საზოგადოება
104 წლის ნათელა და მისი დაქალები სოფელ ხეცერიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ნათელა ბერანძე ზამთრის ცივ დღეებს სახლის ერთ ოთახში, ბუხართან ატარებს. ბუხრის სიახლოვეს დგას საწოლიც. კედელზე მიჭედილ ლურსმანზე პარკით რამდენივე თავი წამალი და წნევის საზომი აპარატი კიდია.

104 წლის ქალს უამრავი მოგონება აქვს. ბევრს ნანობს, მათ შორის იმას, რომ ქმარს დაუჯერა და არავინ იშვილა.

ქმარი 20 წლის წინ გარდაიცვალა და მარტო დარჩა. ენატრება საკუთარი სახლი, გალის სოფელ ჭუბურხინჯში, სადაც გათხოვებამდე და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. დედა ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა.

„დედის გარდაცვალების დროს მარტო ის მახსოვს, როგორ ვეხუტებოდი ჩემ ძმას. ისე ვტიროდი, ჩემი ხმა ცამდე აღწევდა“.

მოხუცის ცხოვრებას ახლა ძმის და დების შთამომავლები ალამაზებენ. ხშირად აკითხავენ. ის ძმისშვილებს გალშიც მიჰყავთ, მაგრამ 2-3 თვეზე მეტხანს არ ჩერდება - საკუთარი საწოლი და ბუხარი ენატრება.

ამბობს, რომ ამდენხანს ვერ გაძლებდა, კარგი მეზობლები რომ არ ჰყავდეს. სოფელში ის ყველას უყვარს და მასზე ზრუნვა არ ბეზრდებათ. ერთი, ზამთრისთვის შეშას უმზადებს, მეორეს, მისთის საყვარელი  ღომი და ყველი მიაქვს. მორიგეობით აკითხავენ, რომ წნევა გაუზომონ და წამალი დროულად მიაწოდონ.

„100 წელი მოვიტოვე და 104-ე წელი დავიწყე. სიცოცხლის გამო ღმერთის მადლიერი არ ვარ. აქაური ქალები მპატრონობენ. ქვევით, დაბლობზე ვინც ცხოვრობს, ჩემი ქმრის მამიდაშვილის შვილიშვილია. ეს ცოლ-ქმარი არიან ჩემი მომვლელები. ასევე აქეთა მეზობელი. დილით, გამზადებულ საჭმელს შემომიტანს ... და ამათ იმედად ვარ. კარგია სხვის იმედად ყოფნა? წყალი სხვას მოაქვს, ღომი სხვამ გამიკეთა, ეს რა ცხოვრებაა?“.

მისი  ყველაზე ხშირი სტუმრები, დაქალები - 90 წლის ნაზო აბშილავა და 80 წლის ეთერ გერგედავა არიან.

„გოგონები“ ბუხართან სხდებიან და ყვებიან სოფლის ამბებს: „ასე ვზივართ და ვლაპარაკობთ. ამისი კარგი მე გამიხარდება, ამას ჩემი. შორს მყოფ ნათესავს, ახლო ნათესავი ჯობია“, - ამბობს ნაზო აბშილავა.

დიდხანს სიცოცხლის საიდუმლოს გამხელაზე, მოხუცები პასუხობენ, რომ - არ იციან ეს როგორ შეძლეს, რადგან ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია და გასაჭირი გამოიარეს. ეთერ გერგედავა დასძენს, რომ ეს ალბათ ბევრი მოძრაობის და შრომის შედეგია.

„ახლა, რომ ვუყურებ ახალგაზრდებს ძილი და დაწოლა უყვართ. ჩვენ სულ ვმუშაბთ და სულ ფეხით დავდივართ“, - ამბობს 80 წლის ქალი.

ნათელა ბერანძეს უყვარს, როცა სახლში სტუმრები ჰყავს. გასულ წელს მეზობლებს პენსიის ფული მისცა და სთხოვა საახალწლო ნობათის ყიდვა. თხოვნა შეუსრულეს და სუფრა მოხუცის სახლში გააწყვეს. უკმაყოფილო მხოლოდ იმით დარჩა, რომ სტუმრება ცოტა საჭმელი მიირთვეს.

104 წლის ქალის სახლში საახალწლო სამზადისში არიან წელსაც. მოხუცი დაქალები ნაძვის ხეს აწყობენ, სათამაშოებს კიდებენ და თან გვლოცავენ, რომ მათი მეგობარი მოვინახულეთ, რომელიც სტუმრებს ასე მონატრებულია.

ოჯახის დიასახლისს მეგრული ლექსი ახსენდება და ასე გვაცილებს სახლიდან:

ახალ წანას მიგახვამანქ, (ახალი წელი მომილოცავს)

ჭითა უშქური ოკუჩხურო, (წითელი ვაშლი სამეკვლეო)

ფუჯ ვამოკო, ხოჯ ვამოკო, (აღარ მინდა ფური-ხარი)

თეშ ქუმორთი მოხუჯურო. (ოღონდ მოახერხე მოსვლა).


გაცილებისას გრძელი ეზოს გავლას ნათელა ბერანძე ბოლომდე ვერ ახერხებს და დაღლილი, ხელკეტის დახმარებით ისევ ბუხრიან ოთახში ბრუნდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები
შეკრებას იწყებენ.
15:15 / 03.07.2020
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ.
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
16:10 / 02.07.2020
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი
საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
11:36 / 30.06.2020
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო
სტუდია აქვს.
20:10 / 29.06.2020
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო სტუდია აქვს.
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.