ჩვენთან ერთად მოემზადებინა ქადა, თუმცა მან თქვა, რომ ქადის გამოცხობას ისეთი შთაგონება სჭირდება, რასაც ვიდეოკამერასთან სახელდახელოდ ვერ მოახერხებს.

„ეს იესო ქრისტეს ქადაა. უძველესი რეცეპტია. დედაჩემმა მასწავლა. მასაც წინაპრებმა ასწავლეს. საგანგებოდ ვემზადები მის გამოსაცხობად. დილის 6 საათზე ვიწყებ ცომის მოზელას. სამლოცველოში ლოცვებს ვკითხულობ. ქადის რეცეპტი ბევრს ჩავაწერინე, მაგრამ მეუბნებიან, რომ არ გამოსდით ჩემნაირი. აქ ინგრედიენტები არ არის მთავარი, სიყვარულით უნდა მოამზადო, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით და გამოგივა“, - გვითხრა ხანა მაზრაშვილმა.

დედა ხანამ გვიამბო, რომ სენაკში მისი წინაპრები მე -19 საუკუნეში დასახლდნენ. ბაბუა მღვდელი ჰყავდა. ქრისტიანული რიტუალების და შრომის სიყვარული მშობლებისგან მიიღო. მისთვის ქრისტიანობისა და ცხოვრების მთავარი ფილოსოფია, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება და სიკეთის კეთებაა.

„ხუთი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავს. საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ფინანსურად მეხმარებიან. მათ გამოგზავნილ ფულს ჩემს პენსიასაც დავუმატებ და გაჭირვებულებს ვაძლევ. ადრე პურს ვაცხობდი და ცხელი პური მიმქონდა ღარიბებისთვის, მაგრამ ახლა სახსრები მტკივა და ვეღარ ვზელ ცომს, ვყიდულობ ხოლმე. ეს არის ჩემი პროფესია, რომ სხვებს დავეხმარო და ბედნიერი ვარ ჩემი შრომით“, - გვითხრა დედა ხანამ.

მას გასულ წელს „სენაკზე მზრუნველის“ წოდება მიანიჭეს. დედა ხანა მადლობას უხდის თანაქალაქელებს პატივისცემისთვის, თუმცა ამბობს, რომ მისთვის ჯილდო მნიშვნელოვანი არ არის.

დამშვიდობებისას მან სამლოცველოში შეგვიყვანა და არამეული საგალობელი შეასრულა ჩვენთვის, თან დაგვპირდა, რომ „ქრისტეს ქადას“ ჩვენთან ერთად სააღდგომოდ მოამზადებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ
რეგიონში,
14:01 / 24.08.2019
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში,
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას
უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
19:04 / 05.08.2019
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.