ვიდეო
სენაკელი ახალგაზრდები მიუსაფარი ძაღლებისთვის ფართის გამოყოფას ითხოვენ [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკელი ახალგაზრდები მერიას მიუსაფარი ძაღლებისთვის ფართის გამოყოფას სთხოვენ. ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტისთვის პრობლემა აქტუალურია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამ კუთხით არაფერს აკეთებს. დანიელ ჯანაშია მეგობარ ნიკოლოზ მელნიკოვთან ერთად უპატრონო ცხოველებზე უკვე მესამე წელია ზრუნავს. მათ საკვებით ეხმარება და შესაძლებლობების ფარგლებში სხვადასხვა საჭირო მედიკამენტით მკურნალობენ. თავიდან ძაღლებს საკუთარი სახსრებით აჭმევდა. შემდეგ ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებაც დაიწყეს. პასუხად სხვადასხვა ქალაქიდან გამოხმაურებები მიიღეს.

პირველი ზუგდიდელი ნონა ნაჭყებია იყო, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა და ცხოველებისთვის წამლები გამოუგზავნა. დაეხმარათ ცხოველთა გადარჩენის ფონდიც.

„არის კიდევ ხათო გორდაშვილი და მისი ჯგუფი - „ოთხი თათი და მე“. მარტო მათ 30 კილოგრამამდე საკვები გამოგვიგზავნეს. გვეხმარება თიკო კვაშილავას ჯგუფიც. სიტყვიერად მივმართეთ მერიას რამდენჯერმე ფართის გამოყოფის თხოვნით, სადაც შეგვეძლებოდა ლეკვები გაჩუქებამდე მიგვეყვანა“, - უთხრა დანიელ ჯანაშიამ „ლაივპრესს“.

ის სენაკელთა ნაწილის მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს. ამბობს, რომ აქ ძირითადად მოსახლეობა ძაღლებს თოფით კლავს, ან ყრიან. თავად მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს, სადაც სამი ძაღლი შეიფარა. მისი მეგობარი კი ლეკვებს უვლის, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ღელეში გადაყრილი იპოვა. მანამდე მეზობლებმა მას ორი ძაღლი მოუწამლეს.

დღეს სენაკში მიუსაფარი ძაღლები განსაკუთრებით ბაზრის სიახლოვეს გვხვდება. წელს ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა მათ თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე.

ახალგაზრდები მიუსაფარ ცხოველებს საკვებს ქუჩაში უყრიან. ვისაც კანის დაავადება აქვს, წამლებს ასმევენ. აძლევენ ჭიის წამალსაც. მათ ჯგუფიც შექმნეს ცოტა ხნის წინ სახელწოდებით - ქუჩის ძაღლები.

თავის მხრივ, სენაკის მერიაში ამბობენ, რომ ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მათივე თქმით, ოფიციალური წერილი ახალგაზრდების მხრიდან არ მიუღიათ.

„სიტყვიერი ურთიერთობის საფუძველზე თუ რაღაც თხოვნა იყო, არ ვიცი. უშუალოდ ასეთი დოკუმენტი არ არის“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერს, ის უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 ათასი ლარი გამოიყოფა. სულ საუბარი 85 ძაღლს შეეხება.

სამეგრელოში რომ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება, ამის თაობაზე ინფორმაცია რეგიონული განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია.

მასალაში გამოყენებული ფოტო და ვიდეომასალა „ლაივპრესს“ დანიელ ჯანაშიამ მიაწოდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.