საზოგადოება
ბრძოლა ცვლილებებისთვის - 7 ზუგდიდელი დეპუტატი ქალის ისტორია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის 50 წევრიან საკრებულოში 7 დეპუტატი ქალია. მათი ისტორიები და პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მიზანი კი საერთო - მოახდინონ ცვლილებები, დაამარცხონ სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა ქალი საქმე არ არის.

ანა წითლიძე, რომელიც საკრებულოში ზუგდიდის ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდა მამაკაცებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ქალს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

„ამბობდნენ, რა გაუჭირდათ ნაციონალებს ასეთი, რომ ქალი დანიშნეს პარტიის თავმჯდომარედო. პირველი თათბირი 70 მამაკაცთან რომ ჩავატარე, სრული შოკი იყო ჩემთვის. უნდა დამემტკიცებინა მათთვის, რომ მე, ქალს, მართვა შემიძლია. ეს ძალიან რთული იყო. პირდაპირ მეუბნებოდნენ, შენ ქალი ხარ და ქალის გადმოსახედიდან ამბობ, მე კი უნდა დამემტკიცებინა, რომ არსებობს ერთი, სწორი გადმოსახედი. სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში გადაწყვეტილებებს იღებენ კაცები, ყველაზე წარმატებული ქალიც კი დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ასრულებს კაცების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩემთვის ყველაზე დიდი მთავარი გამოწვევა სწორედ ამის შეცვლაა“, - ამბობს ანა წითლიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამარ ჯიქიას, როგორც დამოუკიდებელი ქალის ისტორია ბავშვობიდან, მას შემდეგ დაიწყო, როცა დედა ავად გაუხდა და მას, როგორც ყველაზე უფროსს უნდა ეზრუნა უმცროს დებზე. თამარი ამბობს, რომ სწორედ ბავშვობაში მიღებული გამოცდილება ეხმარება, საქმეში მიზნის მისაღწევად პრინციპული იყოს და უკან არ დაიხიოს.

„მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. სოფელში საოჯახო საქმეების კეთება ადრეული ასაკიდან დავიწყე. აქტიურად ვეწეოდი სოფლის მეურნეობას. მე 4 და მყავს. ყველაზე უფროსი ვარ. დედაჩემი როცა ავად გახდა, მისი ფუნქციები ჩემზე გადმოვიდა. დილით ადრე ვდგებოდი, რომ სკოლაში წასვლამდე საქონლისთვის მიმეხედა, ოჯახში საჭმელი მომემზადებინა, სკოლიდან მობრუნებულს გაკვეთილები უნდა მომემზადებინა და ისევ საქმეები მეკეთებინა. ამ პერიოდში ვისწავლე ის, რაც ახლა გამომადგა - დამოუკიდებლად ცხოვრება. კიტრიც მომიყვანია ბოსტანში, გამიყიდია და იმ ფულით მისწავლია. მას შემდეგ ვიცი, რომ პრობლემებს არ უნდა მივაქციო ყურადღება და გავაგრძელო მიზნისკენ სწრაფვა. ახლაც, თუ მაქვს ისეთი წინადადება, რომელიც შეიძლება მამაკაცს არ მოსწონდეს, იმის გამო, რომ ქალი ვარ, უკან არ დავიხევ“, - ამბობს თამარ ჯიქია.

ირუზა კაკავა საზღვრისპირა სოფლების, კოკისა და ხურჩის მაჟორიტარი დეპუტატია. ადრე გარდაეცვალა მშობლები. ორ პატარა ძმასთან და თავის ქმარ-შვილთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილობისას ოჯახის გადასარჩენად სამკაული გაყიდა და მეწველი ძროხები იყიდა. თუმცა პირველ დაბრკოლებას მაშინ წააწყდა, როცა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტებში აქტიურად ჩაერთო:

„ტრენინგებზე რომ დავიწყე სიარული, ეს არ იყო ადვილი, რადგან სოფელში ფიქრობდნენ, რომ ეს არ იყო ქალის საქმე. შემდეგ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. 30 წლის ვიყავი, როცა გავაგრძელე სწავლა უნივერსიტეტში. ჩემი ჯგუფელები კი 20 წლისაც არ იყვნენ, რის გამოც თავდაპირველად კომპლექსი მქონდა, რადგან მათ სულ სხვა ინტერესები ჰქონდათ, მე კი უნდა მეზრუნა ჩემს ოჯახზე. დილით ძროხას მოვწველიდი, ყველას ამოვიყვანდი, ბაზარში შევიტანდი, გავყიდდი და ასე ვისწავლე“.

ირუზა კაკავა ფიქრობს, რომ მისი მაგალითით ცდილობს შეცვალოს სოფლის ქალების ცხოვრება: „ადრე, სოფლის კრებებს ქალები არ ესწრებოდნენ. ამბობდნენ, რა უნდა ქალს ცენტრში და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან და რა შეუძლია ქალს. არადა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეიქმნა, ქალები უფრო გაძლიერდნენ. მათ იციან თავიანთი უფლებები. ბოლო დროს ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები“.

ეკა კიფაია საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს. ცვლილებებისთვის ბრძოლა მან 2012 წლიდან დაიწყო, როცა მამა დააპატიმრეს.

„ძალიან რთული მოსაყოლია ჩემთვის, როგორი ყველაზე მძიმე პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ამ სირთულეებმა დამოუკიდებლად ცხოვრება, დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი მასწავლა. მაშინ მე და ჩემი ოჯახის წევრები ვიყავით პერსონა ნონ გრატა. უკან დასახევი არც არაფერი მქონდა და 2012 წელს, აქტიურად ჩავერთე საარჩევნო კამპანიაში. მას შემდეგ სულ აქტიურად ვარ. ჩემი პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის ბრძოლამ“, - ამბობს ეკა კიფაია.

მისი თქმით,  ქალები ვერ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ არ არიან სათანადოდ დაფასებულები მამაკაცების მხრიდან.

მანანა მებონია

დეპუტატი მანანა მებონია 35 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის კახათის სკოლის დირექტორია. ამბობს, რომ მისი საკრებულოში მოსვლის მიზანი ადგილობრივ დონეზე განათლების პოლიტიკაში ცვლილებების მოხდენა და ლიდერი გოგონების ხელშეწყობაა.

„მე არ ვცხოვრობდი ისეთ ოჯახში, სადაც ქალებს არ ჰქონდათ უფლებები. სკოლაშიც არასდროს მიგვრძვნია ეს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სკოლა გამოვიარე, მიყვარდა სპორტი, ვიყავი აქტიური მოსწავლე. არ მქონია კომპლექსი და პრობლემა როგორც ქალს, მიმეღო გადაწყვეტილებები. თუ გოგონებს აკლიათ დამოუკიდებლობა და არ გრძნობენ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, მიმაჩნია, რომ ეს არის ოჯახის დღემდე გაუგებარი მენტალიტეტის და აღზრდის შედეგი. მე სკოლაში საკმაოდ ლიდერი გოგონები მყავს. ვისურვებდი, რომ ეს გოგონები შემდეგ წამყვან პოზიციებზე მოვიდნენ“, - ამბობს მანანა მებონია.

თვითმმართველობაში მოსვლამდე სალომე ფაცაცია საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა, ეხმარებოდა უმწეო ქალებს და ბავშვებს. დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა იყო.

„ვცდილობ ჩემი ფონდის, მერიის სოციალურ პროგრამებსა და პროექტებზე ქალთა ხელმისაწვდომობის გაზრდას. ვგეგმავ დედათა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გააქტიურებას. ამ მხრივ გარკვეული ღონისძიებების ადვოკატირებას. ვფიქრობ, თანმიმდევრული პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ მდგომარეობის გაუმჯობესებას და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში მეტი ქალის ჩართულობის უზრუნველყოფას“, - ამბობს სალომე ფაცაცია.

სალომე ფაცაცია

დეპუტატი ედიტა კოდუა უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ მმართველი პარტია მაისში, რიგგარეშე არჩევნებში მერობის სავარაუდო კანდიდატებს შორის ქალს არ განიხილავს:

„როცა გავიგე, რომ მერობის რიგგარეშე არჩევნებში არ განიხილებოდა ქალი კანდიდატი, ვიყავი კრიტიკული. სიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქალი კანდიდატი. ნამდვილად არსებობენ ზუგდიდში ისეთი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ იტვირთონ თავის თავზე ეს მისია. იმ მამაკაცებს, ვისაც არ სჯერა ქალების წარმატების, ფორმალურად ქმნიან გენდერულ საბჭოებს, საუბრობენ გენდერულ საკითხებზე, ესწრებინ ტრენინგებს გენდერის საკითხებზე და არ სჯერათ ქალების შესაძლებლობების, ჩვენ დავუმტკიცებთ ბევრად მეტს. ვპირდები სიუპრიზებს, როგორც გავაკეთე 2014 წელს, როცა საინიციატივო ჯგუფიდან ვიყარე კენჭი“.

ჩვენს კითხვაზე, აპირებს თუ არა თვითონ იყაროს კენჭი ზუგდიდის მერობაზე, ედიტა კოდუა აცხადებს - მესამე მცირეწლოვანი შვილის გამო, ამჯერად ამისთვის მზად არ არის, თუმცა მომავალში არ გამორიცხავს და ამის მაგალითად იხსენებს 2014 წელს, როცა ადგილობრივ არჩევნებში, მაჟორიტარ დეპუტატად, საინიციატივო ჯგუფიდან იყარა კენჭი.

დეპუტატი ქალების ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მათი საუბარი თითქმის ერთნაირად სრულდება - ქალებს, ისევე, როგორც კაცებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ თავიანთი თემის გადაჭრასა და ზუგდიდის ევროპული ტიპის ქალაქად გადაქცევაში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.