საზოგადოება
წითელა - სად მივიდეთ ასაცრელად
წითელას ვირუსის გავრცელება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების არეალები ძირითადად კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, წითელას ვირუსის შემთხვევებმა დეკემბრიდან იმატა. უკვე ინავრის თვეში კი 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წითელას აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

სად უნდა მიხვიდეთ აცრებზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი ვაქცინებით. ნანა ოდიშარიას თქმით, ისინი 24 საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობენ.

რეგიონში აცრები ძირითადად პოლიკლინიკებში და „ ევექსის“ კლინიკებში ტარდება. ასევე, შესაძლებელია აცრების თაობაზე მოქალაქეებმა მიმართონ უბნის და სოფლის ექიმს.

პაციენტების მომართვინობა ხდება ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. მაგალითად 15 წლამდე მოზარდების შემთხვევაში, აცრები გაკეთდება პოლიკლინიკებში.

ვის ეხება აცრები

წითელას ვაქცინაცია შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან აცრილები, ან ვისაც არ ახსოვს, გაუკეთდა თუ არა შესაბამისი ვაქცინა ბავშვობაში. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს.

მოქალაქეებს, ვისაც ეს აცრა ერთჯერადად აქვს გაკეთებული, შეუძლიათ ამ პროცესის მეორედ გავლა. ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს არ არის საფრთხის შემცველი.

ვისაც გადატანილი აქვს წითელას ვირუსი, მას უკვე აქვს იმუნიტეტი მასზე, თუმცა ნანა ოდიშარია ამბობს, რომ ასეთი მოქალაქეებიც უნდა აიცრან, რადგან ვაქცინა, რომელიც ახლა კეთდება, არის წითელასთან ერთად, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო. აცრილი ადამიანი მეტწილად დაცულია წითელას ვირუსისგან, დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მარტივად იტანს.

რა არის წითელა?


წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით. ახასიათებს ცხელება, გამონაყარი, ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი.

იწყება ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი; 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი. თავდაპირველად სახეზე (შუბლზე), შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები).
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ
ფერმერ ქალად აღიარა.
17:50 / 14.02.2019
36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ ფერმერ ქალად აღიარა.






გალელებს რამდენიმე დღე უწევთ რიგში დგომა, რომ სამედიცინო ცნობა
მიიღონ.
19:44 / 30.01.2019
გალელებს რამდენიმე დღე უწევთ რიგში დგომა, რომ სამედიცინო ცნობა მიიღონ.






სენაკელი ახალგაზრდები მერიას მიუსაფარი ძაღლებისთვის ფართის
გამოყოფას სთხოვენ.
18:30 / 30.01.2019
სენაკელი ახალგაზრდები მერიას მიუსაფარი ძაღლებისთვის ფართის გამოყოფას სთხოვენ.






გალელებს, რომლებმაც საპროტესტო გამოსვლის მიუხედავად რაიონის დე
ფაქტო ადმინისტრაციისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს,
20:19 / 24.01.2019
გალელებს, რომლებმაც საპროტესტო გამოსვლის მიუხედავად რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს,
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.