საზოგადოება
პირველი ზუგდიდელი პარლამენტარები [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
100 წლის წინ, 12 მარტს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა. პირველ ქართველ პარლამენტარს შორის ორი ზუგდიდელი, სპირიდონ კედია და ალექსანდრე ჩიქავა იყო. 

ეროვნულ არქივში დაცული ცნობების მიხედვით, პირველი სხდომა დამფუძნებელი კრების უხუცესმა წევრმა სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა. სხდომაზე კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე, ხოლო თავმჯდომარის უფროს ამხანაგად - ალექსანდრე ლომთათიძე, რომელმაც პარლამენტარებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი წარუდგინა. დამფუძნებელი კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს აქტი და მას ხელი მოაწერეს.

დეპუტატების უმეტესობა ბოლშევიკური რეჟიმის რეპრესიებს შეეწირა, მათ შორის ალექსანდრე ჩიქავაც, რომელზეც ისტორიული ცნობებიც თითქმის არ არსებობს. პირველი პარლამენტარის შესახებ მისმა შთამომავლებმა გასულ წელს, „ლაივპრესს“ უამბეს.

ალექსანდრე ჩიქავა

ალექსანდრე ჩიქავა დაიბადა1882 წელს, ზუგდიდის სოფელ შამგონაში. მუშაობდა მასწავლებლად. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სამეგრელოს კომიტეტის წევრი, რისთვისაც მეფის რუსეთის დროს დაპატიმრებული იყო. 1917 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის წევრი გახდა. შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, რის გამოც ბოლშევიკებმა სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად დახვრიტეს.

სპირიდონ კედია

ისტორიული ცნობების მიხედვით, პირველ პარლამენტში პირველი ოპოზიციის ჩამოყალიბებაში სპირიდონ კედია აქტიურად მონაწილობდა. მან რამდენიმე დეპუტატთან ერთად დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნა.

სპირიდონ კედია ზუგდიდში დაიბადა. ისტორიული ცნობების თანახმად, თავდაპირველად სწავლობდა ზუგდიდის ექვსკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის გიმნაზიაში. მან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ყრილობის საბჭოს დახმარებით, უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღო.

1914 წ. სპირიდონ კედია თბილისში ჩამოვიდა. მონაწილეობა მიიღო გაზეთ „საქართველოს" დაარსებაში. მისი ინიციატივით, 1917 წლის მარტში ჩამოყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო კომიტეტი.

სპირიდონ კედია ცოლთან სოფიო ჩიჯავაძესთან ერთად

საქართველოს ოკუპაციის დროს, სპირიდონ კედია ემიგრაციაში არ წასულა. ის აქტიურად ჩაება საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გაასახლეს.

სპირიდონ კედია ბრძოლას ემიგრაციაშიც განაგრძობდა. მისი მიზანი იყო ემიგრაციაში ქართველთა მთლიანობის აღდგენა და ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნა. მან დააარსა ჟურნალი "სამშობლოსათვის", ხოლო 1932 წელს - გაზეთი "საქართველოს გუშაგი". მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად თანამშრომლობდა გერმანიის მიერ შექმნილ ქართულ ეროვნულ კომიტეტში. სპირიდონ კედია ემიგრაციაში, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.