საზოგადოება
წარმატებული ფერმერი ქალის სამაგალითო თხილნარი [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ ფერმერ ქალად აღიარა. შარშან ფაროსანასთან ერთად თხილის კულტურაზე გავრცელებული სხავადასხვა დავაადების მიუხედავად, ახალგაზრდა ფერმერმა კარგი მოსავალი მიიღო. თხილის საწარმომ მისი მოწეული მოსავალი საუკეთესოდ შეაფასა.

მოსავლით თავადაც კმაყოფილია, თუმცა ნათია წითლიძისთვის, რომელიც ფერმერობის პარალელურად მერის წარმომადგენელია ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასოციაციის გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ამბობს, რომ ასოციაციის კონფერენციაზე წარმოდგენილი 400-მდე ფერმერიდან უმრავლესობას იცნობს და იცის, რომ მათ კარგად მოვლილი თხილნარები აქვთ, ამიტომაც ასეთ აღიარებას არ ელოდა.

ნათიას თხილნარი სოფელ ორსანტიაში ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს, ხოლო სოფელ ერგეტაში 2 ჰექტარზე.

ამბობს, რომ სწორად შერჩეული პრეპარატებითა და აგროვადების დაცვით სამუშაოების ჩატარებას, ყოველთვის მოსდევს კარგი შედეგი. ახალგაზრდა ფერმერი სამუშაოებს თხილნარში იანვრიდან, გასხვლით იწყებს, მერე ამას მოსდევს შეწამვლითი სამუშაოები. მთლიანობაში კი ეს პროცესი შემოდგომის ჩათვლით გრძელდება. წელს ის უკეთეს მოსავალს ელოდება.

„წამლობა უშედეგოდ არ არსებობს. არსებობს უშედეგო არასწორი წამლობა. მთავარია სწორი წამლობა. პირობითად ვიტყვი, თუ ცხრილში აღნიშნულია თვე იანვარი, წამლობა არ უნდა მოხდეს თებერვალში და სადაც თებერვალია აღნიშნული, ის არ იწამლება მარტში. მე პირადად ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ მოვლის შემთხვევაში კარგ მოსავალს მიიღებ“, - გვითხრა ნათია წითლიძემ.

ფერმერი ფიქრობს, რომ დადებითი შედეგის მისაღებად გარკვეული თანხა უკვე წლის დასაწყისშივე უნდა მოვიძიოთ, ან პროდუქტის რეალიზაციისთანავე შემოვინახოთ, რადგან დანახარჯის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ.

თავად გასულ წელს, ერთ ჰექტარს 600-ლარამდე მოახმარა. ნაკვეთი 5-ჯერ შეწამლა. თხილის პარალელურად, ნათია წითლიძემ ამდენჯერვე ჩაატარა წამლობის სამუშაოები ფეიხოს პლანტაციაში და აქაც კარგი შედეგიც მიიღო.

„რა თქმა უნდა, პრეპარატებში გასხვავება იყო, მაგრამ ეს წამლობა იყო როგორც ფაროსანას, ისე დაავადებების წინაააღმდეგ. 200 კილომდე მოსავალი მივიღე. ფეიხოსთვის ეს კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სულ 30 ძირია“, - გვითხრა ნათია წითლიძემ.

მისი თხილნარის უხვმოსავლიანობა ბევრი თანასოფლელისთვის სამაგალითო და სწორად მოვლის მოტივაცია გახდა. წარმატებული ფერმერი ქალი ამბობს, რომ თავადაც მზად არის სპეციალისტებისგან ნასწავლი ცოდნა მათაც გაუზიაროს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.