ხალხურ სიმღერებზე შეყვარებული პატარა ლოტბარები წალენჯიხიდან [ვიდეო]
სკოლის საკლასო ოთახიდან ქართული ხალხური სიმღერები ისმის. კარს
ფრთხილად ვაღებ, დაკაკუნების გარეშე.
ბავშვები ხმაშეწყობილად განაგრძობენ.. მყუდროებას როგორც აღმოჩნდა არ
ვარღვევთ. ლოტბარი ხელების მოძრაობით იმორჩილებს ტონალობებს. ეს არის
სივრცე, სადაც წალენჯიხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ყოველ შაბათ
დღეს იკრიბებიან. რეპეტიციებზე დრო შეუმჩნევლად გადის, რადგან საქმეს
სიყვარულით ეკიდებიან. აქ მოსვლა ახარებთ და ყოველი მომდევნო შაბათის
დადგომასაც მოუთმენლად ელიან. ამბობენ, რომ ჩონგურზე შესრულებული
სიმღერები ტრადიციებთან აახლოებთ. ეიოლებათ. მათ ნამღერს ქვეყნის
სხვადასხვა კუთხეში იცნობენ და მოსწონთ. უსმენენ საზღვრებს მიღმაც,
სადაც ქართული კულტურა, ბუნება, ხასიათი გააქვთ. სამ ხმაში ყვებიან
საქართველოს ისტორიას.
ჩვენი ფოლკლორი უნიკალურია თავისი ჟღერადობით, ასეთი სამხმოვანება, ოთხხმიანი სიმღერები მთელს პლანეტაზე, საქართველოს გარდა არც არსად გვხვდებაო, ამბობს მურთაზ ციმინტია. უკვე მეხუთე წელია სალოტბარო სკოლას ხელმძღვანელობს. ცოტა გული წყდება და ფიქრობს, ფოლკლორს მეტი მზრუნველობა სჭირდება. მისი თქმით, უცხოელებს უყვართ, სწავლობენ, ხალხურ სიმღერებს, ჩვენში კი ამ ყველაფერს ვკარგავთ. თუმცა ლოტბარს ენთუზიასტი ადამიანების ეიმედება.

"სულის გადარჩენაზეა აქ საუბარი, სულის.. მე არ ვარ წინააღმდეგი კლასიკური სიმღერების, ჯაზის, კი ბატონო, მაგრამ როგორ შეიძლება არ არსებობდეს ასეთი ანსამბლები, როცა ბავშვს სურვილი აქვს თავისი ბაბუის, პაპუის სიმღერები შეასრულოს, და შენ როგორ უნდა წაართვა ეს მას?", - უთხრა მურთაზ ციმინტიამ "ლაივპრესს".
უცხო ქვეყნებში სტუმრობისას, სადაც ბევრი შემსრულებელია, ყოველთვის ფესტივალის დასასრულს გამოჰყავთ სცენაზე. ეს იმიტომ, რომ მაყურებელი ქართული ხალხური სიმღერების მოსასმენად ბოლომდე რჩებაო ჩვენი გამოსვლის მოლოდინში. ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

სალოტბარო სკოლა წალენჯიხაში 2015 წლის თებერვალში გაიხსნა. მაშინ ფოლკლორის ცენტრმა მსგავსი სკოლები კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დააფუძნა. პირველი საჯარო სკოლის ოთახი, სადაც შეკედლებულები არიან, ბევრ ახალგაზრდას ვერ იტევს. ფართის სიმწირის გამო, სურვილის მიუხედავად, დღეს მხოლოდ ოცი მოსწავლე ჰყავს. ფინანსების დეფიციტის მიზეზით, რამდენიმე შტატი შემცირდა. მურთაზ ციმინტია სალოტბარო სკოლის ერთადერთი პედაგოგია დღეს. მართალია, მუნიციპალიტეტმა გამოყო სასწავლებლის მოპირდაპირე შენობაში ფართი, თუმცა ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა და დაახლოებით ორი წლის წინ დაიწვა.
ლოტბარის და წალენჯიხის საპატიო მოქალაქის თქმით, არის საუბარი, რომ აშენდეს სამუსიკო სკოლა, სადაც ოთახებს თავადაც მიიღებენ.

ტრანსპორტირებისას მცირე კონტიგენტით ერთ სამარშრუტო ტაქსში თავსდებიან, უფრო მეტი ბავშვის პირობებში კი დიდი ავტობუსი დასჭირდებათ, რაც დამატებით ფინანსებს მოითხოვს, რისი შესაძლებლობაც არ აქვთ. დღეს, როცა გადაადგილება სჭირდებათ, ფოლკლორის ცენტრის ადგილობრივი მერიისადმი წერილით მიმართვის საფუძველზე საჭირო თანხებს გამოუყოფენ. ასე ვწვალობთო, - ამბობს მურთაზ ციმინტია.
თავად თითქმის სამოცი წელია მღერის. 47 წელი სკოლაში პედაგოგად იმუშავა. დღეს მისი ხელმძღვანელობით სალოტბარო სკოლა სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებებში მონაწილეობს. აქვთ წარმატებები ქვეყნის შიგნით, და მის ფარგლებს გარეთაც, სადაც ყოველთვის ელოდებიან.
ოქტომბერში სალოტბარო სკოლა ჩეხეთში, საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება.