საზოგადოება
ბრძოლა „ღორის გრიპთან“ - რა ვითარებაა აფხაზეთსა და სამეგრელოში
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო - ზემო სვანეთში ბოლო ორ თვეში ე.წ. ღორის გრიპით ადამიანის გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტს მკურნალობენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. რაც შეეხება ამბულატორიულ მომართვიანობას, ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ გრიპის სიმპტომებით 28 დეკემბრიდან დღემდე ჰოსპიტალს 229 მოქალაქემ მიმართა. ისინი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაეწერნენ.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, ლაბორატორიულად დადასტურებუბლია, რომ რეგიონში გავრცელებული გრიპის ვირუსის 80 პროცენტი H1N1-ია, ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი.

მისივე ინფორმაციით, იზრდება მოქალაქეთა მომართვიანობაც, თუმცა ეს რიცხვი შეესაბამება ყოველწლიურ სეზონურ მაჩვენებელს. ნანა ოდიშარია ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ამ მხრივ სრულ მზადყოფნაში არიან. რისკ ჯგუფში შემავალ პაციენტებზე საჭიროების მიხედვით უფასოდ გაიცემა პრეპარატი „ტამიფლუც“.

„რაც შეეხება „ტამიფლუს“ გაცემას, სახელმწიფომ შეისყიდა ისინი მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. ესენია ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონრები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. მათზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ფორმა ასის წარდგენის შემდეგ გასცემენ შესაბამისი დოზით „ტამიფლუს“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

„ტამიფლუს“ შეძენა ექიმის რეცეპტით შესაძლებელია აფთიაქებშიც, განსხვავებით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინისგან. დღეს „ლაივპრესს“ ზუგდიდის სააფთიქო ქსელებში განუცხადეს, რომ ვაქცინა არ აქვთ, თუმცა რა მიზეზით, ვერ დააკონკრეტეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინაციის პერიოდი ძირითადად შემოდგომაა და აფთიაქებში ის ამ ეტაპზე სავარაუდოდ ამ მიზეზით არ აქვთ.

მისი შეძენა პაციენტებს შეუძლიათ სამედიცინო დაწესებულებებში. როგორც „ ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ლაივპრესს“ უთხრეს, გრიპის საწინააღმდეგო რამდენიმე სახეობის ვაქცინა არის მათ ქსელებში. მათ შორის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ნიშნებით მიმართულ პაციენტებს შორის იყვნენ აფხეზეთიდან გადმოსული პირებიც, თუმცა რა ვითარებაა ამ მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ მონაცემები არ აქვთ. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო კი აფხაზურ მედიასთან საუბარში ირწმუნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპი გავრცელებული არ არის. ასეთი ინფორმაცია აქვთ „ლაივპრესის“ გალელ რესპონდენტებსაც.

„ღორის გრიპის შემთხვევები არ ყოფილა. მე არ მსმენია და არც არავინ საუბრობს ამაზე. გაციებები უფრო შარშან იყო, წელს ნაკლებად არის. ჯერ-ჯერობით ასეა“, - უთხრა „ლაივპრესს“ გალის სოფელ სიდაში მცხოვრებმა ქალმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების მიზნით არ სურს. იგივეს ადასტურებს ქალაქ გალში მცხოვრები კიდევ ერთი რესპონდენტი. მისი ინფორმაციით, მოქალაქეები პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავენ და შეძლებისდაგვარად იცავენ თავს გრიპისგან:

„ზოგიერთის სახლში ვერ გაჩერდები, ნივრის ისეთი სუნია. ზოგიერთები კიდევ ცხვირზე რაღაც მალამოები რომ არის, იმას ისმევენ. ყველა შეძლებისდაგვარად იცავს თავს“, - ამბობს გალში მცხოვრები რესპონდენტი.

„ღორის გრიპით“ გარდაცვალების ბოლო შემთხვევა ზუგდიდში 6 იანვარს დაფიქსირდა. მესტიელი, 32 წლის მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალში პირველ იანვარს სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ცხელებით შეიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თითქმის იგივე მაჩვენებლები ჰქონდა 33 წლის მამაკაცსაც, რომელიც ზუგდიდის ჰოსპიტალში 24 დეკემბერს მოათავსეს, მოგვიანებით კი მშობლების მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გრიპთან დაკავშირებით ფოთის ჰოსპიტალში კარანტინი გამოცხადდა. კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ პაციენტების მნახველთა რიცხვიც გაიზარდა და ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა.

სპეციალისტები გვირჩევენ უცილებლად მივმართოთ ექიმს, თუ 38,5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გრძელდება. პრევენციის მიზნით, ნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა: დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი. ხშირად დავიბანოთ ხელები, მივიღოთ მეტი სითხე და გავანიავოთ ოთახი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძველი, ორსართულიანი შენობის ეზოში მოხუცი ქალი ბოსტანს
19:33 / 20.06.2019
ძველი, ორსართულიანი შენობის ეზოში მოხუცი ქალი ბოსტანს
სამოქალაქო აქტივისტების დაანონსებულ საპროტესტო
16:20 / 20.06.2019
სამოქალაქო აქტივისტების დაანონსებულ საპროტესტო
ვიდეო
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
 ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის
რა როლი აქვთ მამებს შვილების აღზრდაში - გამოკითხვა
საქართველოში "მამის დღე" უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
კურორტი ავადჰარა [ფოტო]
ავადჰარა ბალნეოლოგიური კურორტია აფხაზეთში,
ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.