საზოგადოება
ყოველი დღე დღესასწაული იყო, სანამ ომი დაიწყებოდა - სოხუმელი ქალის მოგონებები 27 წლის შემდეგ
FaceBook Twitter
E-mail Print
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. რა ხდებოდა სოხუმში 27 წლის წინ, როგორი იყო ქალაქი ომამდე და შემდეგ, - „ლაივპრესს“ საკუთარ ისტორიას სოხუმელი ინგა შედანია უზიარებს.

„სანაპიროსთან ძალიან ახლოს, გულიას ქუჩისა და მშვიდობის გამზირის გადაკვეთაზე ვცხოვრობდით. დღეს მას ჰქვია შატლანსკაია...არ არსებობდა დღე, რომ სოხუმელი სანაპიროზე არ გასულიყო, არ ესეირნა, კაფეში არ დამჯდარიყო და კარუსელები... ეს არის მთელი ჩემი ბავშვობა. დღეს ჩვენს ბავშვებს ეს ფუფუნება არ აქვთ, ზუგდიდში განსაკუთრებით. სოხუმში ეს შესაძლებლობა იყო, ყოველი დღე იყო დღესასწაული“, - ასეთია 52 წლის ინგა შედანიას მეხსეიერებაში მშობლიური სოხუმი. ის 24 წლის იყო როცა საყვარელი ქალაქი დატოვა და ზუგდიდში გადმობარგდა.

მან ახალ ქალაქში ოჯახი შექმნა, ჰყავს 2 შვილი - ერთი სტუდენტია, მეორე კი დამამთავრებელ კლასშია. მიუხედავად იმისა, რომ 27 წელი გავიდა, თვლის, რომ ზუგდიდის დროებითი მცხოვრებია და სახლი სოხუმში აქვს.

ინგას ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა სოხუმის დაცემამდე და შემდეგ. მისი სიტყვებით, ვერასდროს შეედრება სოხუმის ცხოვრებას ის რაც ახლა აქვს. აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში დაუფიქრებლად დატოვებს ზუგდიდში, 27 წლის მანძილზე აშენებულს და სოხუმში, თუნდაც ნასახლარზე გეგმავს ახალი ცხოვრების დაწყებას.

ინგას არასდროს ავიწყდება 1992 წლის 14 აგვისტო, როცა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. ამ მოვლენამდე შედანიების ოჯახში 14 აგვისტო მხოლოდ გართობასთან და ახლობლების შეკრებასთან ასოცირდებოდა, რადგან ოჯახის წევრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

„ეს იყო 14 აგვისტო, ჩემი დის დაბადების დღე. ტორტს ვუსმევდი კრემს, როცა მოხდა ეს ალიაქოთი. როცა ქართული ჯარი შემოვიდა სოხუმში, იმავე საღამოს აფხაზმა მოსახლეობამ დატოვა ქალაქი და მარტო ქართველები დავრჩით. ეს იყო 14 აგვისტო…როცა დაბომბვები დაიწყო, ჩვენ ვიმალებოდით ფუნიკულიორთან ახლოს, მამაჩემის მეგობრის სახლში იმიტომ, რომ ბუნკერი ჰქონდა. სოფელშიც ვიმალებოდით ხოლმე... ფაქტიურად ჩვენ ნოემბერში გადმოვედით.

ბოლო მომენტამდე არ გვეგონა, რომ სოხუმს დავტოვებდით. ამას ვერ წარმოვიდგენდით. როცა გადმოვედით მერეც სულ გვეგონა, რომ დავბრუნდებოდით. ეს შეგრძნება, რომ ოდესმე სახლში დავბრუნდები დღესაც მომყვება, თუნდაც ნასახლარი დამხვდეს“, - ამბობს ინგა შედანია.

ზუგდიდში გადმოსულები სოხუმში დაახლოებით ერთ წელიწადში დაბრუნდნენ. ეგონათ კონფლიქტი ამოწურული იყო, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ საქმე ცუდად იყო. მათ საკუთარი სახლის დატოვება მეორედ მოუწიათ.

ფოტო: ინგა შედანია

„როცა შევარდნაძემ გამოაცხადა ვინც სამსახურში არ დაბრუნდება დაკარგავენო, აი მაშინ დავბრუნდ, რადგან მე საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. სამ დღეში გზა ჩაიკეტა.

აი მაშინ ვნახე მე ომი- ქუჩაში გვამები, ის, რომ ზევიდან გვბომბავდნენ. ჩემი სახლის წინ ქუჩა მთლიანად დაიბომბა, მეზობლებიც გარდაიცვალნენ და მე ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე“, - იხსენებს ინგა შედანია.

აფხაზეთის ომი,13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და ქართველებმა მასიურად დატოვეს საკუთარი სახლები.

სოხუმის დაცემის დღეს ახლბლებმა შედანიების ოჯახი აეროპორტთან შენიშნა, სადაც მგზავრებით სავსე თვითმფრინავი ააფეთქეს. ყველას ეგონა, რომ ისინი ამ თვითმფრინავში დაიღუპნენ:

„ჩვენ გამოვედით ბოლო გემით. ანუ ეს გემი იყო კერძო, დაქირავებული, უკრაინის ტანკერი, რომელიც იდგა მაჭარკასთან, მივრბოდით სანაპიროზე და ბომბები ცვიოდა. მიკვირს, როგორ დავრჩით ცოცხალი“, - ყვება ინგა შედანია, რომელიც ამ დღის შემდეგ დევნილის სტატუსით ცხოვრობს.

აფხაზეთის ომის შემდეგ მის მსგავას დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი. ომმა 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას
უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
19:04 / 05.08.2019
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
ანასტასია, ქრისტინე, გიორგი, ქეთი, გრიგოლი, თეკლე, მაია, ეკატერინე
- ბავშვები
15:39 / 31.07.2019
ანასტასია, ქრისტინე, გიორგი, ქეთი, გრიგოლი, თეკლე, მაია, ეკატერინე - ბავშვები
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს აფხაზური
19:38 / 26.07.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს აფხაზური
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.