საზოგადოება
აგვისტოს ომში დაჭრილი ქალის მოგონებები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს, ზუგდიდში პანიკას გამოქცეულებს იფარებს. მალე სოფელ აბასთუმნის სიმშვიდეს ორი ბომბდამშენი არღვევს, რომლის გამოჩენა ადგილობრივებისთვის იმდენად დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ მტაცებელი ფრინველები ეგონათ.

„ზუგდიდში ხმა გავარდა ამაღამ ქალაქში შემოვლენო, მე კი იმ ზაფხულს 11 წლის შვილიშვილი მყავდა სტუმრად, შეგვეშინდა და ჩემი ქმრის სოფელში, აბასთუმანში გავიხიზნეთ. იმ დილით თხილნარში ვიყავი, უეცრად, ყურისწამღები ხმა გაისმა, ჰაერში ავიხედე, ორი ერთად დაფრინავდა, მაგრამ უცებ ვერ მივხვდი, ფრინველები მეგონა და ვერც წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წუთში, საშინელება დატრიალდებოდა“, - გვიყვება ზუგდიდის მცხოვრები ჯული გოგია.

ის რუსული ბომბდამშენების მიერ აბასთუმნის დაბომბვის შედეგად დაიჭრა. დეტალურად გახსენება თერთმეტი წლის შემდეგაც უმძიმს.

„თხილნარში მუხლებზე მოვკალათდი, რომ საშინელი აფეთქების ხმა გავიგე, შემეშინდა და მიწაზე დავეცი, აფეთქების წნევამ ამაგდო, ჯერ ხელ-ფეხი ავამოძრავე, პირველი რაც გავიფიქრე, ნეტა სახლი თუ გადარჩა-თქო, იმიტომ რომ ბავშვს ეძინა სახლში. თვალი გავახილე, მაგრამ ისეთი კვამლი იდგა, არაფერი ჩანდა. აღარ მახსოვს, თხილნარიდან სახლამდე როგორ მივაღწიე, ბავშვი ჩემს მულს ჩამოუყვანია ეზოში და კიოდნენ, მე თურმე დაჭრილი ვყოფილვარ“, - იხსენებს ჯული როგავა.

დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც დაზარალებული ამბობს, იქაც პანიკა იყო. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ შვილიშვილთან ერთად ჩხოროწყუში გაემგზავრა. ნათესავი ექთნის დახმარებით მომჯობინდა, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ თირკმელი ახლაც აწუხებს.

ყვება, რომ ომის შემდეგ ბავშვს დიდხანს ეშინოდა ხმაურის, აგვისტოს შთაბეჭდილებებმა კი შვილიშვილს პრობლემები შეუქმნა სკოლაში.

„ჩემი შვილი რუსეთში ცხოვრობს, რადგან ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ომის შემდეგ რომ დაბრუნდა მშობლებთან, სკოლაში დავალება მიუციათ, როგორ გაატარა ზაფხულის არდადეგები, ბავშვს დაუწერია თუ რა გამოიარა საქართველოში, რის გამოც სკოლაში დიდი უსიამოვნებები ჰქონია“.

დაზარალებული ამბობს, რომ ხმაურის შიში თვითონაც ჰქონდა. აბასთუმნის სახლში კი, რომელიც აფეთქების შედეგად დაზიანდა, დღემდე ვერ მიდის.

„როგორც მერე სოფელში ამბობდნენ 15, თუ 16 აფეთქება იყო, სახლები დაზიანდა. მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. ტომრებით გაგვქონდა დამტვრეული ჭურჭელი. დიდხანს, მოტოციკლიტის ხმაზეც მეგონა, რომ ბავშვს ან სახლს სჭირდა რამე. დამხმარე ნაგებობა მთლიანად დაზიანდა. დაზიანებული იყო სახლიც, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაარემონტა, თუმცა მას შემდეგ იქ მისვლა და დარჩენა ჩემთვის ძალიან მძიმეა. ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ დღემდე შოკის მდგომარეობაში ვარ“, - ამბობს ჯული გოგია.

2008 წლის 10 აგვისტოს რუსულმა ბომბდამშენებმა ზუგდიდის სოფლები აბასთუმანი და ურთა დაბომბეს, ჭურვები ჩამოყარეს დასახლებულ უბნებშიც. დაბომბვის შედეგად სოფელ აბასთუმანში დაიჭრა ორი ადამიანი, ერთი კი აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი კვამლით მოიწამლა ურთაში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ხობში საბჭოთა ლიდერების სტალინისა და ბერის სახელობის ქუჩებს
სახელები გადაარქვეს,
21:54 / 02.06.2020
ხობში საბჭოთა ლიდერების სტალინისა და ბერის სახელობის ქუჩებს სახელები გადაარქვეს,
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს
გადაკვეთა ე.წ. საზღვარი,
19:12 / 26.05.2020
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს გადაკვეთა ე.წ. საზღვარი,
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად
ჩატარდა.
16:17 / 26.05.2020
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად ჩატარდა.
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო
სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
20:58 / 20.05.2020
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
აფხაზეთში მიმავალი ხიდი მგზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.