საზოგადოება
დახარჯული მილიონები და ზუგდიდი-ანაკლიის გაუმართავი გზა ტურისტულ სეზონზე [ფოტო]
ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეკონსტრუქციისთვის 2013 წლიდან ამ დრომდე 6 მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გზის ცალკეული მონაკვეთები შეკეთდა როგორც ორმულად, ასევე ტერიტორიაზე სხვა სახის სამუშაოები ჩატარდა, დღესაც ზოგიერთ ადგილას გზა გაუმართავია და მგზავრებისთვის დისკომფორტს ქმნის. ზუგდიდში ეს მარშრუტი განსაკუთრებული მნიშვნელობის და დატვირთვისაა, მით უფრო ტურისტულ სეზონზე.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს ამ გზის მონაკვეთების აღსადგენ სამუშაოებზე, მათ შორის სახიდე გადასასვლელის მოწყობის და მისასვლელი გზების რეკონსტრუქციისთვის 4 მილიონ 286 ათას 968.85 ლარი დაიხარჯა.

2014 წელს გზის ერთ მონაკვეთზე სწორკუთხა მილის აღდგენას, ასევე სახიდე გადასასვლელის, მისასვლელი გზების დარჩენილ სამუშაოებს 431 891 ლარი მოხმარდა.

2015 წელს ცალკეული მონაკვეთის რეკონსტრუქციას მილიონ 209 ათასი ლარი დასჭირდა.

რაც შეეხება ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ჩატარებულ მოვლა-შენახვის სამუშაოებს, 2014 წელს ორმულ შეკეთებასა და დეფორმირებული ადგილების შევსებას დღგ-ს ჩათვლით 88 355.98 ლარი მოხმარდა.

2015 წელს იგივე სამუშაოებში 103 ათას 128.52 ლარი დაიხარჯა. 2016 წელს 66 ათას 231.87 ლარი. შარშან 314 ათას 648.44. წელს იგივე სამუშაოებს 68 ათას 306.25 ლარი დასჭირდა.

ჯამში 2013-2018 წლებში ზუგდიდი-ანაკლიის გზისთვის 6 მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 27 ივლისს გამოცხადდა ტენდერი, ამ გზის კმ15-კმ25 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე. მისი სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ 500 ათას 150 ლარია, რაც აღემატება 6 წელიწადში ამ გზის აღსადგენად გახარჯულ თანხებს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

აღნიშნული სამუშაოები სხვადასხვა წლებში შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს „სანი“, შპს „ხიდმშენი“, შპს „სახარია“, ინდმეწარმე „დავით სიჭინავა“, შპს „ზუგდიდი საგზაო სამმართველო“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სამეგრელო - ზემო სვანეთში ბოლო ორ თვეში ე.წ. ღორის გრიპით
19:52 / 08.01.2019
სამეგრელო - ზემო სვანეთში ბოლო ორ თვეში ე.წ. ღორის გრიპით






ეს სახლი ალბათ არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა 25 წლის წინ
მომხდარი
13:29 / 31.12.2018
ეს სახლი ალბათ არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა 25 წლის წინ მომხდარი






ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომავალმა სქელტანიანმა ჟურნალმა
„მსოფლიო მონეტები“,
13:53 / 30.12.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომავალმა სქელტანიანმა ჟურნალმა „მსოფლიო მონეტები“,






რა ღირს ინდაური? - ეს შვილო 60-ად გქონდეს.
15:40 / 29.12.2018
რა ღირს ინდაური? - ეს შვილო 60-ად გქონდეს.
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.