საზოგადოება
სერვისის გარეშე დარჩენილი სმენადაქვეითებული ბავშვები ზუგდიდში - რას ველოდოთ „ილისგან“ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ეერთი, ოორი, საამი, - 3 წლის ილია კმაყოფილი და გახარებული ითვლის ქაღალდზე მის მიერ დახატულ ჩიტებს. შემდეგ მომღიმარი სახით ფერად ფანქრებში იწყებს ქექვას. გამოარჩია წითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ცალკე გადადო. ეს ტასოსია, - ამბობს მკაცრად. ყვითელ ფანქარს კი პატარა თითებში მონდომებით იმაგრებს და დასძენს, - ეს ილიასია.

დედა, სალომე გარდავა განმარტავს, რომ ტასო ილიას 7 წლის დაა, ყვითელი კი ილიას საყვარელი ფერია.

„ყველაფერი, რაც ლამაზია, ტასოსთვის უნდა“, - ამბობს 31 წლის სალომე, რომელიც ილიას, ტასოს და 9 წლის ნიკოლოზის დედაა.

სალომე ილიას ბევრ კითხვას უსვამს - ეს ვისია? ეს რა ფერია? - უნდა, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოს, სიტყვები არა დანაწევრებულად, არამედ წინადადებებად შეკრას. პატარასთვის ეს ერთგვარი გაკვეთილია, რეაბილიტაციის შემადგენელი ნაწილი.

ილიას, რომელიც საბავშვო რბილ ხალიჩაზე ასე მონდომებით დედის ორგანიზაციაში თამაშობს, მარჯვენა ყურზე სმენადაქვეითებულთათვის განკუთვნილი კოხლეარული იმპლანტი უციმციმებს. 6 თვის იყო, როცა მშობლებმა სმენის პრობლემა შენიშნეს. მოგვიანებით, გამოკვლევით დადასტურდა, რომ ბავშვს მე-4 ხარისხის სმენის დაქვეითება ჰქონდა. 2018 წელს კი ოპერაცია ჩაუტარდა. მას შემდეგ ილია იმპლანტს ატარებს. სწავლობს მეტყველებას, სიმღერას და ა.შ.

როგორც სალომე ამბობს, 3 წლის ილია საუბრობს, როგორც 2 წლის ბავშვს შეეფერება. ეს პროცესი რომ უფრო ეფექტურად წარიმართოს, მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის სწორად მართვა, რაც სპეციალისტების ჩართულობით მეტყველების გაკვეთილებსაც გულისხმობს. მომსახურება ზუგდიდში არ არის, რაც მშობლებს დამატებით პრობლემებს უქმნის.

არსებული გამოწვევები და ილიას წარმატებული ოპერაცია გახდა სტიმული სალომესთვის, რომ 2019 წლის ივნისში ორგნიზაცია „ილი“ გაეხსნა. მიზანი სმენადაქვეითებული ბავშვების და მათი მშობლების დახმარება-დაკვალიანებაა. სალომეს სურს საკუთარი ოჯახის გამოცდილება გაუზიაროს ყველას, ვინც ამას საჭიროებს.

ორგანიზაციამ მოამზადა კვლევა და შეისწავლა ის საჭიროებები, რაც სმენადაქვეითებულ ბავშვებს უპირველესად სჭირდებათ. ამ ეტაპზე „ილი“ დონორების მოძიების ეტაპზეა, რომ სამომავლოდ გადაწყვიტონ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა - მოამზადონ სპეციალისტები, რათა პატარებს ადგილზე ჩაუტარონ მეტყველების გაკვეთილები, ასევე ასწავლონ იმპლანტის მოვლა და სხვა ტექნიკური დეტალები რაც აუცილებელია.

„ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ყველაზე რთული ისაა, რომ შემდგომი თერაპიის გავლა თბილისში ხდება. ეს იყო ძალიან რთული, რადგან გვიწევდა წასვლა რეგიონიდან, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს იყო ღამისთევა, ტრანსპორტირება და ა.შ. ჩვენ კი გავიარეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ბევრ მშობელს არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა და ამიტომ, ის ბავშვები ისეთი შედეგით არ არიან, როგორიც აქვთ თბილისში მცხოვრებ ბავშვებს. ამიტომ გვინდა ეს ცენტრი გახდეს, როგორც მიმწოდებელი პროვაიდერი. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტთანაც თანამშრომლობა, მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი გამოგვივა“, - გვიყვება სალომე.

ორგანიზაციაში რამდენიმე მშობელია გაერთიანებული. მათ შორის არის ლანა ჩიტიაშვილი, რომელმაც 5 წლის ლიზისთან ერთად იგივე გზა გაიარა, რაც სალომემ ილიასთან ერთად. ამასთან, ლანა ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც მეტყველების გაკვეთილებზე შვილი ზუგდიდიდან თბილისში ვერ ატარა.

არადა, ლანას მთავარი საფიქრალი ახლა პატარა ლიზის სწორად მეტყველებაა, რადგან სექტემბერში უკვე სკოლაში წასვლა უწევს.

„წლი-ნახევრის იყო, როცა აღმოვაჩნე... რომ დავუძახე, არ ესმოდა. დაბადებიდან არ ჰქონდა არავითარი პრობლემა და შემდეგ ანთებებიდან გამომდინარე დაემართა... 3 წლის და 7 თვის იყო, როცა თბილისში გამოკვლევების შემდეგ მითხრეს, რომ სრული სიყრუე ჰქონდა“, - ყვება ლანა. ლიზისაც ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა კოხლეარული იმპლანტი აქვს. გოგონამ მეტყველება მეტწილად და-ძმასთან ურთიერთობით გააუმჯობესა. დედა დარწმუნებულია, რომ სპეციალური გაკვეთილების გავლის შემდეგ, ლიზის გაცილებით უკეთესი შედეგი ექნებოდა.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მზად არიან კონკრეტული პროექტით მომართვის შემდეგ, ორგანიზაცია „ილისთან“ ითანამშრომლონ სმენადექვეითებული ბაშვების საჭიროებებზე მორგებული სერვისების დასანერგად.

როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსმა სალომე ჩანგელიამ განუცხადა, მერიას, სანამ მუნიციპალიტეტი და ქალაქი კვლავ გაერთიანდებოდა, ჰქონდა სმენადექვეითებული ბავშვებისთვის პროგრამა, რომელიც გამოკვლევას და იმპლანტის მოსავლელად ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებდა. როგორც სალომე ჩანგელია მბობს, ეს პროგრამა გაუქმდა, რადგან არავის მიუმართავს.

მისი ინფორმაციით, მერიას ცალკე სერვისი არ აქვს ასეთი ბავშვებისთვის, თუმცა დასძენს, რომ რამდენიმე მოზარდმა ისარგებლა „განვითრების ეტაპის დაყოვნების“ პროგრამიდან 500 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით.

მერიას არ აქვს მონაცემებიც, თუ რამდენი ბავშვია მუნიციპალიტეტში სმენადაქვეითებული და არც ის, თუ რამდენს აქვს ამ მიმართულებით ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა.

როგორც სალომე ჩანგელია ამბობს, სტატისტიკური მონაცემები შეგროვდება, მას შემდეგ, რაც შეიმუშავებენ სმენადაქვეითებულთათვის ახალ პროგრამას. მანამდე კი პატარებს და მათ მშობლებს დახმარებას „ილი“ სთავაზობს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ქალთა უფლებრივი მდგომარების გამოსწორების კუთხით, რითი იყო
მნიშვნელოვანი 2019 წელი,
15:38 / 04.01.2020
ქალთა უფლებრივი მდგომარების გამოსწორების კუთხით, რითი იყო მნიშვნელოვანი 2019 წელი,
ნათელა ბერანძე ზამთრის ცივ დღეებს სახლის ერთ ოთახში, ბუხართან
ატარებს. ბუხრის სიახლოვეს დგას საწოლიც.
11:37 / 28.12.2019
ნათელა ბერანძე ზამთრის ცივ დღეებს სახლის ერთ ოთახში, ბუხართან ატარებს. ბუხრის სიახლოვეს დგას საწოლიც.
ზუგდიდის ხანდაზმულთა დღის ცენტრში დღეს დიდი დღეა.
15:18 / 25.12.2019
ზუგდიდის ხანდაზმულთა დღის ცენტრში დღეს დიდი დღეა.
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება
16:21 / 05.11.2019
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება
ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.