საზოგადოება
ვართ თუ არა მზად სტიქიისთვის და რა ბაზა აქვთ სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო სამსახურებს
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთი მეწყრულად და წყალდიდობის მხრივ ერთ-ერთი აქტიური რეგიონია. აქ ხშირია მდინარეების ადიდება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს და ანგრევს ინფრასტრუქტურას.

ასე იყო მაგალითად შარშან, ივლისში, როცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ხობისწყლის ადიდების შედეგად შეშის შესაგროვებლად გასული ორი ადგილობრივი მცხოვრები მდინარეში, ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩა და მათი მშვიდობიანი გამოყვანა მხოლოდ თბილისიდან გამოგზავნილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენით მოხერხდა. მაშინ გაუჩნდა კითხვა საზოგადოებას, რატომ არ აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკუთარი თვითმფრინავი, და რეგიონს შესაბამისი ტექნიკა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ ამ ეტაპზე ვერტმფრენი არ აქვთ და საჭიროების შემთხვევაში შს სამინისტრო ეხმარება. 2018 წლის პირველი იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა. ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომ სისტემის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა წელსვე იგეგმება.

სააგენტო „ლაივპრესისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სულ 12 შენობა-ნაგებობას ფლობას. მათ შორის ორ-ორს ზუგდიდში, ფოთსა და წალენჯიხაში. თითო-თითოს აბაშაში, მარტვილში, სენაკში, ჩხოროწყუში, ხობსა და მესტიაში.

ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ჯამში 29, სხვადასხვა სახის ტექნიკა აქვს. აქედან 12 სატვირთო-სახანძრო ავტომანქანა, რომელთაგან სამი გაუმართავია. ერთი სატვირთო-სამაშველო რეანომობილი, ერთიც სატვირთო - სახანძრო კიბით და სატვირთო ავტომანქანა სახანძრო ცისტერნით. კიდევ ოთხი სამაშველო ჯიპი, ორი მიკროავტობუსი - ერთი სამაშველო რეანომობილი და ერთიც სამაშველო. ასევე, სამი სამაშველო პიკაპი, ამდენივე მცურავი საშუალება და ერთიც სამაშველო სედანი.

აბაშას სულ ორი სახანძრო-სატვირთო ავტომანქანა აქვს. ამდენივე მარტვილს და წალენჯიხას.

ხობს სამი სატვირთო-სახანძრო და ერთი სამაშველო პიკაპი ემსახურება. ფოთს ოთხი სატვირთო-სახანძრო, ერთი ავტომანქანაც სახანძრო კიბით. ასევე, სამაშველო პიკაპი. მის ბაზაზე კიდევ სამი გაუმართავი სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება.

რაც შეეხება მესტიას, აქ სამი სატვირთო-სახანძრო, ორი სატვირთო-სამაშველო, ერთი სამაშველო პიკაპი და ამდენივე სამაშველო მცურავი საშუალება აქვთ.

სენაკს სამი სატვირთო სამაშველო, ერთი სამაშველო ჯიპი, ერთიც სპეციალიზებული სატვირთო ემსახურება. ამას გარდა, ერთი გაუმართავი სატვირთოც.

ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ბაზაზეა ოთხი სატვირთო-სახანძრო და ერთიც სახანძრო პიკაპი.

რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობას მუნიციპალიტეტების მასშტაბით, ზუგდიდის სამსახურში სულ 140 პირია დასაქმებული. მათ შორის 80 მეხანძრე-მაშველია. ფოთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 46 თანამშრომლიდან 25 მეხანძრე-მაშველი ჰყავს. ხობის განყოფილებას 38. აქედან 23 მეხანძრე-მაშველია. სენაკს 31 პირი ემსახურება, რომელთაგან 19 მეხანძრე-მაშველია. იგივე მოცემულობაა წალენჯიხის შემთხვევაშიც.

აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 28 პირია დასაქმებული. მათ შორის 14 მეხანძრე-მაშველი. მარტვილს ერთით ნაკლები თანამშრომელი ემსახურება, თუმცა ორით მეტი მეხანძრე-მაშველი ჰყავს.

ჩხოროწყუში 26 ადამიანი მუშაობს. აქედან 14 მეხანძრე-მაშველი. მესტიას 18 პირი ემსახურება, რომელთაგან მეხანძრე-მაშველის პოზიციაზე ცხრა მუშაობს.

სულ რეგიონის მასშტაბით სახანძრო-სამაშველო სამსახურში 385 ადამიანია დასაქმებული.

ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის
შენობის გაურკვეველი ბედი

ადიანის ქუჩაზე მდებარე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს აქ სამუშაოები შეჩერებულია. როდის განახლდება, ვადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ. შენობაში შესვლის და შიგნით არსებული ვითარების გადაღების შესაძლებლობა „ლაივპრესს“ არ მიეცა. უარი რეორგანიზაციის მიზეზით გვითხრეს, რაც ბუნებრივია ხელისშემშლელი გარემოებაა ჟურნალისტის საქმიანობაში.

ის რაც გარედან ჩანს - შენობის მშენობლობა თითქმის დასრულებულია. გადახურულია, ამოყვანილია ძირითადი კედლები და ოთახებიც გამოყოფილია. სხვა, თუ რა პირობებში უწევთ მეხანძრეებს აქ ყოფნა, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში და ზამთრის ყინვებისას, ჩვენ არ ვიცით.

სახანძრო-სამაშველო განყოფილების მშენებლობისთვის შესაბამისი ხარჯები სააგენტოს 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო. სააგენტოში გვითხრეს, რომ სამომვალოდ, შესაბამისი ფინანსური რესურსის გაჩენის შემთხვევაში სამუშაოები განახლდება.

რატომ ვერ დასრულდა შენობის მშენებლობა გეგმის თანახმად, სააგენტოში განმარტავენ, რომ მათთვის სხვა მუნიციპალიტეტებიდან გადმოცემული სახანძრო-სამაშველო შენობა-ნაგებობათა უმეტესი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელთა შემდგომი ექსპლუატაციაც შეუძლებელი იყო. პარარელურად, ზოგიერთ რეგიონში საჭირო იყო ახლის მშენებლობა. სააგენტოს ბიუჯეტიდან გამომდინარე კი, პრიორიტეტი სწორედ ასეთი შენობების განახლება-მშენებლობას მიენიჭა.

მშენებარეს გარდა, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდში, ხელაიას ქუჩაზე ფუქნციონირებს სახანძრო-სამაშველო შენობაც, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და დღემდე მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს. ამ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა 2015 წლის დეკემბერში.

ორივე ნაგებობა სააგენტოს ზუგდიდის მერიამ საკუთრებაში გადასცა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მშენებარე შენობის შეჩერებული სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან, ივლისის თვეში გააპროტესტა ქალაქის საკრებულოში მოქმედმა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „არ შეაჩერო“, „მავნებლები“ - ამ შინაარსის აქცია გამართეს მაშინ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და აღნიშნეს - მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ქალაქში მნიშვნელოვანი მშენებლობები შეჩერდა, მათ შორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის.

ფრაქცის წევრის ანა წითლიძის მტკიცებით, 2013 წელს ახლად დაკომპლექტებულმა გამგეობამ მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები პრემიებსა და ხელფასებზე დახარჯა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ენმ-ის პრეტენზიებს უპასუხეს და განმარტეს, რომ შენობის გასარემონტებლად საჭირო 5-6 მილიონი ლარი ქვეყნის მასშტაბით სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გაძლიერებას მოხმარდა.

ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, როდის განახლდება აქ სამშენებლო სამუშაოები, ან რა ვადებში შეიძლება ის დასრულდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ღამე, როცა ოჯახის წევრებს სძინავთ, 36 წლის ცირა ლუკავა საკუთარ
ოთახში გადის,
18:02 / 23.01.2020
ღამე, როცა ოჯახის წევრებს სძინავთ, 36 წლის ცირა ლუკავა საკუთარ ოთახში გადის,
ამ განცხადებიდან, ამ პროტესტიდან ვიწყებით ჩვენ სადაც ვართ, ზოგი
აჯიკასთან, ზოგი შაქართან...
17:43 / 22.01.2020
ამ განცხადებიდან, ამ პროტესტიდან ვიწყებით ჩვენ სადაც ვართ, ზოგი აჯიკასთან, ზოგი შაქართან...
ქალთა უფლებრივი მდგომარების გამოსწორების კუთხით, რითი იყო
მნიშვნელოვანი 2019 წელი,
15:38 / 04.01.2020
ქალთა უფლებრივი მდგომარების გამოსწორების კუთხით, რითი იყო მნიშვნელოვანი 2019 წელი,
ნათელა ბერანძე ზამთრის ცივ დღეებს სახლის ერთ ოთახში, ბუხართან
ატარებს. ბუხრის სიახლოვეს დგას საწოლიც.
11:37 / 28.12.2019
ნათელა ბერანძე ზამთრის ცივ დღეებს სახლის ერთ ოთახში, ბუხართან ატარებს. ბუხრის სიახლოვეს დგას საწოლიც.
ვიდეო
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ კომპანია „ვან ოორდს“,
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.