საზოგადოება
სახლი გერმანიაში მეგრულენოვანი წარწერით [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში, ბადენ-ვურთემბერგში მდებარეობს, თვალს სახლის შესასვლელში გამოკიდული ხის აბრა იპყრობს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამ ყველაფერში, რომ არა ერთი დეტალი - აქ სტუმრებს მეგრულ ენაზე ეპატიჟებიან - "მოზოჯ პატინ - ქართულ-გერმანული ოჯახი".

ზუგდიდელმა სალომე თოდუამ და რენე ლენნიგკიმ ერთმანეთი პატარა ქალაქ ზაქსენში გაიცნეს. გერმანელი მოგზაურისთვის ეს ადგილი ათი კილომეტრით იყო დაშორებული მშობლიური სახლიდან, ქართველ ემიგრანტს კი საკუთარ ფესვებს 5 ათასი კილომეტრი აშორებდაო, გვიყვება რენე. დღეს წყვილის ცხოვრება განსხვავებულ სამყაროებს, ტრადიციას აერთიანებს და ყოველდღიურობას ორივესთვის საინტერესოს ხდის.

ამბობს, რომ აქ ყველაფერი აქვთ, რაც საქართველოში უყვართ და გერმანიაში მოისაკლისებენ - ვაზი, ლეღვი, ფეიხო, პალმები, ქართული სითბო და ოჯახური ადათ-წესები, გერმანული საფუძვლიანობა და მიზანსწრაფულობა. უფრთხილდებიან ერთმანეთის ჩვეულებებს. შობას ორჯერ ზეიმობენ. ქალიშვილის დაბადებამ თანაცხოვრება კიდევ უფრო მტკიცე გახადაო, ამბობენ.

"ზაქსენი დასაწყისია უსასრულოდ ბედნიერი ისტორიის, რომელიც ყოველ დღე უკეთესი ხდება. ვცდილობთ ჩვენი ოჯახი იყოს პატარა კუნძული დიდ გერმანიაში", - უთხრა რენე ლენნიგკიმ "ლაივპრესს".

სალომე გერმანიაში სწავლის მიზნით ჩავიდა. თავდაპირველი არჩევანი ნევროლოგია იყო, თუმცა საბოლოოდ ფსიქიატრიულ განხრაზე შეჯერდა. რამდენიმე წელი ზაქსენის ფსიქიატრიულ კლინიკაში ასისტენტ-ექიმად იმუშავა. მოგვიანებით, უხვნალექიანი და ცივი რეგიონიდან ოჯახმა გერმანიის სამხრეთით გადაინაცვლა. დღეს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიულ დაწესებულების თანამშრომელია.

სახლს ირგვლივ ხის ღობე მეგრულენოვანი წარწერის აბრით მას შემდეგ შემოავლეს, რაც პატარა ქალიშვილი წამოიზარდა და სირბილთან ერთად, სათამაშო მოედანზე თვითნებურად დაიწყო სიარული. ეს დეტალი იდენტობის ხაზგასასმელად ჩამოვკიდეო, გვითხრა სალომემ. ასევე იმისთვის, ქართველმა სტუმრებმა შორეულ გერმანიაშიც თავი შინ რომ იგრძნონ, თუკი მათი საცხოვრებლის სიახლოვეს მოხვდებიან:

"აქ ძალიან ცოტა ქართველია. ჩვენ გარეუბანში ვცხოვრობთ და არამგონია ვინმეს გამოევლო. მაგრამ რენეს მანქანაზე დახატულ ქართულ დროშაზე ჰქონია ბევრს რეაქცია ინტერესის გამო. სამსახურთან ერთხელ ქართულად წერილიც დაუტოვეს".

უცხო ქვეყანასთან, განსხვავებული კულტურის, მენტალობის ადამიანებთან შეგუება იოლი არ ყოფილა. აქ ადვილი არც თავის დამკვიდრებააო, გვითხრა სალომემ. თუმცა ბევრი მეგობარი ჯერ კიდევ ზაქსენში ცხოვრებისას შეიძინა, რომლებმაც სირთულეები გაუადვილეს.

ქართველი რესპოდენტის თქმით, ქართველები და გერმანელები ერთმანეთს სამზარეულოს და ჭამის სიყვარულით ჰგვანან. ფიქრობენ და ზრუნავენ ოჯახზე, თუმცა აქ, განსხვავებით საქართველოსგან, პირად სივრცეს, ინტერესებს, წესრიგს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. ამბობს, რომ გერმანია ძალიან მკაცრი სტრუქტურის ქვეყანაა და ამ მოცემულობას უნდა მოერგო. ყველაფერს კანონი არეგულირებს. იმასაც, შენი ეზოს ღობე მოსახვევში რამდენი სანტიმეტრი სიმაღლის უნდა იყოს, და ხეს და ღობეს შორის მანძილი. 

"საჭიროა ბევრი დოკუმენტაცია, ამიტომ, წესრიგთან ერთად ეს ყველაფერი ხანდახან დამღლელიცაა. თუმცა ქუჩებში უამრავი მომღიმარი და ბედნიერი ადამიანი დადის და მადლობა, ბოდიში, მისალმება და დამშვიდობება არ ავიწყდებათ. საზრუნავი აქაც ბლომადაა, მაგრამ პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრაციას ცდილობენ", - გვითხრა სალომე თოდუამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.