ვისთვისაა ღია ენგურის ხიდი [ვიდეო]
დილიდან ენგურის ხიდი თითქმის ცარიელია. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო
ხელისუფლებამ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა შეზღუდა,
ცენტრალურ ხიდზე მხოლოდ ის მოქალაქეები გადაადგილდებიან, ვისაც
თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
სჭირდება და ამის დამადასტურებელი ცნობა აქვს.
გალში ან სოხუმში გაცემულ ცნობასთან ერთად, მოქალაქემ ე.წ. მესაზღვრეს, ასევე უნდა წარადგინოს "აფხაზური პასპორტი", ან "ბინადრობის მოწმობა", ან კიდევ "ფორმა #9".
სოხუმის განცხადება, რომ თითქოს ხიდზე მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტა, არ დადასტურდა. ჯერჯერობით ზუგდიდიდან აფხაზეთში გადაადგილება თავისუფალია.
„ლაივპრესს“ ენგურის ხიდზე გალელებმა უთხრეს, რომ ცალმხრივი შეზღუდვა დროებითია და გადაადგილება სავარაუდოდ ორმხრივად აიკრძალება.

გამონაკლისის სახით, საოკუპაციო ხაზის კვეთა არ აუკრძალავთ "ენგურჰესის" თანამშრომლებისთვის.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 27 ივნისის ღამეს ენგურის ხიდი ჩაიკეტა. სოხუმის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში იმართება "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციები, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.

უფრო ადრე, ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა მიმართა.
მომხდარს გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მისი თქმით, გადაწყვეტილება ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.
მათივე ინფორმაციით, ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანის ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ამ უკანონო შეზღუდვით.
მისივე სიტყვებით, მუშაობენ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას.
დე ფაქტო ხელისუფლებას ენგურის ხიდი მიმდინარე წლის თებერვალში, 25 დღით ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჰქონდა ჩაკეტილი.
გალელები მაშინ ყვებოდნენ, რომ გარდა ეკონომიკური ზიანისა, ხელი შეეშალათ სტუდენტებს და მოსწავლეებს, რომლებიც განათლებას დანარჩენ საქართველოში იღებენ, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო სერვისის მისაღებად ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა.