საზოგადოება
სტუმრად მიურატებთან [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას უზარმაზარ მწვანე მინდორზე, უძველესი სახლის ფონზე მოსიარულე ბატებს და ცხვრებს შენიშნავთ. ირგვლივ არსებულ სიჩუმესაც მხოლოდ მათი ხმები არღვევს.

შორიდან მამაკაცის სილუეტი მოჩანს.

შემოდიით, შემოდით, - ფრანგული აქცენტით ქართულად გვეძახის სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შთამომავალი, ალენ მიურატი. 75 წლის ალენი მეოთხე წელია მეუღლესთან, ვერონიკა დე შაბოსთან ერთად ცხოვრობს ამ დიდ სახლში. ცდილობენ რეზიდენციას ისტორიული სახე აღუდგინონ და ტურისტებისთვის საინტერესო გახადონ.

რკინის ჭიშკრის გაღებისთანავე დამსვენებელი დადიანების ისტორიას ნელ-ნელა ეცნობა. ამბავს ხეებზე დაკიდული ფოტოები ყვებიან.

ღია ცის ქვეშ მოწყობილი ფოტოგამოფენის პარალელურად მნახველის ყურადღებას, ულამაზესი ხედები იპყრობს.

გასაკვირი არ არის, რომ დადიანებმა რეზიდენცია სოფლის გამორჩეულ ადგილზე მოიწყვეს -მთის შემაღლებულ ნაწილზე, საიდანაც სამეგრელოსათან ერთად აფხაზეთიც მოჩანს.

ალენ მიურატი სახლში მარტო დაგვხვდა, ვერონიკა დედოფალი, როგორც თავად უწოდებს, ფრანგი სტუმრების შესახვედრად ქუთაისის აეროპორტში წავიდა. სახლში სამზადისი იგრძნობა - დამხმარე ქალბატონი ოთახებს ასუფთავებს.

როგორც მასპინძელი გვიყვება, დასასვენებლად გაემგზავრა მისი შვილი, მატილდა მიურატიც, რომელმაც ოჯახი საქართველოში შექმნა და ხუთი შვილი გააჩინა.

ალენ მიურატთან ერთად ძაღლებიც გვეგებებიან - პატარა ფინია ბუბული და სამი თვის ნაგაზი ხატატა. მათ სახელებს მასპინძელი განსაკუთრებული სიყვარულით გვამცნობს. ისმის ფრანგული მუსიკაც.

ისტორიულ შენობაში შესვლისთანავე სხვა სამყაროში ვხვდებით - მისაღები ოთახი სამეფო დარბაზს გავს, ასეთივე დიდებულება დაჰკრავს საძინებლებს. დიზაინზე ვერონიკა მიურატმა იზრუნა - კედლებიც კი მისი ხელით არის ნაჭრით მოპირკეთებული. ასევე ხელთნაკეთია საძინებლის ნათურები და ბევრი სხვა ნივთი, რომელიც ოთახებს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.

ალენ მიურატი იხსენებს, რომ 5-6 წლის წინ, როცა ეს სახლი ჩაიბარეს, ცხოველები ბინადრობდნენ. მასპინძელი ყვება, რომ დიდი ენერგია და ძალისხმევა დასჭირდეა რეზიდენციის აღდგენას.

მიურატების მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, 1735 წელს აგებული სახლი ჯერ კიდევ რესტავრაციის ეტაპზეა, თუმცა უკვე ყველა პირობაა შექმნილი სტუმრების მისაღებად. ტურისტებს გიდობასაც დადიანების შთამომავლები უწევენ.

სახლის დათვალიერების მსურველები გაეცნობიან XVIII საუკუნის ნივთებს, რომლებიც ალენ მიურატს მემკვიდროებით მამისგან ერგო.

მიურატები ინახავენ თანამედროვე პერიოდის სხვადასხვა ნივთებსაც, მათ შორის, ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში დამზადებულ ჭურჭლის კოლექციას.

ღია მუზეუმის დათვალიერებას მსურველები 2 ლარად შეძლებენ. გამოფენა 3 თვეს გასტანს. უახლოეს დღეებში რეზიდენციის დამსვენებლებისთვის ამოქმედდება კაფე. ალენ მიურატი ამბობს, რომ სულ ახალი მოწყობილი აქვთ ვენახი, სადაც მოყვანილი ვაზით მომდევნო წლებში ტურისტებს გაუმასპინძლდებიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.