საზოგადოება
ეთნიკურად აფხაზი ქალი სოციალური მომსახურების სააგენტოსგან შვილების დაბრუნებას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსთავში მცხოვრები, ეთნიკურად აფხაზი ფ.ც. ამბობს, რომ მას სოციალური მომსახურების სააგენტომ სამ შვილზე მეურვეობა უმიზეზოდ, ცრუ არგუმენტების საფუძველზე ჩამოართვა. ახალგაზრდა ქალი არ ეთანხმება მათ პოზიციას, თითქოს ის „ალკოჰოლისტი და ნარკომანია“, რის გამოც ბავშვებზე სათანადოდ ვერ ზრუნავს და მათ განვითარებას საფრთხეს უქმნის.

„ლაივპრესის“ გუდაუთელი რესპოდენტი უკვე ექვსი წელია რუსთავში დასახლდა. ამბობს, როცა ზუგდიდში შვილი გააჩინა, აქაურობა მოეწონა და ბინა ითხოვა, რომელიც სახელმწიფომ რუსთავში გამოუყო. თუმცა ბავშვების ჩამორთმევა ერთადერთი საფიქრალი არ არის, რაც მას აწუხებს. ფ.ც ირწმუნება, რომ მეზობლებს მისთვის საცხოვრებლის წართმევაც უნდოდათ, რათა უძრავი ქონება გაეყიდათ და ფული გაენაწილებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ. სამი შვილის დედა ეჭვობს, რომ სოც მუშაკსაც აქვს კავშირი ამ ადამიანებთან და ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ.

„ამბობდნენ, რომ მე, როგორც აფხაზს, აქ არავინ მყავდა. თავს დამესხნენ მეზობლები, მცემეს. წამალიც კი ჩამიყარეს. სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. საჩივარი დავწერე, მაგრამ გვერდით არავინ დამიდგა. რეაგირება არც პოლიციას მოუხდენია. ისინიც დამცინოდნენ ეთნიკურობის გამო. აქ რატომ ცხოვრობო, მეუბნებოდნენ“, - უთხრა „ლაივპრესს“ ახალგაზრდა ქალმა.

გუდაუთაში დაბრუნებას არ ფიქრობს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო, ამიტომ არც მასზე და არც ბინაზე უარის თქმას არ აპირებს. მეტიც, რესპოდენტის მიზანი შვილების დაბრუნებაა. დღეს ის ქმართან ერთად რუსთავში ცხოვრებას განაგრძობს. ამბობს, რომ ოჯახს ქმარი არჩენს, რომელიც ელექტრიკად მუშაობს.

თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტოში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს ფ.ც-ს შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებისგან მიიღეს. კერძოდ ის, რომ დედა სახლში სამ მცირეწლოვან - ექვსი, ოთხი წლის და ათი თვის ასაკის ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა, მისი ქმედებები კი არამხოლოდ პატარებისთვის, სხვა გარშემომყოფებისთვისაც საშიში იყო.

„ამის გამო, ადგილზე მივიდა სოციალური მუშაკი და სიტუაცია შეისწავლა. შემდეგ შეფასდა ოჯახი და გამოიკვეთა ბავშვების ოჯახიდან გამოყვანის აუცილებლობა“, - გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის უფროსმა ბესიკ სტეფნაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დედა ხელმეორედ დაოჯახდა და დღეისთვის ვითარებაც უკეთესობისკენ შეიცვალა.

მისივე ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლისთანავე, ახალგაზრდა ქალი ადგილობრივი რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით შვილების მნახველ პირად დარეგისტრირდა და ბავშვების ნახვასაც სისტემატურად ახერხებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე. უკვე 21 ივნისიდან კი ამავე საბჭომ მას ნებაც დართო გაიყვანოს პატარები ტერიტორიიდან კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.

ბესიკ სტეფნაძის თქმით, ისინი ამ ეტაპზე აკვირდებიან ოჯახის ყველა წევრის ქცევას, პარარელურად ცდილობენ შვილებთან დედის ურთიერთობის ხელშწყობას. ამბობს, რომ შესაძლებელია ქალმა შვილები დაიბრუნოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, როცა მიიჩნევენ, რომ დედასთან ცხოვრება პატარებისთვის უსაფრთხო იქნება.

„სოციალური მუშაკის ამოცანაა ბავშვების დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში, რა მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა, თუკი მშობელი შეძლებს კრიზისის გადალახვას და მათთვის სათანადო გარემოს შექმნას“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნული პირის მიერ მცირეწლოვანი შვილების მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით.

მანამ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს და სოციალური მუშაკიც ოჯახს აკვირდება, სამ მცირეწლოვან ბავშვზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, თავად ზრუნავენ. ამბობენ, რომ პატარები ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ არიან პასუხისმგებელი პირების მხრიდან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ გადაულახავ
ბარიერებს უქმნის არაადაპტირებული გარემო
00:00 / 30.08.2019
ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ გადაულახავ ბარიერებს უქმნის არაადაპტირებული გარემო
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ
რეგიონში,
14:01 / 24.08.2019
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში,
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.