ლენინის და სტალინის შემდეგ, ზუგდიდის მთავარ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატს დადგამენ
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, სადაც დღეს ჯვარია აღმართული,
ღვთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის დადგმა სურთ. ინიციატივა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ეკუთვნის. ეპისკოპოსის მდივნის,
მამა დიმიტრი ვეკუას თქმით, ეს ადგილი იმიტომ შეარჩიეს, რომ
თვალსაჩინოა, და როცა სტუმარი ქალაქში შემოდის, სწორად აღიქვას და
გაიაზროს, თუ როგორ ქრისტიანულ-კულტურულ სივრცეში იმყოფება. მისი
თქმით, ესკიზი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, პირობითია და
მასშტაბი სავარაუდოდ გაიზრდება.

ეპარქიის მდივნის განმარტებით, მოზაიკური ხატის დადგმა სიმბოლურიცაა, რადგან დადიანების მუზეუმი ღვთისმშობლის კვართს ინახავს. მამა დიმიტრი დარწმუნებულია, რომ ეს ერთგვარად რელიგიური ტურიზმის გააქტიურებასაც შეუწყობს ხელს, რისი პოტენციალიც ქალაქს აქვს.

"ჩვენი ქალაქი ხომ უდიდეს სიწმინდეს ინახავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსან სამოსელს. ეს იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ხატი, რომელიც უნდა დაიდგას. როცა სტუმარი შემოდის ქალაქში, მან უნდა აღიქვას, რა ქრისტიანულ-კულტურულ სივრცეში იმყოფება და გაიაზროს", - უთხრა ეპარქიის მდივანმა "ლაივპრესს".

მისივე თქმით, თუკი მოქალაქეებს ექნებათ საკითხის განხილვის სურვილი, ისინი პროცესში ჩაერთვებიან და ეს საჯაროდ მოხდება.
იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის დადგმა სურთ, ბოლოს ჯვარი იყო აღმართული. თუმცა მანამდე აქ ერთმანეთის მონაცვლეობით ლენინის და სტალინის ძეგლები იდგა. ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა, რომელიც ძველი ზუგდიდის ფოტოსურათებს ინახავს, ამბობს, რომ 1946 წლამდე მთავარ მოედანზე ლენინის ძეგლი იდგა, თუმცა შემდეგ მისი დემონტაჟი მოხდა და სამაგიეროდ სტალინის ძეგლი დადგეს უკვე მაღალ კვარცხლბეკზე. თენგიზ შანავას ინფორმაციით, მსგავსი სიდიდის ძეგლები საქართველოში მხოლოდ სამი იყო - თბილისში, გორსა და ზუგდიდში. მისივე ცნობით, სტალინის ძეგლი და კვარცხლბეკი მოგვიანებით, 1960-იანი წლების დასაწყისში დაანგრიეს და დარჩა მხოლოდ ტრიბუნა, სადაც მოზაიკური ხატის დადგმა იგეგმება.
"მაშინ ბავშვი ვიყავი, როცა სტალინის ძეგლს ანგრევდნენ. მონაყოლით ვიცი: ერთ მოქალაქეს, თავდადებულ სტალინელს მუშებისთვის ქვა უსროლია. ძირითადად დემონტაჟზე ღამით მუშაობდნენ. ძეგლი ერთ დღეში ჩამოიღეს. კვრაცხლბეკს კი თურმე რამდენიმე დღე ანგრევდნენ", - გვითხრა თენგიზ შანავამ, რომელმაც საკუთარ ფოტოარქივში დაცული მასალები მოგვცა.

კომუნისტებისგან შემორჩენილ ტრიბუნას, დღემდე აქვს საბჭოთა საქართველოს სიმბოლიკიანი გერბი. ეს არის შვიდქიმიანი ვარსკვლავი ნამგალი და უროთი, ყურძნის და ხორბლის თავთავების გამოსახულებით. ძეგლი 90-იანი წლების დასაწყისამდე დადიანების ეზოს სიახლოვეს ინახებოდა.

საბოლოოდ როგორი იქნება ღვთისმშობლის მოზაიკური ხატი, ჯერ ეპარქიაში არ იციან. ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ მაკეტის დადგმას რაიმე ნებართვა არ სჭირდება, თუმცა ქალაქის სივრცითი მოწყობაც უნდა გაითვალისწინონ, მით უფრო, როცა საქმე ცენტრალურ ადგილს ეხება, რომელსაც ზუგდიდში შემომსვლელი ყველა სტუმარი დაინახავს.
"უნდა მოხდეს ჯვრის ჩანაცვლება. მასშტაბში უნდა ჩაჯდეს ქალაქის. ქალაქის შემოსასვლელია ეს. ყველა დეტალს შეთანხმებით შევიმუშავებთ. ჯერ არის იდეის დონეზე", - უთხრა "ლაივპრესს" არქიტექტურის განყოფილების უფროსმა კობა მორგოშიამ.