საზოგადოება
ქალთა უფლებრივი მდგომარეობა 2019 წელს - უფლებადამცველების შეფასებები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალთა უფლებრივი მდგომარების გამოსწორების კუთხით, რითი იყო მნიშვნელოვანი 2019 წელი, - ამ თემაზე „ლაივპრესს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე ქალთა უფლებების დამცველებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.

იურისტის, რუსუდან პაჭკორიას განცხადებით, საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და ის ერთ წელიწადში ვერ გამოსწორდება. თუმცა მისი შეფასებით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„2018 წელს მაისში მოხდა ადევნების კრიმინალიზაცია. ანუ, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა 151-ე პრიმა მუხლი. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და პროკურატურას ჰქონდა საქმე ამ მუხლით და განაჩენიც დადგა. ეს არის ადევნება - არასასურველი კომუნიკაცია, უკანონო თვალთვალი, რაც იწვევს საბოლოოდ იმას, რომ პირი, რომლის მიმართაც ის ხორციელდება, განიცდის ფიზიკურ ტანჯვას, ან იძულებულია შეცვალოს თავისი ცხოვრება. ჯერ ამ ქმედების კრიმინალიზაცია იყო მნიშვნელოვანი და შემდეგ, ზუსტად ერთი წლის თავზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩნდა ახალი მუხლი - სექსუალური შევიწროება. ეს არის დაფარული დისკრიმინაციის ფორმა ქალების მიმართ, რომელიც ალბათ ბევრ ქალს განუცდია, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე შრომითი ურთიერთობების დროს“, - განაცხადა რუსუდან პაჭკორიამ.

რუსუდან პაჭკორია.

მის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელიაც მიიჩნევს, რომ გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღება იყო.

„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან გაიხსნა თემა - ქალი და სექსუალობა. ხშირად გაუპატიურება მიაჩნიათ სექსუალურ შევიწროებად, არადა ნებისმიერი ქმედება, რომელიც საპირისპირო სქესის მხრიდან იწვევს დისკომფორტს, არის შევიწროება“, - გვითხრა ციცინო შენგელიამ.

ასოციაცია "მერკურის" სოციალური მუშაკის, ანა თოდუას თქმით, ქალთა უფლებების დაცვის მხრივ კანონი გამკაცრების მიუხედავად, ქალთა მკვლელობის, ან სუიციდის ფაქტები არ შემცირებულა.

თუმცა მისივე განმარტებით, წინ გადაგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ქალებმა ხმამაღლა დაიწყეს ძალადობაზე საუბარი.

„ქალებმა დაიწყეს პრობლემაზე საუბარი. სულ უფრო მეტი ქალი მიდის უკვე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სხვადასხვა სერვისებია“, - ამბობს ანა თოდუა.

ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სერვისების დანერგვა იურისტ რუსუდან პაჭკორიას შეფასებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

„საბედნიეროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მოქმედებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი და ასევე ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც რეგიონის მასშტაბით ემსახურება ბენეფიციარებს. აქ მოსული ქალების ისტორიები ძალიან კარგად გვიჩვენებს, რა მრავალმხრივია პრობლემა. ზოგადად, როცა ქალთა უფლებებზე ვსაუბრობთ, ვეხებით უამრავ თემას, მათ შორის, დისკრიმინიციას სქესობრივი, გენდერული ნიშნით, პატრიარქალურ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ქალის მეორეხარისხოვან როლზე და უამრავ სხვა საკითხს, რომელიც აკნინებს ქალის როლს საზოგადოებაში“, - აღნიშნავს რუსუდან პაჭკორია.

ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების სერვისების დანერგვაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პარალელურად, ის ადგილობრივი ხელისუფლების წვლილზეც საუბრობს.

„ბევრი ბენეფიციარის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლებაც მხარს გვიჭერს და გვეხმარება. კერძოდ, მერიის სოციალურ სამსახურს აქვს სოციალური პროგრამა. ბიუჯეტში გამოყოფილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ფულადი დახმარება და ბინის ქირით უზრუნველყოფა, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში არ არის“, - ამბობს რუსუდან პაჭკორია.

ციცინო შენგელია.

სამოქალაქო აქტივისტი ანა თოდუა კი მიჩნევს, ხელისუფლება მეტად უნდა ზრუნავდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების რეაბილიტაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

„ბედნიერი ვიქნებოდი, რომ 2020 წელს, ბიუჯეტში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერებისა და მათი მხარდაჭერისთვის მეტი პროგრამა იქნება, რათა უფრო მყარად მოიკიდონ ფეხი საზოგადოებაში და უფრო ადვილად უთხრან არა ძალადობას“, - აღნიშნავს ანა თოდუა.

ახალ წელს ქალთა უფლებადამცველები ახალი გეგმებით და მიზნებით ხვდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში აუცილებელად მიიჩნევს კანონს სექსუალური განათლების შესახებ.

„ღიად დაიწყო საუბარი და მგონია, რომ მომავალი წელი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მივიღოთ. გასულ წელს გამოვლინდა ძალიან მძიმე ფაქტები იყო ბავშვთა პედოფილიის შესახებ, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს სექსუალური განათლება“, - ამბობს ციცინო შენგელია.

იურისტი რუსუდან პაჭკორია ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, ცნობიერების ამაღლებისკენ უნდა მიმართოს საზოგადოებამ ძალისხმევა.

„როცა ხდება პრობლემაზე რეაგირება, ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ სახელმწიფო იჭრება ოჯახის ცხოვრებაში. ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს მსხვერპლად ჩამოყალიბების საშუალება არ უნდა მივცეთ და გულთან ახლოს მივიტანოთ მათი სატკივარი“, - განაცხადა იურისტმა.

ანა თოდუა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ხობში საბჭოთა ლიდერების სტალინისა და ბერის სახელობის ქუჩებს
სახელები გადაარქვეს,
21:54 / 02.06.2020
ხობში საბჭოთა ლიდერების სტალინისა და ბერის სახელობის ქუჩებს სახელები გადაარქვეს,
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს
გადაკვეთა ე.წ. საზღვარი,
19:12 / 26.05.2020
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს გადაკვეთა ე.წ. საზღვარი,
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად
ჩატარდა.
16:17 / 26.05.2020
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად ჩატარდა.
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო
სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
20:58 / 20.05.2020
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
აფხაზეთში მიმავალი ხიდი მგზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.