საზოგადოება
წალენჯიხაში აღმოჩენილ წმინდა ნინოს ფრესკას კონსერვაცია ჩაუტარდება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს დილით ამ სამუშაოების ფარგლებში ეკლესიის სიღრმეში, კედლის ზედა ნაწილზე წმინდა ნინოს ფრესკა აღმოაჩინეს. ის მე-14 საუკუნით თარიღდება და ერთ-ერთ იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს ბიზანტიური ხატწერის. სასულიერო აკადემიის ხატწერა-რესტავრაციის კათედრის გამგის, მერაბ ბუჩუკურის თქმით, ამ ფრესკას რამდენიმე დეტალის გამო შესაძლოა უნიკალურიც ეწოდოს. ამბობს, რომ შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში თითქმის არ გვხვდება წმინდანის გამოსახულება, მით უმეტეს სახარებით ხელში. უფრო ადრინდელ საუკუნეებში ხატმწერ-რესტავრატორს მსგავსი მხოლოდ ორი შემთხვევა ახსენდება. დანარჩენი მოცემულობის დროს იკონოგრაფიის მიხედვით მსეჯლობენ, ვის ფრესკასთან გვაქვს საქმე. მერაბ ბუჩუკურის თქმით, კედელზე შესრულებული მახტვრობა ბიზანტიელ ხატმწერ კირმანუელ ევგენიკოსს ეკუთვნის და ის დაახლოებით 1384-1396 წლების პერიოდს მოიცავს. სამეგრელოს მთავარს, ვამეხ დადიანს კონსტანტინეპოლში მიუვლენია ბერები, რომლებსაც მხატვარი ჩამოუყვანიათ.

„ძალიან სრულყოფილი პროგრამით ხატავს. ჩანს, რომ ღრმად განსწავლული თეოლოგია. მაღალი დონის ხატმწერი“, - აღნიშნა მან.

მერაბ ბუჩუკურის თქმით, რამდენიმე წლის წინ ამ ეკლესიაში გერმანელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ, თუმცა დღეს შესაძლებლობა აქვთ გამოკვლევები განაგრძონ, რასაც თითქმის 4 თვე დასჭირდება. მასში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მეცნიერებიც ჩაერთვებიან.

ტაძრის მოძღვრის, მამა თომა კალანდიას თქმით, გუმბათსა და ამ გუმბათის მონაკვეთზე ფრესკებს რესტავრაცია 15 წლის წინ ჩაუტარდათ. შემდეგ პროცესი გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა. დღეს, სამუშაოების განახლების პირობებში, როცა მტვერი გადაიწმინდა სოკოვან დაავადებებთან ერთად, ფრესკა წარწერასთან ერთად გამოჩნდა.

„ბიზანტიის მაშინდელ ხატწერის სკოლას ქონდა თავისი კრიტერიუმები, სადაც ძირითადად გამოხატავდნენ იმ თეოლოგიურ და იკონოგრაფიულად მიღებულ ფრესკებს, რომელიც ბიზანტიაში იყო გავრცელებული. ვიცით, რომ წმინდა ნინოს ძირითადად გამოხატავენ ვაზის ჯვრით ხელში. ჩვენს ტაძარზე გამოსახულია, როგორც მახარობელი, მოციქულთა სწორი“, - განმარტა მამა თომამ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მერაბ ბუჩუკური სრულფასოვან დასკვნას დადებს, უფრო გაუადვილდებათ თქმა, მოხდება აღმოჩენილი ფრესკის კონსერვაცია, თუ აღდგენა.

„კოსერვაციას რომ ექვემდებარება, ფაქტია. ჩვენი კედლის მხატვრობის სარესტავრაციო პოლიტიკაში მთავარი ატრიბუტია - მხოლოდ კონსერვაცია უნდა ჩატარდეს. წარმოჩენილი იქნება, რომ ეს მხატვრობა არსებობდა ამ ტაძარში. აღდგენა არ ხდება ძირითადად. ხდება დაფიქსირება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩვენამდე მოვიდა“, - განმარტა მან და აღნიშნა, რომ ეს მიდგომა ამ ეკლესიის სხვა ფრესკებსაც შეეხება.

რაც შეეხება თანხას, წელს, მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებისთვის 80 ათასი ლარია გამოყოფილი. ჯამში სავარაუდოდ 400-450 ათას ლარამდე დაიხარჯება კედლის მხატვრობისთვის. პარარელურად გრძელდება კვლევის სამუშაოები, რითაც ბიუჯეტი დაზუსტდება.

სამუშაოებს კუმლტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. აქ სასულიერო აკადემიის წარმომადგენლები, სტუდენტები არიან დასაქმებული. ტაძრის აღდგენა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძველი, ორსართულიანი შენობის ეზოში მოხუცი ქალი ბოსტანს
19:33 / 20.06.2019
ძველი, ორსართულიანი შენობის ეზოში მოხუცი ქალი ბოსტანს
სამოქალაქო აქტივისტების დაანონსებულ საპროტესტო
16:20 / 20.06.2019
სამოქალაქო აქტივისტების დაანონსებულ საპროტესტო
ვიდეო
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
 ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის
რა როლი აქვთ მამებს შვილების აღზრდაში - გამოკითხვა
საქართველოში "მამის დღე" უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
კურორტი ავადჰარა [ფოტო]
ავადჰარა ბალნეოლოგიური კურორტია აფხაზეთში,
ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.