საზოგადოება
ვოცნებობ გადავიღო რეპორტაჟი სოხუმში - ახალგაზრდული ტელევიზიის დამფუძნებელი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ლუკა ჩანგელია 16 წლის, აფხაზეთიდან, ცდილობს შეცვალოს თავისი და სხვების ცხოვრება და იყოს მაგალითი სხვებისთვის, - ასე წარადგენს მოზარდი საკუთარ თავს.

ამბობს, რომ ლიდერობის სურვილი პატარობიდან ჰქონდა, თუმცა კომპლექსები ხელს უშლიდა.

„მერიდებოდა აზრების გამოთქმა და გაზიარება, რადგან მეგონა, რომ რაღაცას არასწორად ვიტყოდი, და თუ არასწორად ვიტყოდი, ეს იყო სირცხვილი. ხშირად, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა რაღაცნაირი ნათქვამი - დევნილია, თითქოს ნაკლი იყო. მე კი პირიქით, მეამაყებოდა, რომ აფხაზეთიდან ვიყავი და საზოგადოებას ვუხსნიდი, რომ დევნილებიც ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათაც სურთ ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ ვერ ახერხებენ შესაძლებლობების არქონის გამო“, - ამბობს ლუკა.

წარმატების მიღწევას უმადლის ძმას, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების მონაწილეა. ასევე, სკოლას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათს“ და ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამას, სადაც მან თავისი შესაძლებლობები ირწმუნა და განავითარა.

„როცა მოვხვდი საქართველოს მოხალისეს პროექტში, იქ მივხვდი, რომ ყველა თანასწორები ვიყავით და უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ ვიყავით ღირსები ლიდერობის. როდესაც მსგავს კონკურენციაში გიწევს მუშაობა, ხვდები, რომ აქ არ არის კომპლექსების დრო და მორჩა ყველაფერი. მყავდა ჩემი ჯგუფი, ვისთანაც სხვადასხვა აქტივობას ვაკეთებდი, რომელიც ხელს უწყობდა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მივხვდი, რომ დადგა დრო მიმეღო გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებას ავირჩევდი სამომავლოდ“.

მომავალი პროფესია კი ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში მისვლისას აირჩია, როცა კამერა მისცეს და რამდენიმე სიუჟეტის მომზადება სთხოვეს. შემდეგ თვითონ პირველი ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზიაც შექმნა.

თავისუფალ დროს, მეგობრებთან ერთად ახალგაზრდობის პრობლემებზე გადაცემებს და სიუჟეტებს ამზადებს. ფიქრობს, რომ შეუძლია თანატოლებს დასავლურ ღირებულებებზე უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ჟურნალისტიკის საზღვარგარეთ შესწავლას გეგმავს.

ოცნებობს, რომ რეპორტაჟი სოხუმში გადაიღოს.

„ჩემი საოცნებო რეპორტაჟი იქნებოდა სოხუმში გადაღებულ ქუჩაზე, რომელიმე სოხუმელთან ერთად, რომელიც გაიხსენებდა იმ პერიოდს, როცა ის ვერ იყო თავის ქალაქში, თავის სახლში, და ალბათ მოყვებოდა იმ განცდებზე, რაც დაეუფლა მას სახლში დაბრუნების შემდეგ და რამდენად მნიშვნელოვანია, მისთვის ეს დაბრუნება, ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის“.

ლუკას აზრით, ის არამარტო დევნილი ახალგაზრდების ხმაა, ზოგადად, ყველა თანატოლის, რომელსაც უხილავი ბარიერები ხელს უშლის აზრის თავისუფლად გამოთქმაში:

„თავიდან ვფიქრობდი, რომ ვიყავი დევნილი ახალგაზრდების ხმა, რადგან ძირითადად მიწევდა დევნილ საზოგადოებასთან ყოფნა. შემდეგ კი, როცა გავხდი სხვა სოციუმის წევრიც, ჩავთვალე, რომ ვარ სხვა ახალგაზრდების ხმაც. ბევრი ახალგაზრდის, რომელიც ახლა მიყურებს და მათაც მინდა მოვუწოდო, რომ ცვლილება არის ის, რასაც შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში წარმატების მოტანა და მუდმივად უნდა ვიყოთ მზად ცვლილებებისთვის“.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.