საზოგადოება
ხურჩაში, მავთულხლართებისგან თავისუფალ მიწაზე სიმინდს მოიყვანენ [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ ხურჩის მკვიდრი არველოდ ნაჭყებია მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის უკან დაბრუნების შემდეგ, მიწის დამუშავებას იწყებს და სიმინდის მოყვანას გეგმავს.

იმის გამო რომ 2017 წლის აპრილში რუსეთის სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში არველოდ ნაჭყებიასა და მისი მეზობლის ომარ მიქაუტაძის ყანაში საოკუპაციო საზღვარი გადმოწიეს, გლეხები გასულ წელს სიმინდის მოსავლის გარეშე დარჩნენ. ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ერთი წლის განმავლობაში გამოუყენებელი იყო. იანვარში რუსეთის სამხედროებმა ბოძები აიღეს და ნაკვეთის მესაკუთრეებს მუშაობის უფლება მიეცათ.

მავთულხლართები ე.წ. ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლზე. ფოტო: "ლაივპრესი"

„გაათავისუფლეს ეს მიწა. ჩემი ნაკვეთის იქეთ დაახლოებით კიდევ 20 მეტრო დატოვეს და ახალი „საზღვარი“ გააკეთეს. ახლა შეგვიძლია და უნდა შევძლოთ და დავამუშავოთ. ისევ სიმინდის მოყვანას ვგეგმავ, მანამდეც სიმინდი მქონდა აქ“, - ამბობს არველოდ ნაჭყებია. გვათვალიერებინებს მისი მეზობლის, ომარ მიქაუტაძის ნაკვეთსაც და ამბობს, რომ მან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მოსვლა, ჩვენთან გასაუბრება.

არველოდ ნაჭყებია. ფოტო: "ლაივპრესი"

ხურჩელი რესპონდენტი აცხადებს, რომ არ იცის რა მიზეზით მოხდა საოკუპაციო ზოლის ჯერ გადმოწევა და მერე ისევ უკან დაბრუნება: „არაფერი ვიცი. ჩემი აზრით ასწორებენ ე.წ. საზღვარს. ისე, ეს მიწა ჩვენი იყო. ყოველთვის ჩვენი იყო“, - გვიხსნის არველოდ ნაჭყებია, რომელიც აღნიშნულ ნაკვეთს 25 წლის განმავლობაში ამუშავებდა.

მავთულხლართები ე.წ. ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლზე. ფოტო: "ლაივპრესი"

90 წლის მამაკაცი ხელს იშვერს მისგან რამდენიმე მეტრში განთავსებული ღობისკენ, უფრო სწორედ ხის ბოძეზე შემოვლებული მავთულხლართებისკენ. ეს საოკუპაციო ხაზია, რომელიც ზუგდიდის სოფელ ხურჩას ოკუპირებული გალის სოფელ ნაბაკევისკან ყოფს.

არველოდ ნაჭყებიას ნაკვეთი, ადგილი სადაც ადრე საოკუპაციო ზოლი იყო. ფოტო: "ლაივპრესი"

„ის ადგილი სადაც ახლა საქონელი ძოვს, ნაბაკევია. არავინ შეგიშვებს, ჩიტი ვერ შეფრინდება ისეა დაცული. ეგერ ხედავ, დაუდიათ ის ბოძები რაც აქ იყო ადრე ჩადებული“, - ამბობს მოხუცი. ის ფეხით ნიშნავს მიწას და გვაჩვენებს პატარა თხრილებს, რომელიც ადრე არსებული საოკუპაციო ხაზის შემდეგ ჯერ კიდევ შემორჩა.

ხურჩელების მიწის ნაკვეთი 2017 წელს. საოკუპაციო ზოლი მონიშნულია ბოძებით. ფოტო: "ლაივპრესი"

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში ადგილობრივი მცხოვრებლების 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი რუსეთის სამხედროებმა 2017 წელს მიითვისეს - აპრილში, ჯერ ბოძებით მონიშნს, აგვისტოში კი მავთულხლართები შემოავლ და მესაკუთრეებს შიგნით შესვლა აუკრძალეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ფაქტი მაშინ შეაფასა, როგორც ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება. ოპოზიციამ კი საპროტესტო აქცია მოაწყო და დაგმო „მცოცავი ოკუპაცია“.

არველოდ ნაჭყებია 2017 წელს. ის შორიდან გაჰყურებს საკუთარ ყანას. ფოტო: "ლაივპრესი"

საკითხი აქტიურად განიხილებოდა გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. 17 იანვარს, მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სუსი-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მოკლედ ისაუბრა სოფელ ხურჩაში მავთულხლართების აღებაზე. კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, ბორდერიზაციის პროცესს ორი უარყოფითი მხარე აქვს, ერთი ჰუმანიტარული, მეორე კი უსაფრთხოების თვალსაზრისით და პრობლემას უქმნის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. მისი განმარტებით, საკითხზე მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.