მულტიმედია
ზუგდიდელი ფერმერის „ჭკვიანი სათბური“ [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის სოფელი ცაიში თერმული წყლის საბადოს გამო ბოსტნეულის სათბურების მოსაწყობად საუკეთესო ადგილია. ბუნებრივი მინერალური ცხელი წყალი წლის ნებისმიერ დროს სათბურს ათბობს და ფერმერი მოსავალს ზედმეტი დანახარჯების გარეშე იღებს.

სათბურში სამუშაო კიდევ უფრო გამარტივებულია, თუ ის „ჭკვიანია“, - გვიხსნის ფერმერი გიორგი სვირავა და გვიჩვენებს, თუ როგორ მართავს სათბურს მობილური ტელეფონით.

„ეს არის სისტემა, რომელიც გულისხმობს მობილური ტელეფონით მართვას. იგულისხმება ტელეფონის საშუალებით წვეთოვანი სისტემის, ვენტილაციის ჩართვა-გამორთვა. ტემპერატურა და ტენიანობა იზომება შეტყობინების საშუალებით. ეს ძალიან მოხერხებულია, რადგან ვერ ვახერხებთ აქ სისტემატიურად ყოფნას. ასე რომ, სადაც არ უნდა იყო, ტელეფონის საშუალებით მართავ აქაურ მდგომარეობას“, - გვითხრა ფერმერმა

ე.წ. ჭკვიანი სათბური მან USAID-ის პროექტ Zrda- ს ფარგლებში მოაწყო. ფერმერის პირველი ნაბიჯები ბიზნესში სწორედ ამ პროექტს უკავშირდება. დონორი ორგანიზაცია მას რამდენიმე წლის წინ, 500 კვადრატული მეტრი სათბურის მოწყობაში დაეხმარა, ახლა კი დაახლოებით 7000 კვადრატულ მეტრზე აქვს კიტრის სათბური. 

„თავდაპირველად მწვანილებზე დავიწყე მუშაობა, სალათის ფოთლის კულტურაზე, შემდეგ შემდეგ გრძელვადიანი კრედიტების საშუალებით გავფართოვდით. გვაქვს კიტრის კულტურა, ვამუშავებთ ევოლუციის ჯიშს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეა მოთხოვნადი. ეს არის დეკორატიული კიტრი, მაგრამ პროდუქცია გაგვაქვს რუსეთის ბაზარზე, სადაც მას ნაკლებად იცნობენ. ამიტომ მოვიყვანეთ ე.წ. შავ კიტრის ჯიში, რომელიც რუსეთში უფრო პოპულარულია“, - გვითხრა გიორგი სვირავამ.

ფერმერი ამბობს, რომ პროდუქტის ევროპის ბაზარზე გასატანად ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.

„უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების დიპლომატიური ისტორიის სპეციალობით მივიღე, მაგრამ როცა საჭიროებამ მოითხოვა, აგრონომიულ უნარ-ჩვევებს დავეუფლე. შეიძლება ითქვას ყოველდღე ვსწავლობ, შემოდის ახალი ტექნოლოგიები, მივისწრაფვით ჰიდროფონიკისკენ და მუდამ იმის ძიებაში ვარ, რომ მაქსიმალურად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვაწარმოოთ“, - გვითხრა გიორგი სვირავამ.

ცნობისთვის, ჰიდროფონიკა მცენარის უნიადაგოდ მოყვანის მეთოდია, რომლის გამოყენებისას, ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას მცენარე სპეციალური მკვებავი ხსნარის მეშვეობით იღებს. ეს მეთოდი ახალი არ არის, მაგრამ ბოლო ხანს, როცა ნიადაგის სისუფთავე და საკვების უვნებლობა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, ჰიდროფონიკაც უფრო პოპულარული ხდება. საქართველოში პირველი ჰიდროფონიკული სისტემა შექმნა სტარტაპის გუნდმა, სახელწოდებით Bubblestack. ის მომხმარებელს სთავაზობს არა მარტო ჰიდროფონიკული მეთოდით მოყვანილ პროდუქტს, არამედ თავად სისტემებსაც.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.
18:24 / 13.01.2019
-მენძელ! - ისმის ჭიშკართან.






ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით
13:49 / 11.01.2019
ენგურის ხიდთან, სადაც ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით






მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი
მეწარმე ქალების
19:10 / 31.12.2018
მხიარული განწყობა, გემრიელი სურნელი და ენერგიული ფუსფუსი ზუგდიდელი მეწარმე ქალების






საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი
ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
19:28 / 29.12.2018
საახალწლო სუფრის ტრადიციულ ტკბილეულს - გოზინაყს რომ წვრილად დაჭრილი ნიგვზისა და თაფლისგან ამზადებენ,
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.