ვინ არის ფრანგი გოთიე ჰენი, რომელმაც ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო გამოსცა [ფოტო]
ფრანგმა მზარეულმა გოთიე ჰენმა, საქართველოში 3 წლიანი ცხოვრების
შემდეგ,
ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო გამოსცა. გოთიე ჰენი წიგნზე ერთი
წელი მუშაობდა და საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებისთავანვე
გამოსცა.
წიგნის შეძენა ონლაინ, "ამაზონზეა" შესაძლებელი. როგორც გოთიე ამბობს, მალე გამოვა მისი ფრანგული ვერსიაც. სურს, გამოცემა მალე გახდეს ხელმისაწვდომი ელექტრონულადაც. მზარეული ენების შესწავლით არის დაინტერესებული. ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, გერმანულს, რუსულს, ქართულს და ახლა უკვე მეგრულსაც.
გოთიე ჰენიმ ქართულ ენაზე საუბარი პირველად საკუთარ ქალაქ მეციში მოისმინა და დაინტერესდა. საქართველოში ჩამოსვლაც ამიტომ გადაწყვიტა.

გოთიე ჰენის წიგნის ფოტო მისივე ფეისბუკ გვერდიდან
საქართველოში ჩამოსვლისთანავე ენის პარალელურად, მისი ყურადღება ტრადიციებმა და კულტურამ მიიპყრო. აქ შეიცვალა მისი ცხოვრებაც - შეუყვარდა ქართველი ქალი, მარიამ ლეჟავა და ცოლად შეირთო.
„ჩემს ქალაქში, ქუჩაში მივდიოდი და შემთხვევით მოვისმინე, ჩემთვის უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ. მივედი და ვკითხე, რა ენაა მეთქი. ამის შემდეგ სულ ვეძებდი ქართული ენის შესახებ ინფორმაციას და საბოლოოდ გადავწყვიტე ჩამოსვლა“, - ყვება გოთიე ჰენი, რომელმაც ენის სწავლა საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაიწყო. ენას სწავლობდა იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ყოველდღიურად ურთიერთობა ჰქონდა. ინიშნავდა სიტყვებს და ნელ-ნელა სწავლობდა.
ფრანგი მზარეულის სიტყვებით, ძალიან მოსწონს ქართული დამწერლობა, რადგან უძველესი და განსაკუთრებულია. მეგრულმა ენამ მისი ყურადღება ასევე ჟღერადობის და სიძველის გამო მიიპყრო:
„მეგრულიც ერთ-ერთი ძველი ენაა. დამაინტერესა და გადავწყვიტე მესწავლა. სამეგრელოშიც ვიყავი. გამიხარდა, რომ ხალხი მეგრულად საუბრობს, ანუ არ კარგავს ამ ენას. საუბრობენ ძალიან სწრაფად, ყლაპავენ ბგრებს, რთულია სტრუქტურა, მაგრამ საოცრად საინტერესოა. და კიდევ, ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ“, - გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებას გოთიე ჰენი.
ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბროს აწყობაში საქართველოში შეძენილი მეგობრები დაეხმარა - მაიკო კვარაცხელია, პაატა შამუგია, გიგა ქავთარაძე, გივი ქარჩავა და გიორგი ლეჟავა.

გოთიე ჰენი მეუღლესთან, მარიამ ლეჟავასთან ერთად
ერთ-ერთი მათგანი, პოეტი პაატა შამუგია გვიყვება, რომ სრულიად შემთხვევით შეიტყო გოთიე ჰენის შესახებ და დახმარების სურვილიც გამოთქვა.
„სრულიად შემთხვევით გადავიკვეთეთ. ჩემს მეგობარს დაურეკეს ტელევიზიაში და სთხოვეს, იქნებ ვინმე მეგრულის მცოდნე იცოდე, რომელიც კარგი ანაზღაურების ფასად მეგრულს შეასწავლის უცხოელსო. მე ვუთხარი, ანაზღაურება არ მინდა, ისე ვასწავლი-მეთქი. ასე, სპონტანურად მოხდა. აღმოჩნდა, რომ ინტერესიანი ადამიანი იყო გოთიე. საბაზისო ქართული იცოდა. ძალიან მალე მეგრულიც დავუმატეთ. მერე გაუჩნდა ინგლისურ-ქართულ-მეგრული ლექსიკონის იდეა. მაშინ მივხვდი, რომ ენის უფრო მაღალი დონის მცოდნე იყო საჭირო და გავაცანი ორი უნიჭიერესი ადამიანი, გივი ქარჩავა და გიგა ქავთარაძე, რომელთა ჩარევამ სულ სხვა სიღრმე მისცა გოთიეს ნაშრომს“, - უთხრა „ლაივპრესს“ პაატა შამუგიამ.

პაატა შამუგია
შეთავაზებას პოეტის მეგობრები დიდი სიხარულით შეხვდნენ. მეგრული ვიკიპედიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ წიგნი სასარგებლო იქნება მეგრული ენით დაინტერესებული პირისთვის. ამბობს, რომ საჭიროა და კარგიც იქნება, რაც შეიძლება მეტი მსგავსი სასაუბრო გამოიცეს:
„გოთიე იმედის სიუჟეტში ვნახე პირველად. პაატა შამუგია რომ ასწავლის მეგრულს, ამაზე იყო გაკეთებული... მერე, მოგვიანებით შევხვდით გითიეს მე და გივი ქარჩავა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ზეპირად, როგორც შესაძლებელი იყო, ვასწავლიდით. მერე მოგვიანებით სასაუბრო გამოაგზავნა ჩემთან და ეს შევასწორეთ/შევავსეთ მე და გივიმ. მანამდე, ამ სასაუბროზე, პაატა შამუგიასთან ერთად ჰქონდა ნამუშევარი. გოთიე რამდენიმე დღე ზუგდიდშიც იყოს ჩამოსული. აქ ხალხს ეკონტაქტებოდა და უხაროდა, შესაძლებლობა რომ ჰქონდა, მეგრელებთან თავისი ენის ცოდნა გამოემჟღავნებინა და უფრო მეტი ესწავლა“, - უყვება „ლაივპრესს“ გიგა ქავთარაძე.

გიგა ქავთარაძე
გოთიე ჰენი ახლა საფრანგეთშია. გვიყვება, რომ საქართველოში დაბრუნება სურს. გეგმებშია კიდევ ერთი წიგნის გამოცემა ქართული ენის შესახებ, ამჯერად ფრანგულად. სურს ისწავლოს სვანური და აფხაზური. უახლოესი ერთი წლის მიზანი კი ბერძნული ენის შესწავლაა.
პროფესიონალ მზარეულს ქართველი ხალხი და ქართული კერძები მოენატრა. ამბობს, რომ უძველესი კულტურისა და ენის პარალელურად, ქართულმა კერძებმა აღაფრთოვანა.