საზოგადოება
აფხაზური გვარი მეტი უფლებებისთვის?
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს აფხაზური გვარის მიიღების შემთხვევაში სოხუმი ე.წ. მოქალაქეობას და ახალ პასპორტს სთავაზობს. დე ფაქტო ხელისუფლება ამ პროცესს მეგრელებისთვის ძირძველი აფხაზური გვარების დაბრუნებას უწოდებს.

„ლაივპრესის“ გალელი რესპონდენტი ამბობს, რომ მოქალაქეთა ნაწილი აფხაზური გვარის მიღებას თანხმდება. მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტის მიღებაა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებისთვის საკუთარი უფლებების გაზრდის და დაცულობის გარანტია.

გალის მცხოვრები „ლაივპრესთან“ სატელოფონო საუბარში ყვება, რომ ასეთი შეთავაზება მანაც მიიღო:

„შემომთავაზეს ჩემი გვარის ემხვარად გადაკეთება. ვუთხარი, არ გავაკეთებ იმას, რაც არ შეშვენის ჩემს შთამომავლობას. მე ამას არასდროს გავაკეთებ, მაგრამ არის კატეგორია, რომლებმაც გააკეთეს ასეთი რამ და ასეთი არაერთია. პასპორტს მიიღებენ, სადაც წერია ეროვნება აფხაზი, და ამით ერთი ნაბიჯით წინ არიან მათი აზრით. თუ აფხაზი ხარ, უფრო მეტი გავლენა გაქვს, უფრო მეტი ფასი გაქვს და ამიტომაც აკეთებენ ამას“, - აცხადებს გალში მცხოვრები რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

გალში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „მურზაყანელი აფხაზების საბჭოს“ ინფორმაციით, 400-ზე მეტ გალელს შესაძლებლობა მიეცა დაებრუნებინა აფხაზური გვარი.

გამოცემა „აფხაზია ინფორმი“ ე.წ. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ედიშერ ზუხბაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორგანიზაციის დაარსებიდან ხუთ წელიწადში, საბჭოს აფხაზური გვარების დასაბრუნებლად მიმართა 900-მდე ადამიანმა. ზუხბას განცხადებითვე, საბჭო დაინტერესებულია „აფხაზეთის შიდა ცხოვრებაში გალის რაიონის მცხოვრებთა უსწრაფესი ინტეგრაციით და აფხაზური გვარების აღდგენით“.

აფხაზური წარმომავლობის გვარებს შორის დასახელებულია ანჩაბაძე, აძინბაია, აქიშბაია, ბუთბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, კაკუბავა, ეზუგბაია, ყოლბაია და კიდევ ათზე მეტი გვარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბილიკის მთავრობის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ აფხაზების მხრიდან ასეთი თემების წინ წამოწევა არახალია. სოხუმის მკვიდრის სიტყვებით, გვარების წარმომავლობის საკითხი აქტუალური იყო აფხაზეთის ომამდეც.

„ყოველთვის იყო დავა გვარებზე - ზუხბაია, ბუთბაია, ქეცბაია. სხვათა შორის, ყოლბაია მაშინ ნაკლებად იყო მოხსენიებული. აფხაზები თვლიდნენ, რომ ეს აფხაზური გვარია, ქართველები თვლიდნენ და აბსოლუტურად დასაბუთებულად, რომ ქართული გვარებია. მე არ გამოვდგები ამ საკითხში დიდ ექსპერტად, მაგრამ ბაია არის ქართულად შვილი და ბაია რასაც ურევია, არ შეიძლება იყოს აფხაზური გვარი“, - განუცხადა ვახტანგ ყოლბაიამ „ლაივპრესს“.

მისი სიტყვებით, წლების განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა აფხაზეთში მცხოვრები ქართველები გვარს იცვლიდნენ, რადგან აფხაზებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. მაგალითად, არ მიჰყავდათ ჯარში და მარტივად ახერხებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში მოწყობას.

იგივე ისტორიულ ფაქტებს იხსენებს გაგრელი ოთარ აძიმბაია, რომელიც ამჟამად ფოთში სკოლის დირექტორია და პარალელურად ქართულ ენასაც ასწავლის. იცის, რომ მისი გვარი აფხაზური წარმომავლობისაა, მაგრამ შეცვლა არასდროს უფიქრია.

აფხაზური ენის კარგად მცოდნეს აქტიური ურთიერთობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მეგობრებთან და ნათესავებთან. მიაჩნია, რომ გვარის წარმომავლობა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საქართველოს მცხოვრებლები ვართ.

„მე პირადად აძიმბაია ვარ. ჩემი ძირი რა თქმა უნდა არის აფხაზური წარმოშობის. ასეთი ადამიანი გალის რაიონში 15-ათასამდე ცხოვრობდა - ტვანბაია, ხინთბაია, ეზუგბაია, ზვანბაია, თარბაია, მიქელბაია, ყოლბაია და უამრავი სხვა. არის თითო-ოროლა შემთხვევა, როცა ადამიანმა მოაშორა გვარს-ია დაბოლოება და აფხაზი გახდა. აფხაზებს უნდათ, რომ ეს მასიური იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. იმ პერიოდში, როცა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ჭირდა, აფხაზად ეწერებოდა მეგრელი კაცი და თამამად ჯდებოდა ფაკულტეტზე, სადაც რუსულად იყო სწავლება. აფხაზები ასეთ ადამიანს პატივს სცემდნენ, რადგან რიცხობრივად იყვნენ ცოტა და მათი გაზრდა მნიშვნელოვანი იყო. იგივეა დღეს“, - თქვა ოთარ აძიმბაიამ.

მისი თქმით, აფხაზებმა უკვე კარგად დაინახეს პრობლემა, რომ აფხაზეთში უმცირესობაში არიან და რეგიონში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მკვიდრდებიან, მათ შორის რუსები. აძიმბაიას განმარტებით, ასეთ ვითარებაში მათ ურჩევნიათ, მონათესავე მეგრელებმა მიიღონ აფხაზური გვარები და ასე გაზარდონ აფხაზების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.