საზოგადოება
ვერცხლის მომინანქრებული სამკაულები - დიასახლისის ბიზნესი და თერაპია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ღამე, როცა ოჯახის წევრებს სძინავთ, 36 წლის ცირა ლუკავა საკუთარ ოთახში გადის, ანთებს პატარა ნათურას და საყვარელ საქმეს იწყებს.

ორი შვილის - 11 წლის შოთიკოს და 12 წლის ელენეს დედისთვის სახლის ერთი ჩვეულებრივი ოთახი მესამე წელია, რაც „ჯადოსნური“ გახდა. სახლში ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც საკუთარ თავთან მარტო რჩება. სწორედ ასეთ სიმყუდროვეში იქმნება ვერცხლის ფერადი სამკაულები.

„სახლში უნდა იყოს სიწყნარე და არავინ უნდა მეგულებოდეს მისახედი. ამიტომაც მირჩევნია ჯერ ბავშვები დავაძინო და შემდეგ დავიწყო მუშაობა“, - გვიყვება ცირა ლუკავა.

ცირას ნაკეთობები

შვილების აღზრდაში ძმა ეხმარება. მართალია ჯერ-ჯერობით სამკაულებისგან შემოსული თანხა ოჯახის ხარჯებს სრულად ვერ ფარავს, თუმცა გარკვეული წვლილი მაინც შეაქვს.

ყვება, რომ სამკაულის კეთება ხატვით იწყება. ცირა ჯერ სასურველ ფორმებს ხატავს, შემდეგ კი ვერცხლით ძერწავს. საბოლოოდ სამკაული მომინანქრდება, გამოიწვება და გაპრიალება. ამბობს, რომ პროცესი საკმაოდ შრომატევადია და უნდა გიყვარდეს, სხვანაირად ვერაფერს შექმნი.

ცირამ სამკულების კეთება 4 წლის წინ ისწავლა. კიევში დასასვენებლად ყოფნისას ნახა, როგორ მუშაობდა დის მეგობარი ვერცხლსა და ტიხრულ მინანქარზე. მოგვიანებით თავადაც სცადა და გამოუვიდა.

ცირას შვილები, შოთიკო და ელენე

„საერთოდ მხატვრობა მიყვარს და სამკაულიც პირველივე ჯერზე გამომივიდა. შემდეგ უკვე მეც შევიძინე მინანქრის ღუმელი და ასე დავიწყე ბიზნესი“, - ამბობს ცირა.

მისი ნაკეთობები - საყურეები, სამაჯურები, ბროშები, გულსაკიდები... ზუგდიდში აქსესუარების მაღაზიაში იყიდება. წლიდანწლამდე მოთხოვნა იზრდება და სულ უფრო ხშირად უწევს ღამე საკუთარ ოთახში ფუსფუსი.

ლუკავების ფარშევანგი

ბიზნესის პარალელურად საოჯახო საქმეებშია ჩართული. საყვარელი ძაღლების: ლომას, დოტის და ბობის გარდა, ფრინველების მოვლაც უწევს. ლუკავების ეზოში ორი ფარშევანგი - კოკო და შანელი ბინადრობს. ისინი ცირას ძმამ შეიძინა, ისევე როგორც კოლხური ხოხბები. ეზოში ბატები და იხვებიც საკმაოდ ბლომად არიან.

ცირა ამბობს, რომ დილით, ოჯახის წევრების დაპურების შემდეგ ძაღლების და ფრინველების ჯერი დგება. ხშირად ჰყავთ სტუმრებიც, რადგან ოჯახში შემონახული უძველესი ნივთებით შემკულ მეგრულ ფაცხაში ცირას მომზადებული კერძები ბევრს მოსწონთ.

ლუკავების ფაცხა

დამქანცველი დღის შემდეგ, დიასახლისი საღამოს კვლავ სამკაულების ოსტატი ხდება - „ჯადოსნურ“ ოთახში განმარტოვდება და იწყებს საყვარელი საქმის კეთებას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.