საზოგადოება
ქართული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ აფხაზმა ომის ვეტერანმა ბოდიში მოიხადა
FaceBook Twitter
E-mail Print
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს. თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს. ადრე თუ გვიან ეს მოხდება, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა დაურ კვიცინიამ, "სტუდია რეს" გადაცემაში, მამუკა ყუფარაძესთან სტუმრობისას. მან ისაუბრა თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, საქართველოს პოლიტიკასა და მიდგომებზე აფხაზების მიმართ, მათ შორის პოზიტიურ კონტექსტში. თქვა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოზე ბოლო ექვსი წლის მანძილზე დამოკიდებულება შეიცვალა და მას ბევრი უკვე აღარ აღიქვამს მტრულ სახელმწიფოდ.

მის თამამ განცხადებებს აფხაზების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. საბოლოოდ, დაურ კვიცინიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ბოდიშს უხდის აფხაზებს, განსაკუთრებით შვილმკვდარ დედებს და ამბობს, რომ ქართული მედიისთვის ინტერვიუს მიცემა დიდი შეცდომა იყო.

ომის ვეტერანის თქმით, ის საქართველოში მკურნალობის მიზნით იმყოფება. ამბობს, რომ ბევრი აფხაზისთვის სერვისები, რასაც მათ სთავაზობენ, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ბოლო შესაძლებლობაა. ასეთ სიტუაციაში კი თავადაც აღმოჩნდა. მას მოსწონს ეს პროგრამები და განმარტავს - ისინი კი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით.

"მე არ ვიტყვი, რომ რუსეთში კარგია ან ცუდი, სწორია, ან არასწორია. რუსეთში ხედავენ მხოლოდ ფულს. და ეს არ ვრცელდება აფხაზებზე და ქართველებზე. აქ რუსების მიმართაც იგივე დამოკიდებულებაა. ბევრს არ სჯერა, რომ საქართველოში არის უფასო სასტუმრო, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროგრამები, ოპერაცია. თუმცა საქართველოში ჩამოსულები რწმუნდებიან, რომ ეს მართლაც ასეა, და ეს არ არის რაღაც ზღაპარი. ეს არის ის რეალობა, რაც დღეისთვის გვაქვს", - განაცხადა დაურ კვიცინიამ.

მისივე ცნობით, ექვსი წლის წინ აფხაზების დამოკიდებულება ქართველების მიმართ იყო მკვეთრად ნეგატიური, დღეს კი სიტუაცია შეცვლილია და ბევრი უკვე აღარ ამბობს, რომ ეს მტრული ქვეყანაა, რაც ბევრს ნიშნავს. ომის ვეტერანის განმარტებით, ბუნებრივია არსებობს განსხვავებული, საპირისპირო მოსაზრებებიც, თუმცა უმრავლესობას ესმის საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული ნაბიჯის.

მანვე აღნიშნა, რომ სამედიცინო სერვისს ზოგიერთი აფხაზეთში ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს, თუმცა ნაწილი, მათ შორის პოლიტიკოსები ასე მხოლოდ იმიტომ იქცევიან, რომ ასე უნდა ისაუბრონ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. სინამდვილეში კი შეიძლება საპირისპირო მოსაზრებაც ჰქონდეთ.

"ბევრს თბილი ადგილის დაკარგვა არ უნდა. ზოგს არ ეშინია. თამამად ამბობს", - აღნიშნა მან.

დაურ კვიციანიას განმარტებით, ნებისმიერი ომი მშვიდობით და მოვლენათა გადაფასებით სრულდება. თუმცა დასძენს იმასაც, რომ არაფერი მიეცემა დავიწყებას და ეს ასეც უნდა იყოს.

ომის ვეტერანის აზრით, საქართველო უნდა გახდეს აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორი.

"თუ ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ რუსებს, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ასეთივე მეზობელი უნდა იყოს მეორე მხარესაც, ასევე სტრატეგიული პარტნიორი. ადამიანებს ანგარიში უნდა გავუწიოთ. თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს. თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს. ადრე თუ გვიან ეს მოხდება", - ამბობს დაურ კვიცინია.

ეს ინტერვიუ აფხაზურმა მედიასაშუალება "აფსნი ლაიფმა" გაავრცელა საკუთარ ვებ გვერდზე. მან დაწერა, რომ თავდაპირველად ვიდეო მოქალაქე დავით ჟვანიამ გამოაქვეყნა იუტუბის საკუთარ არხზე, შემდეგ კი მალევე წაიშალა. რაც შეეხება "სტუდია რეს", ინტერნეტგამოცემის თქმით, ის ტელესტუდიის გვერდზე არც დადებულა.

ამავე გამოცემის ცნობით, ინტერვიუს სოციალურ ქსელში აფხაზური საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა. ისინი წერენ, რომ მკურნალობისთვის საქართველოში ჩასვლა გასაგებია, თუმცა მათთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ინტერვიუს მიცემა ქართული გადაცემისთვის.

"ჩვენს ძმებს არ უნდოდათ სიცოცხლე? თუ ისინი ზედმეტნი იყვნენ ჩვენთვის? მე არ შემიძლია ასეთი საქციელი გავამართლო. საწყენია, რომ აფხაზები ასე იქცევიან".

"ძალიან მტკივნეულია აფხაზეთის ომის ვეტერანის ნახვა ქართულ ტელეარხზე. მტკივნეულია იმის მოსმენა, თუ როგორ ფრთხილად არჩევს ის ფრაზებს და სიტყვებს", - განმარტავენ ისინი.

წერს "აფსნი ლაიფი".

"სტუდია რეს" ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე ამბობს, რომ ინტერვიუ დაურ კვიცინიასთან დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაწერა. ის საერთო ახლობლის დახმარებით მოიწვია დიალოგისთვის. მერე იუტუბის დახურული არხით მზა მასალა რესპოდენტს მიაწოდა. მოგვიანებით გამოქვეყნებაზე მისგან თანხმობაც მიიღო. ასე კონფლიქტის თემებზე მუშაობის სპეციფიკიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე მოიმოქმედეს, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასარიდებლად.

ვიწრო წრეში დააანონსა, რომ მალე გაავრცელებდნენ მორიგ საინტერესო ინტერვიუს სოხუმელ ადამიანთან. მასალაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და ბმულიც რამდენიმე ნაცნობს გაუგზავნა ისე, რომ სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია და არც ტელევიზიით გასულა.

"ინტერნეტი ისეთია, უცბად გავრცელდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ნაცნობისგან, რომელმაც მე და დაური დაგვაკავშირა, შემომივიდა ზარი და მთხოვა, თუ იყო შესაძლებელი, ამეღო იუტუბიდან ეს ინტერვიუ, რადგან დაური აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ. მის საზოგადოებაში ეს არ მოეწონათ და იყო მასზე ზემოქმედება.

ფეისბუკზე გამოქვეყნებას ვაპირებდი მას შემდეგ, რაც ქართული ვერსია გავიდოდა ტელევიზიით. ქართული ვერსია უკვე ჩაშვებულია. როცა ეს გავიგე, გავთიშე, ეს იყო გვიან როგოც ჩანს, რადგან რამდენიმე პირმა და მედიამ გადმოწერა და გაავრცელა", - უთხრა მამუკა ყუფარაძემ "ლაივპრესს".

მისი თქმით, ფიქრობდა იმაზეც, რომ მიემართა ცალკეული ზომებისთვისაც, რომ იურიდიულად დაეშალა მათთვის მასალის გავრცელება, თუმცა შემდეგ ნახა დაურ კვიცინიას ბოდიშის ჩანაწერი. ამბობს, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას არ მოელოდა, და რომ რესპოდენტისგან მსგავსი ქმედება ძალიან გაუკვირდა. მამუკა ყუფარაძის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც მსგავს ფორმატში მონაწილეობას თანხმდებიან, როგორც წესი თავად იცავენ თავს, მაგრამ ეს იოლი არ არის.

"სტუდია რეს" ხელმძვანელის ინფორმაციით, ამ ამბავში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩარეულან და დაურ კვიცინიამ ზეწოლა აფხაზური საზოგადოების მხრიდან განიცადა. მისი თქმით, რესპოდენტი სითამამისთვის აფხაზების ნაწილმა შეაქო კიდეც. თუმცა, მამუკა ყუფარაძე ამბობს, რომ როგორც ჩანს დაურ კვიცინიამ რისკები ვერ გათვალა, რადგან შემდეგ ბოდიშის მოხდამ მოუწია.

ომის ვეტერანი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც ახალი ბერკეტები უნდა მოძებნონ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ომის ვეტერანის აზრით, კავკასიელი ხალხი დიდხანს ვერ ივიწყებს წყენას, დაღვრილ სისხლს, თუმცა პატიებაა გზა, რომელიც კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს საერთო ენას აპოვნინებს.
Print E-mail
Twitter
ვიდეო
ზუგდიდში ქართული ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო [ვიდეო]
"ირდას" სახელოსნოში თუ დაახლოებით ერთი წლის წინ
გამხმარი მცენარეები ზგუგდიდის სკვერებსა და ბაღებში [ვიდეო]
ზუგდიდის სკეიტ პარკში, დადიანების ეზოში,
სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი [ვიდეო]
ზუგდიდის ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ხშირად შეხვდებით
სად ერთობიან ზუგდიდში ახალგაზრდები [ვიდეო]
სკეიტ პარკი, დადიანების ეზო და მეგობრის სახლი, - ასეთია
თავისუფლებაში განახლებული ბიზნესი [ვიდეო]
58 წლის ჯონი ჭითანავას ზუგდიდში წარმატებული ბიზნესი აქვს.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.