საზოგადოება
როდის და რამდენჯერ შევწამლოთ თხილი - აგრონომის რჩევები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი აგრონომის, ჯემალ ჩახაიას განცხადებით, იმისთვის, რომ მივიღოთ კარგი მოსავალი, აუცილებელია თხილის კულტურა საშუალოდ 4-5 ჯერ შეიწამლოს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია მეექვსეჯერაც. ამბობს, რომ ამ მეთოდით იმუშავა გასულ წელს, სოფელ კახათში, საკუთარ თხილნარში და მაშინ, როცა მეთხილეების დიდ ნაწილს მოსავალი გაუნადგურდა, მან ნაყოფის გადარჩენა და რეალიზაციაც შეძლო.

აგრონომი ფერმერებს ურჩევს, თხილის პლანტაციების მონიტორინგი აქტიურად უკვე ამ თვიდან დაიწყონ - დააკვირდნენ მცენარეს და იმის მიხედვით იმოქმედონ. მისი განმარტებით, როგორც კი თხილის ნარგავებს გამოუჩნდება ყლორტები და ფოთლები, უნდა მოხდეს პირველი შეწამვლა, შემდეგ კი უკვე ეტაპობრივად მავნებლების გამოჩენისთანავე.

მისი გამოთვლით, საშუალოდ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეწამვლითი სამუშაოები წლის განმავლობაში ფერმერს 600 -700 ლარი დაუჯდება. აგრონომი აცხადებს, რომ ესმის, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ მიაჩნია, რომ თხილის კულტურის გადასარჩენად და კარგი მოსავლის მისაღებად ეს ღონისძიებები აუცილებელია. ჯემალ ჩახაია ურჩევს პლანტაციების მფლობელებს, შექმნან ჯგუფები და ერთობლივად გაუმკლავდნენ ამ პრობლემას. ამბობს, რომ დღეს შესაძლებელია, მათ შორის თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეთხილეებმა რჩევები უფასოდ მიიღონ, ხოლო პრეპარატები და ტექნიკა განვადებით.

აგრონომის განცხადებით, ამ ეტაპზე აქცენტი კეთდება მხოლოდ აზიურ ფაროსანაზე, რაც არ არის სწორი, რადგან წლების განმავლობაში გავრცელდა სხვადასხვა მავნებელი და დაავადება, რაც არანაკლებ საფრთხეს უქმნის მცენარეს. ამიტომაც, ის პლანტაციის მფლობელებს ურჩევს, გამოიყენონ ისეთი პრეპარატები, რომლებიც მრავალფუნქციურობით გამოირჩევიან და გათვლილია ერთდროულად რამდენიმე მავნებელზე, ან დაავადებაზე.

ჯემალ ჩახაია სოფლის მცხოვრებლებს ასევე ურჩევს, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილება თხილის სხვა კულტურით ჩანაცვლებაზე და არ ჩაიქნიონ ხელი მის მოვლაზე, გავრცელებული მავნებლებისა და დაავადებების გამო. მისი სიტყვებით, დადებითი შედეგი აუცილებლად დადგება სწორად შეწამვლის შემთხვევაში.

გასულ წელს სხვადასხვა დაავადებამ და მავნებლებმა, მათ შორის განსაკუთრებით აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოში მოსავლის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი თხილი და სიმინდი გაანადგურა. ხელისუფლებამ არაერთხელ შეწამლა ნაკვეთები, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია. წელს ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით, ფაროსანასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შეიმუშავეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, 2018 წლის სამოქმედო გეგმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგის სისტემა, კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოები.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.