საზოგადოება
30-50 წელიწადში მეგრულად მოლაპარაკე არავინ დარჩება - ზუგდიდში ენის დღე აღნიშნეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მოქალაქეთა ნაწილმა მეგრული ენის დღე მეშვიდედ აღნიშნა. მათ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ამ ენას გაქრობა ემუქრება, და რომ მისი დაცვა-შენარჩუნებაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს. შეკრებილებმა იმღერეს მეგრული სიმღერები და ამ ენაზე ლექსები წაიკითხეს. სიტყვით გამომსვლელების სასაუბრო ენაც ძირითადად მეგრული იყო.

ორგანიზაცია "სამეგრელოს" ხელმძღვანელ ზურაბ კვარაცხელიას თქმით, მხოლოდ ენთუზიასტების დონეზე პრობლემა ვერ მოგვარდება, მეგრულს ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება. ამბობს, რომ საჭიროა ზრუნვის ინსტრუმენტად  კანონის და სხვა მექანიზმების ამოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტავს - 30-50 წელიწადში ამ ენაზე მოლაპარაკე არავინ დარჩება.

"არ გამოვრიცხავ, რომ გამოჩნდნენ ისეთი ძალები, რომლებიც ერთ მშვენიერ თუ უბედურ დღეს გვეტყვიან, თქვენი ზომიერი მიდგომა უშედეგოა და საჭიროა ამ საკითხის უფრო რადიკალიზაცია. შესაძლოა დღესაც არსებობენ ასეთი ადამიანები, მაგრამ ისინი დღეს არ წარმოადგენენ რეალურ, ავტორიტეტულ ძალას, რომ მათ ხალხის აყოლიება შეძლონ", - აღნიშნა ზურაბ კვარაცხელიამ.

შესაძლოა თუ არა ამ პირების უკან რუსეთი იდგეს, მისი განცხადებით, მუდმივად თითის ჩრდილოელი მეზობლისკენ გაშვერა დიდი შეცდომაა, რადგან მოსკოვს დღეს საკუთარი პრობლემები აქვს და მეგრული ენის სათავისოდ გამოყენება არ ადარდებს. პირიქით, ამბობს - ეს რომ სდომოდა, საუკუნეების განმავლობაში მოახერხებდა კიდეც. "სამეგრელოს" ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა მსგავსი რადიკალური ძალები სულ სხვა სახელმწიფოების მხრიდან იყვნენ წახალისებულები.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, მათ შორის, აღნიშნა, რომ შესაძლოა იური ღვინჯილიაც იყოს, რომელიც წლებია უკვე სამეგრელოს დამოუკიდებლობას ითხოვს და მეგრულის რეგიონულ ენად გამოცხადებას. ზურაბ კვარაცხელიას თქმით, საზოგადოების იური ღვინჯილიზაცია და ტარიელ ფუტკარაზაცია თანაბრად მავნეა სახელმწიფოსთვის.

შეხვედრას გაზეთ "ილორის" რდაქტორი ეკა ნასყიდაშვილიც ესწრებოდა, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის თბილისიდან ჩამოვიდა. ისიც აუდიტორიის მსგავსად ფიქრობს, რომ მეგრულს დაცვა სჭირდება. მისი თქმით, ამ ენაზე თავადაც კარგად საუბრობს, თუმცა ბოლო წლებში ამჩნევს, რომ სალაპარაკოდ ისე აქტიურად აღარ იყენებენ, როგორც ადრე. გაზეთის რედაქტორის განმარტებით, "ილორში" არის ორი ასეთი გვერდი - "ბჭარათ დო ვრაგადუათ ნანაშ ნინაშა".

"ლაივპრესის" კითხვის პასუხად, რომ საზოგადოების ნაწილი გაზეთს ანტიქართულ და სეპარატისტული იდეების გამხმოვანებლად მიიჩნევს, ეკა ნასყიდაშვილი ამბობს:

"როგორ გეკადრებათ. როგორ შეიძლება ეს გაზეთი იყოს ანტიქართული.,და ამ გაზეთთან თანამშრომლობდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ სხედან? ეს არის ნამდვილად ქართული გაზეთი. აქ არაფერი წერია ისეთი, რამაც შეიძლება სახელმწიფოს ავნოს. არაჩვეულებრივი, უწყინარი გაზეთია. იწერება, თუ რა სტკივა მეგრელ ხალხს, რა უხარია. მარტო ეს არა - სრულიად საქართველოს ინფორმაცია იყრის თავს", - აღნიშნა "ილორის" რედაქტორმა.

შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოვიდა წალენჯიხელი ენათმეცნიერი კუკური ფიფია, რომელიც ამტკიცებს, რომ გრაკლიანის წარწერა გაშიფრა და აქ მეგრული სიტყვებია დატანილი. მისი თქმით, ეს ენა მხოლოდ საქართველოს კი არა, მსოფლიოს საგანძურია, ამიტომ, თუ მეგრული გაქრა, ამით მთელი კაცობრიობა იზარალებს. ასე რომ არ მოხდეს, განმარტავს - მეგრულის საფუძვლები მაინც უნდა შემოიღონ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რათა საქართველოში მცხოვრებთა ყურს ის უცხოდ არ ხვდებოდეს.

შეკრებილთა თქმით, ისინი ყველა ხელისუფლებას მოსთხოვენ და შეახსენებენ მეგრულ ენაზე ზრუნვის აუცილებლობას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.