საზოგადოება
ხელნაკეთი 3D ფოტოალბომები და წიგნები მეგრული შელოცვებით [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამახსოვრო ალბომის ან დღიურის ხსენებისას, სკოლა და ჩემი 48 ფურცლიანი რვეული მახსენდება. მისი ყველა გვერდი ასლგადამყვანი ქაღალდის (კაპიროვკა) დახმარებით იყო დახატული და ჟურნალებიდან ამოჭრილი მომღერლების, თუ მსახიობების ფოტოებით გაფორმებული. კლასელები სამახსოვრო დღიურის დიზაინით ვიწონებდით თავს.

მაშინ ვინმეს რომ 3D ფორმატით აწყობილი ალბომი ჰქონოდა, უდავოდ უკონკურენტო იქნებოდა.

ვათვალიერებ „ეკო ხელნაკეთის“ სახელოსნოში ეკა ჯოლოგუას შექმნილ სამახსოვრო ალბომს, ე.წ. სკრაპბუკს და თავში მიტრიალებს ერთი აზრი, თურმე რა პრიმიტიული ყოფილა საგულდაგულოდ მოხატული ჩემი დღიური.

გადაშლი გვერდს და ფერადი მატარებელი მოძრაობას იწყებს. შემდეგ გვერდზე საბავშვო ზღაპრები ცოცხლდება - ტყე, სახლი, ცხოველები. თითქოს ყველაფერი ალბომის გვერდებიდან გადმოსვლას ცდილობს, რათა რეალობად იქცეს.

ეკა ალბომებს შეკვეთით ამზადებს. ამიტომ, სახელოსნოში სულ 1-2 თუ აქვს შემონახული. ალბომების შესაქმნელად ქაღალდებთან ერთად ნაჭერსაც იყენებს, რომ მყარი იყოს და წლებს გაუძლოს. ამზადებს ყველა ტიპის ალბომს, დედებისთვის, რომ ბავშვების ფოტოებთან ერთად ჩანაწერებიც გააკეთონ, მეგობრებისთვის, შეყვარებულებისთვის და ა.შ.

ახლა ახალშობილის სამახსოვრო ალბომზე მუშაობს. შემკვეთის სურვილია, მეტი ფოტო და ტექსტი განათავსოს. ეკაც ცდილობს დიზაინი შესაბამისი შეარჩიოს. თავადაც ახალბედა დედას კარგად ესმის, რა სურთ პატარების მშობლებს.

2-3 საათი შეუძლია მშვიდად იმუშაოს, რადგან 3 თვის სანდროს ტკბილად სძინავს. ეკა ჯოლოგუა უკვე მეხუთე წელია საკუთარი ხელით ქმნის აქსესუარებს, სამოსს და ფეხსაცმლებსაც კი. მისი ძირითადი სამუშაო მასალა თექაა, თუმცა ამბობს, რომ სეზონურია და ამ პასიური პერიოდის გააქტიურებას სხვა ხელსაქმით ცდილობს. იდეების მეტი წილი ახლა საბავშვო თემატიკაზე მოსდის. ამბობს, რომ პატარებისთვის შექმნილ ნივთებს დედობრივი მზრუნველობა და სიყვარული მიჰყვება.

„ასე მგონია, ყველა ეს ნივთი ჩემი სანდროსთვის არის გათვლილი. ზუსტად ასეთი სიყვარულით ვამზადებ მათ“, - ამბობს ეკა.

სამახსოვრო ალბომების პარალელურად, „ეკო ხელნაკეთმა“ ახალი აქსესუარების დამზადებაც დაიწყო - ეს არის მინიატურული წიგნები მეგრული შელოცვით. არის როგორც მაცივარზე მისაკრავი, ისევე გასაღების საკიდი ვერსიები.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა“ (ASB) დამიფინანსა და შევიძინე სპეციალური ლაზერი, რომელიც მართლა ძალიან სჭირდებოდა ჩემს სახელოსნოს. ამ ლაზერის წყალობით მოვახერხებ დაბალბიუჯეტიანი ნივთების წარმოებას. მათ შორის მაცივრის მისაკრავების, ბრელოკების, შელოცვების პატარა წიგნების დამზადებას... სამეგრელოში ფოლკლორი ძალიან მდიდარია ამ კუთხით, რადგან ძალიან ბევრი შელოცვა არსებობდა. ამიტომაც, ეს გადავიტანე პატარა წიგნებში“, - ამბობს ეკა ჯოლოგუა.

მალე მისი აქსესუარები ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ხალხური რეწვის ოსტატებისთვის სპეციალური კუთხე გაიხსნება, ის საკუთარ პროდუქციასაც გამოფენს. მანამდე კი, მსურველები ონლაინ უკავშირდებიან.

ეკა, რომელსაც წინ სოციალური პროექტის განხორციელება და მოზარდებისთვის ხელსაქმის უფასო გააკვეთილების ჩატარება სურს, ყველა დიასახლისს თუ ახალბედა დედას ურჩევს, საკუთარი თავი ხელსაქმეში სცადონ.

მათ მოტივაციას საკუთარი ისტორიით აძლევს. 5 წლის წინ, ბიზნესის წამოწყების მიზნით თექა შეისწავლა. მაშინ არც კი იცოდა, რომ ძალიან მალე სახელოსნოს შექმნიდა და პროდუქციას ქვეყნის მასშტაბით წარმატებით გაყიდდა.

ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის, თექისგან სასტუმროსთვის კედლის შპალიერის დამზადება იყო. ამბობს, რომ საქმე შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე ეს წინადადება მიიღო, რაც მისთვის ერთგვარი თერაპიაც აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ ხელსაქმე მისთვის არა მარტო ბიზნესი, არამედ დასვენების და განტვირთვის საშუალებაცაა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად
არჩევანის წინაშე დგანან - მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს,
11:31 / 09.12.2021
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან - მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.