საზოგადოება
ცხოვრება დევნილობაში [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ძველი, ორსართულიანი შენობის ეზოში მოხუცი ქალი ბოსტანს თოხნის. იქვე, სკამზე ახალგაზრდა კაცი თავისთვის გაყუჩებულა. ფანჯრებიდან გაკიდულ თოკზე ბავშვის ტანსაცმლებია გაფენილი. პატარების ხმა სიცოცხლის ნიშანწყალივით ედება გარემოს, სადაც დრო ჯერ კიდევ 25 წლის წინ გაიყინა.

ფაიფურის დასახლებაში, ყოფილი სტამბის შენობაში ოცამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ვარსებობთ უბრალოდ. ცხოვრება სხვა რამეაო, მითხრეს. დევნილობამდელი სხივი ჩაუდგათ წამიერად თვალებში. ჩაბნელებულ, ნესტიან, ჩამონგრეულ დერეფნებს წვიმის კვალი ახლაც ატყვია. კედლებს შმორის სუნი აქვს. კიბეები ალაგ-ალაგ მორღვეულია, რომელზეც პატარები მოხერხებულად ადი-ჩამოდიან. წყალი მხოლოდ პირველ სართულზე, ერთადერთი ონკანიდან მოდის.

47 წლის მაია ცაცუას მომავალზე საუბარი უჭირს. მისთვის თითქმის არაფერი შეცვლილა. აქ ისევ ისეა ყველაფერი, როგორც აფხაზეთიდან გადმოსვლის პირველივე დღეს. უკეთესის მოლოდინიც უსაშველოდ გაიწელა. იმედი აქვს, რომ მშენებარე კორპუსებში ერთი საცხოვრებელი მათაც ერგებათ.

მაიას მეზობელი ნანა, წელიწადზე მეტია ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. ის გალიდან დევნილის ცოლია. მათ წლების წინ ზუგდიდში გაიცნეს ერთმანეთი და იქორწინეს. მანამდე საცხოვრებელი ადგილი არაერთხელ გამოიცვალეს. საბოლოოდ კი აქ დამკვიდრდნენ.

"ბავშვები იზრდებიან. მათ ბავშვობა დაკარგული აქვთ. წვალებაში იზრდებიან. რა ექნებათ გასახსენებლად?!", - გულდაწყვეტით ამბობს ნანა შონია.

ყოფილი სტამბის შენობიდან ოჯახების ნაწილი უკვე გაასახლეს. სხვები ისევ ლოდინის და მთავრობის დაპირებების იმედად რჩებიან.

ერთ ქალაქში ორი პარარელური რეალობა გვაქვს საერთო პრობლემებით, თუმცა ინტეგრირებისთვის გარემო ბევრად ჯანსაღია, ფერადი, ბავშვთა გასართობი სივრცით ეზოში.

ბელა შერვაშიძე ცხრა წლის იყო, აფხაზეთი როცა დატოვა. ბევრი არაფერი ახსოვს. მისთვის სამყაროს ხელახლა აღქმა ხობის სოფელ თორსა-დღვაბადან იწყება, სადაც ომის შემდეგ დასახლდნენ. უცნობმა კაცმა სახლი ათხოვა და შვიდი წელი დაჰყვეს. სხვა კეთილმა მეზობლებმა მიწა მისცეს დროებით. პატარა სახლი ააშენეს. დევნილობის 25 წელი, სირთულეების მიუხედავად, ახალგაზრდა, უკვე სამი შვილის დედისთვის, ამ მხარდაჭერის და თანადგომის გამო, სიმძიმესთან ერთად, ტკბილ მოგონებებსაც ინახავს. მამა შეშას ჭრიდა, ყანა მოჰყავდა და ოჯახს საჭმელი არ მოჰკლებია. ორი წლის წინ მათთვის ცხოვრება ისევ თავიდან დაიწყო. დაბრუნების იმედი არა, მაგრამ ახალ რეალობაში უკეთესის მოლოდინი აქვს.

სოხუმის დაცემის დღეს დატოვა სოფელი ჭუბურხინჯი ჯამბულ ძანძავამ, რომელიც დღეს მრავალბინიანი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა. ცუდი დღეები გამოვიარეთო, ამბობს. დევნილობაში მისამართი რამდენჯერმე შეიცვალა. ჯერ სოფელ რუხში ნათესავებთან დაჰყო წელიწად-ნახევარი, შემდეგ ამავე სოფელში წლების განმავლობაში სახლს ქირაობდნენ. ახლა საკუთარი ბინა აქვს. თუმცა, აფხაზეთში დაბრუნების სანაცვლოდ მას დაუფიქრებლად დათმობდა.

ადრე უფრო, დღეს კი დაბრუნება ნაკლებად ეიმედებათ. ჩემოდნები, რომლებიც დევნილობის პირველ წლებში ამოულაგებლად ეწყო ბევრს, თუკი რამის გადმოტანა მოასწრეს, დაცლილია. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ზუგდიდში ფეხი მყარად მოიკიდონ, და რაც მოხდა ქვეყანაში, აღარ განმეორდეს.

დღეს მსოფლიო დევნილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა საქართველოში 300 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ გადაულახავ
ბარიერებს უქმნის არაადაპტირებული გარემო
00:00 / 30.08.2019
ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ გადაულახავ ბარიერებს უქმნის არაადაპტირებული გარემო
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ
რეგიონში,
14:01 / 24.08.2019
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში,
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.