იდლიანი - თემი, სადაც საშუალო განათლება ერთეულების ხვედრია [ვიდეო]
მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემის მცხოვრებს
2016 წლის შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ უსწავლია. 150 კომლიან სოფელში, სადაც მეტწილად
მრავალშვილიანი ოჯახები ცხოვრობენ, საშუალო განათლებასაც კი ერთეულები
იღებენ.
თემის ორსართულიანი, ისიც სარემონტო სკოლა, მხოლოდ 9-წლიანია. მეათე კლასიდან მოსწავლეებს მეზობელი სოფლის, ხაიშის სკოლაში უწევთ სიარული. მოზარდებს ავტობუსი ემსახურება, თუმცა გზაში ერთ საათზე მეტი დრო სჭირდებათ, რაც განსაკუთრებული პრობლემაა მკაცრი ზამთრის შემთხვევაში. ცუდი გზების პირობებში, ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია.

სკოლას სულ 15 მასწავლებელი ჰყავდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, საპენსიო ასაკის გამო შვიდმა სამსახური დატოვა. სკოლამ კი მათი ახალი მასწავლებელი ვერ იპოვა. სკოლაში ახლა 67 მოსწავლე სწავლობს. იდლიანელებმა გვითხრეს, რომ მათი ნახევარი შესაძლოა საშუალო განათლების გარეშე დარჩეს. თემი სკოლის რემონტს და 12-წლიანი სწავლების დაწყებას ითხოვს.

პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთო მერის წარმომადგენელი ბეჟან ჭკადუა. განათლების ხელმისაწვდომობის საფრთხე მის შვილებსაც ემუქრება. ბეჯან ჭკადუამ გვითხრა, რომ ჯერჯერობით აქვთ თანხმობა, რომ 2020 წლის ბიუჯეტით სკოლის რემონტი მოხდება. საკითხს სწავლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისიც.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მსგავსი პრობლემა არაერთ მაღალმთიან სოფელს აქვს და განათლების რეფორმის ფარგლებში პრობლემის მოსაგვარებლად დაწყებულია კომპლექსური მუშაობა.

„ეს არ გულისხმობს მარტო იმას, რომ განათლების სამინისტრომ დაამატოს შემდეგი საფეხური სკოლას და ასე გადაჭრას პრობლემა. ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურის, იგივე მასწავლებლების მივლენას, ინტერნეტის პრობლემის მოგვარებას და ა.შ.“, - გვითხრეს სამინისტროში.
კონკრეტული ვადა, როდის შეიძლება იყო სამოქმედო გეგმა, სამინისტროში ვერ ამბობენ. იდლიანელ მოზარდებს კი სრული საშუალო განათლების დაწყება და დასაქმება უნდათ.
იდლიანელი ოჯახების შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა. მანამდე ახალგაზრდები ხე-ტყის მოპოვებაზე მუშაობდნენ, თუმცა აკრძალვისა და კონტროლის გამკაცრების შემდეგ, უმუშევრად დარჩნენ. მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გამოსავალი - თემის დატოვება ან ნაადრევი ქორწინებაა.