საზოგადოება
სილამაზის ფორმულა ზუგდიდელი ფერმერი ქალებისგან [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
73 წლის ლამზირა რაფავამ და 53 წლის ტატიანა ბულიამ ორი წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი, საერთო ინტერესები აღმოჩნდათ და მალე კოოპერატივის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.

მათ თავდაპირველად ფუტკრის რამდენიმე ოჯახით დაიწყეს საქმიანობა. მოგვიანებით კიდევ 10 მეფუტკრე გააერთიანეს. დღეს საშუალოდ 700- 800 კილოგრამ თაფლს აწარმოებენ სარეალიზაციოდ.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სიახლეების მიღება მათთვის მეურნეობის განვითარებას, შემოსავლიან ბიზნესს და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ნიშნავს.

„სწავლა სიბერემდე კი არა, სიკვდილამდეა. შეიძლება ითქვას, რომ მეფუტკრეობამ გამაახალგაზრდავა. სიბერე არ არის ტრაგედია, მასაც თავისი ხიბლი აქვს, თუ გაქვს მიზანი იცხოვრო, აწარმოო და აკეთო, ის რაც გინდა. მინდა მოვუწოდო ყველა ჩემი ხნის ადამიანს, რომ არასდროს არ არის გვიან. იყავით მხნედ და ეცადეთ გამოადგეთ საზოგადოებას,იყოთ მისი ღირსეული წევრი“, - გვითხრა ლამზირა რაფავამ.

ასაკის მიუხედავად, მუდამ სწავლის და გარჯის შედეგია, ის რომ ფერმერმა ქალებმა ფუტკრის საკვების დამზადებაც დაიწყეს, რაც ჯერ კიდევ სიახლეა საქართველოში.

„დავამზადებინეთ სათანადო მოწყობილობა, ქვაბი, რომელშიც კეთდება სიროფი. უნივერსალური სახის კვებას მეფუტკრეები ზამთრის ბოლოს, ადრე გაზაფხულზე ვიყენებთ ფუტკრის ოჯახის განვითარებისთვის და იაფი დანახარჯით მეტი პროდუქტიულობისთვის. ეს ახალი ღონისძიებაა, რომელიც მეფუტკრეობის დარგში ინერგება. სიროფს ვაფასოებთ პარკებში და ვყიდით“, - გვითხრეს ფერმერებმა.

ქალები ცოტა ხნის წინ დაფუძნებულ მეფუტკრეთა ალიანსში გაერთიანდნენ, რომ დროულად მიიღონ დარგის განვითარებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია და უახლოეს მომავალში მათი პროდუქტიც ევროპის ბაზარზე მოხვდეს.

ფერმერები თაფლის გარდა, ფუტკრის რძესაც აწარმოებენ. ისინი ფუტკრის მტვერისა და შხამის წარმოების დაწყებასაც გეგმავენ.

ტატიანა, რომელსაც მეფუტკრეობის გარდა სოფელში ციტრუსის, დაფნის და წაბლის ნარგავები აქვს, ამბობს, რომ არაფერია რთული, როცა საქმეს ხალისით და საყვარელ ადამიანებთან ერთად აკეთებ.

„ვერაფერს სირთულეს ვერ ვხედავ. თუ დახმარება დამჭირდება, არ არის პრობლემა, რომ სტუდენტი შვილები თბილისიდან ჩამოვიდნენ. ერთი ბიჭი კოოპერატივის წევრიც არის. ის კი არა, ვფიქრობ აბრეშუმის ჭია მქონდეს. ბავშვობაში მახსოვს, რომ გვყავდა ოჯახში. თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ, რთული არ არის“, - გვითხრა ტატიანამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის 50 წევრიან საკრებულოში 7 დეპუტატი ქალია.
12:40 / 08.03.2019
ზუგდიდის 50 წევრიან საკრებულოში 7 დეპუტატი ქალია.






სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი შთაბეჭდილება
კარგა ხანი მიჰყვება.
18:39 / 25.02.2019
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი შთაბეჭდილება კარგა ხანი მიჰყვება.






ბოლშევიკებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლები ზუგდიდის ვლაქერნის
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში,
18:33 / 25.02.2019
ბოლშევიკებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლები ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში,






36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ
ფერმერ ქალად აღიარა.
17:50 / 14.02.2019
36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ ფერმერ ქალად აღიარა.
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.