საზოგადოება
მშვიდობის პრემიის ზუგდიდში დაფუძნება სიმბოლურია - პრემიის ლაურეატი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ვიქნებოდი თუ არა გამარჯვებული, მიჭირდა ამაზე დაფიქრებაც კი. თავს ვგრძნობდი გამარჯვებულად, სიმართლე გითხრათ სხვებთან ერთად. ასე შეხვდა ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული ჟიურის გადაწყვეტილებას, რომელიც ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამოაცხადეს. ამბობს, რომ ემოციებით სავსეა და გაუათმაგდა ძალა მუშაობის გასაგრძელებლად.

"ჩუმად აკეთებ, არ ახმაურებ, შედეგებს ვერ ასაჯაროებ სპეციფიკა აქვს ასეთი და ხანდახან დაცინვის და ირონიის ობიექტიც ხდები, რას აკეთებთ ამისთანასო. ძალიან მიხარია, რომ ასეთ საზეიმო ვითარებაში მოხდა პრიზის გადაცემა, მშვიდობის პრიზის დაფუძნება ყველაზე ევროპულ და მშვიდობიან ქალაქში", - უთხრა ნინო კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, როცა ევროპა ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს, ზუგდიდში მშვიდობის პრემიის დაფუძნება სიმბოლურია.

პრემიის დაფუძნების იდეის ავტორის და სამშვიდობო აქტივისტის, სალომე ადამიას თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დღეს სწორედ ზუგდიდიდან ვსაუბრობთ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე. მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტი უკვე წლებია ასრულებს ერთგვარი მოდერატორის ფუნქციას ოკუპირებული ტერიტორიების და კონფლიქტების დარეგულირების ჭრილში.

"ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალში. კავკასიის რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც წახალისებას და მხარდაჭერას საჭიროებს. ზუგდიდს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, სამშვიდობო რუკაზე იქცეს მკაფდიოდ მონიშნულ ქალაქად, რომელიც ამ იდეების დამცველი იყო და მომავალშიც იქნება", - განმარტა სალომე ადამიამ.

თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა სიმბოლო, რომელიც მშვიდობას დაიცავს, და იტყვის ხმამაღლა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულად დავამარცხოთ ის უსამართლობა, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ მიერ ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი.

"დარწმუნებული ვარ, მავთულხლართები აუცილებლად დაიშლება, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანების წინააღმდეგ, ბუნების კანონის წინააღმდეგ და არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ", - განმარტა მინისტრმა.

მან გამარჯვებულს სიმბოლურად ნატვრის ხის მაგიდის სადგამი გადასცა. უთხრა, რომ საკუთარი სურვილი ამ ხეს უკვე შეაბა - საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება, დანარჩენი კი თავად ჩაუთქვას.


მინისტრისვე სიტყვებით, მნიშვნელოვანია სწორედ ზუგდიდიდან ბერტა ფონ ზუტნერის სიტყვების გამეორება - "ძირს იარაღი", რადგან აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ოკუპაცია გრძელდება, აკავებენ ადამიანებს, უამრავ მოქალაქეს კი საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვს.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და ქართული სახელმწიფოს პოზიცია ამ პროცესში, პრემიაზე ნომინირებულ ადამიანებთან და სხვა აქტივისტებთან ერთად, იქნება შეუქცევადი.

ბერტა ფონ ზუტნერის პრემია ყოველწლიური გახდება. წელს პრემიაზე სულ შვიდი კანდიდატი იყო წარდგენილი, მათ შორის ორი ზუგდიდიდან.

ღონისძიება ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

პრემიის დაარსების იდეა ზუგდიდელ სალომე ადამიას ეკუთვნის. ის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი და მშვიდობის აქტივისტია. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოიფიქრა პრემიის დაარსება, მშვიდობის მშენებლობის პროცესის მონაწილე ადამიანების შრომის დაფასებაა. საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.