საზოგადოება
საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ სამეგრელოში ამბოხებულთა ისტორიები [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ბოლშევიკებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლები ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, 1924 წლის სექტემბერში, 100-ზე მეტი ადამიანი დაამწყვდიეს, საიდანაც ნაწილი დასახვრეტად გაიყვანეს. ტაძარში დამწყვდეულებს შორის დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას ბაბუა ანდრო ფიფიაც იყო.

აჯანყებული კონდრატე შამათავა.

„არის ასეთი ვერსია, რომ ტაძარში იყვნენ შეყრილები და იქიდან გამოჰყავდათ დასახვრეტად. მათ შორის იყო ბაბუა, რომელიც ახლობელმა დაინდო, თუ შემთხვევით გადარჩა, არ ვიცი. იმ თხრილიდან ამოვიდა, სადაც დახოცილები ჩაყარეს. მთელი დღე იწვა თურმე საფლავში დახვრეტილებთან ერთად. შემდეგ ამოსვლა მოუხერხებია. ფეხით 3 დღე მიდიოდა ობუჯამდე. 26 წლის ბიჭი თმებგათეთრებული ჩასულა სოფელში, მაგრამ მას შემდეგ ერთი სიტყვა არ დაუძრავს ამაზე. არ ჰქონდა საბუთები, რის გამოც პენსიასაც ვერ იღებდა. როგორც ჩანს, სოფელმაც დაინდო და გადაარჩინა რეპრესიებს“, - გვიამბო მალხაზ ჭანტურიამ.

აჯანყებული ბექირბი კუკავა.

ბოლშევიკებმა 40-მდე ადამიანი დახვრიტეს. დახვრეტილთა შორის იყო ზუგდიდის მცხოვრები ბექირბი კუკავა.

„ბაბუა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ყოფილა. როცა დაუწყეს დევნა, თურმე დაიმალა, მაგრამ ბოლშევიკებმა ბებია მინუცა ფაჟავა დააკავეს. ამიტომ, ბაბუა იძულებული გახდა თავისი ნებით გამოცხადებულიყო კანცელარიაში. ბაბუა რომ გაიყვანეს, ყვიროდა თურმე, სისხლისმსმელები ხართო და ჩვენი დროც მოვაო. ის საკონტროლო ტყვიით მოუკლავთ. ზოგმა მოახერხა გაქცევა, ზოგი კი დაჭრილი ყოფილა და როცა მიწა მიაყარეს, ჯერ კიდევ ბორგავდნენ თურმე“, - გვიამბო აჯანყებულის შვილიშვილმა ბორის კუკავამ გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“.

აჯანყებული სარიდონ გრიგოლია ცოლთან ერთად.

მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას განცხადებით, ზუგდიდში საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო 1922 წლიდან.

„შეიქმნა დამოუკიდებელი კომიტეტები, დარჩელის, ლიის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს რაიონებში და ჩამოყალიბდა წინააღმდეგობის ერთიანი რგოლი. ძირითადად ამ გაერთიანებაში თავადაზნაურობა იყო, თუმცა აჯანყებას შემდეგ უიარაღო გლეხებიც შეუერთდნენ. 1924 წელს კი სამხედრო კომიტეტი შეიქმნა. ცნობილია, რომ ორგანიზაციის პაროლი ყოფილა „სიმინდი“. ამ პაროლით ხდებოდა თურმე ერთმანეთთან დაკავშირება“, - განაცხადა ლაშა ჯიქიამ.

აჯანყებული ამბროსი ლუკას ძე სიჭინავა.

მისივე თქმით, ისტორიული ცნობების მიხედვით, ზუგდიდში საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მებრძოლების სამაგალითო დასჯა მოხდა. ბოლშევიკებმა დახვრეტილი ამბოხებულები მცხუნვარე მზის ქვეშ დატოვეს 3 დღის განმავლობაში, რომ ყველას ენახა.

მასალაში გამოყენებული ფოტოები ლაშა ჯიქიამ მოგვაწოდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემის მცხოვრებს
10:10 / 07.07.2019
მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემის მცხოვრებს
დილიდან ენგურის ხიდი თითქმის ცარიელია. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო
12:37 / 28.06.2019
დილიდან ენგურის ხიდი თითქმის ცარიელია. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო
ძველი, ორსართულიანი შენობის ეზოში მოხუცი ქალი ბოსტანს
19:33 / 20.06.2019
ძველი, ორსართულიანი შენობის ეზოში მოხუცი ქალი ბოსტანს
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.