საზოგადოება
ზუგდიდის მერობის ნაცნობი და უცნობი კანდიდატები [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერობისთვის 19 მაისს 15 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის 12 პარტიის წარდგენილია, ხოლო 3 დამოუკიდებელი კანდიდატი. მოქალაქეებთან აქტიური შეხვედრები მხოლოდ სამ კანდიდატს აქვს - სანდრა რულოვსს, გიორგი შენგელიას და თენგიზ ჯგუშიას.

სანდრა-ელისაბედ რულოვსი, 51 წლის

- ენათმეცნიერი.

- გაერთიანებული ოპოზიცა "ძალა ევროპაშია".

- ყოფილი პირველი ლედი. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში. დააფუძნა ფონდი "სოკო" და რადიო "მუზა".

- კენჭს იყრიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად 2016 წელს. პირველ ტურში ხმათა 46,18% მიიღო. მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია. თქვა, რომ პირველ ტურში ხმები "მოპარეს".

- ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში "ზუგდიდი იქნება პატიოსნების პატარა კუნძული საქართველოში".

გიორგი შენგელია, 38 წლის

- ფინანსისტი.

- პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". 

- მუშაობდა საბანკო სექტორში. იყო თიბისი ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერი.

- 2018 წლიდან ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის პირველი მოადგილეა.

- ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იქნება "ყველას მერი".

გოგიტა ბიგვავა, 39 წლის

- ისტორიკოსი.

- პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".

- სურდა დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო, მაგრამ გადაიფიქრა "საჭირო ფინანსების არქონის გამო".

- 2012 წელს კენჭს იყრიდა "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობიდან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მოგვიანებით, 2014 წელს "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი იყო. 2017 წელს იბრძოდა ზუგდიდის მერობისთვის "პატრიოტთა ალიანსიდან".

- ამბობს, რომ "მერი კარგ მენეჯერთან ერთად, უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრების მქონე".

ალექსი ნონიაძე, 42 წლის

- ინჟინერიის დოქტორი.

- პარტია პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" (გარეთიანებულ ოპოზიციაში შემავალი).

- 2016 წელს პარტიიდან პაატა ბურჭულაძე "სახელმწიფო ხალხისთვის" თეთრიწყაროს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

- ამბობს, რომ "გაერთიანებული ოპოზიციის ფუნქციები და ამოცანები ემთხვევა მისი პარტიის ფუნქციებს და ამოცანებს".

ლიკა ბუკია, 33 წლის

- ინგლისური ენის სპეციალისტი.

- პარტია "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის".

- მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და ლიბერთი ბანკში.

- გვითხრა, რომ პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელსაც "უცხოელებთან ურთიერთობით და ტურიზმით უფრო შევძლებთ".

პაატა პირტახია, 39 წლის

- სტუდენტი.

- სწავლობს უკრაინის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენჯმენტს.

- პარტია "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზას".

- უმუშავია საქართველოს ფოსტაში. 2014 წელს იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი.

- ამბობს, რომ "ერთი კლანი მეორეს ებრძვის, რამაც გადააწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობა".

თენგიზ ჯგუშია, 50 წლის

- მაკროეკონომისტი.

- დამოუკიდებელი კანდიდატი.

- 1999 წელს, ზუგდიდის მაჟორიტარი გახდა ბლოკიდან "საქართველოს აღორძინება". პარლამენტში შესვლის შემდეგ კი პარტია დატოვა. იყო ფრაქციის "მაჟორიტარები - საქართველოს რეგიონები" წევრი. 2017 წელს პარტია "თავისუფალი საქართველოდან" იყრიდა კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გლდანის მაჟორიტარად.

- ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში არ იქნება "კაბინეტში გამოკეტილი" და იქნება "მერი გამოძახებით".

დომენტი სიჭინავა, 53 წლის

- დაიბადა რუსეთის ფედერაციაში.

- დამოუკიდებელი კანდიდატი.

- დაამთავრა ხარკოვის რადიო-ელექტრონიკის ინსტიტუტი. 1995-2005 წლებში იყო მოსკოვის ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თაეატრის გენერალური დირექტორი.

- დაარსა საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის "ბაია". 2009-2015 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

- 2017 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა დამარცხდა.

- მისი სიტყვებით: "ზუგდიდელების მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ მსოფლიოს დედაქალაქად ვაქციოთ ზუგდიდი".

დავით თორდია, 56 წლის

- თეოლოგი.

- დამოუკიდებელი კანდიდატი.

- სამეცნიერო კვლევითი ცენტრის - "ახალი სიტყვის" პრეზიდენტი. საკუთარ თავზე ყვება, რომ აქვს სამეცნიერო ნაშრომები და 27 წელია სწავლობს რეგიონის პრობლემებს.

- "მიძინებული ერის გამოღვიძების" მიზნით 2018 წელს მესტიიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობის აქცია მოაწყო. დავით თორდიას ეცვა მაისური წარწერით - "იბერიის გაბრწყინებისთვის".

- მერობის შემთხვევაში აპირებს შეცვალოს "ხალხის მსოფლმხედველობა".

ნანი ხუციძე, 53 წლის

- პარტია "ქრისტიან-კონსერვატორებიდან".

- ბიოგრაფიული მონაცემების და ფოტოს მოწოდებაზე უარს ამბობს. მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა.

- ამბობს, რომ ზუგდიდის მერად კენჭისყრა გადაწყვიტა, რათა მუნიციპალიტეტი უკეთესი გახადოს. უფრო კონკრეტულად საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ დაგველაპარაკა.

შავლეგ თოდუა, 40 წლის

- სამართალმცოდნე.

- პარტია "საქართველოს პარტიოტთა ალიანსი".

- 2000-2002 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში. 2005-2006 წლებში კი შსს-ს განასკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. არის თადარიგის მაიორი.

- ამბობს, რომ "ტყუილმა და უსამართლობამ გადააწყვეტინა მერად კენჭისყრა".

სოფიო კანდელაკი 31 წლის

- ჟურნალისტი.

- პარტია "თავისუფალი საქართველო".

- მუშაობდა სხვადასხვა ინტერნეტგამოცემაში.

- მის ტელეფონს ქმარი, პარტია "თავისუფლი საქართველოს" წარმომადგენელი პასუხობს. ამბობს, რომ მათი მიზანია რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება.

მამუკა გერმანიშვილი 52 წლის

- პარტია "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის".

- სატელეფონო კომენტარს მოუცლელობის მიზეზით ვერ აკეთებს.

- 2016 წელს მამუკა გერმანიშვილმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 4996 ლარი შეწირა.

გიორგი ჩიაშვილი, 32 წლის

- "ეროვნულ დემოკრატიული პარტია". გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტია.

- ჩიაშვილმა 2019 წელს 2500 ლარი შესწირა "ნაციონალურ მოძრაობას, 2018 წელს კი ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას 500 ლარი. ამავე წელს მან ედპ-ს 1800 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაუკეთე. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მალხაზ ლეჟავა, 42 წლის

- პარტია "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".

- მას საოლქო საარჩევნო კომისიაში მითითებული ნომერი გამორთული აქვს. მერობის კანდიდატის შესახებ ცნობები არ მოიპოვება ინტერნეტში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.