საზოგადოება
ბუდე - ახალგაზრდა ოჯახის ბიზნესი მესტიის ტყეში [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის ტყეში ჯაფარიძეების ოჯახი „ბუდეს“ აშენებს. ეს არის ხის 10 კოტეჯი, რომელიც წიწვნარშია ჩაფლული და მწვერვალ უშბას გადაჰყურებს. „ბუდის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და უკვე ზაფხულში, ერთდროულად 30-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

იდეა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, გიორგი ჯაფარიძეს და თათია თეთრაშვილს ეკუთვნის. ახლადშექმნილ ოჯახს ბიზნესის წამოწყებაში გიორგის მშობლები ეხმარებიან. მითუმეტეს, რომ მათ უკვე აქვთ ამ სფეროში კარგი გამოცდილება - მესტიის ცენტრში წლებია საოჯახო სასტუმროს ფლობენ.

ფოტოზე: გიორგი ჯაფარიძე და თათია თეთრაშვილი

31 წლის თათია თეთრაშვილი თბილისის მკვიდრია, თუმცა მას შემდეგ, რაც სვანს გაჰყვა ცოლად, მესტიაში გადმობარგდა და აქ თავის დამკვიდრებას ცდილობს. საზოგადოებასთან ურთიერთობა და ტურისტული ბიზნესი მისთვისაც არ არის უცხო. მანამდე თბილისში ჰქონდა ჰოსტელი და ფიქრობს, რომ ეს გამოცდილება ახალ წამოწყებაშიც გამოადგება.

„თავიდან ეს იდეა ბიზნესგეგმასავით არ იყო. გვქონდა ეს ნაკვეთი და ჩვენთვის გვინდოდა რაღაც ხის სახლის აშენება და იქ ცხოვრება. ასე ძაან დიდი ხანი ვფიქრობდით და მერე უკვე ვაქციეთ ეს ბიზნეს იდეად, იმიტომ, რომ იქ კომუნიკაციები მიყვანილი არ იყო და ეს ყველაფერი იმდენად ძვირი ჯდება, რომ მხოლოდ ერთი რაღაცის აშენება უფრო რთული იყო. ამიტომაც გადავწვიტეთ, მოდი ბარემ ბევრი რაღაც გავაკეთოთო“, - უყვება „ლაივპრესს“ თათია თეთრაშვილი.

ფოტოზე: მშენებარე კოტეჯები

ოჯახს ახალი ბიზნესის დაწყების სტიმული სვანეთში ტურიზმის განვითარებამ მისცა. თათია იხსენებს ხუთი წლის წინანდელ მესტიას, როცა პირველად ჩამოვიდა დასასვენებლად. ყვება, რომ მეგობრებთან ერთად მაშინ კვების ობიექტის პოვნაც კი გაუჭირდა, რადგან სულ 2-3 რესტორანი თუ მუშაობდა. თათია ამბობს, რომ მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა - აშენდა საოჯახო სასტუმროები და დაიხვეწა მომხმარებლებთან ურთერთობის სერვისი. ახალგაზრდა ქალი გვიხსნის, რომ ახლა ტურისტები ძირითადად მეგობრების რეკომენდაციით ჩამოდიან:

„აი მესტიაში საოჯახო სასტუროში ყოველ წელს ტურისტები ემატება. მოჰყავთ მეგობრები და ოჯახის წევრები“.

თათიას ამიტომაც იმედი აქვს, რომ მათი ბიზნეს იდეა გაამართლებს. მითუმეტეს, რომ წყვილი ბაზარზე სიახლით შემოდის.

ადგილი სადაც "ბუდე" შენდება


ნაკვეთი, სადაც "ბუდე" შენდება, მესტიის ცენტრიდან თითქმის ერთი კილომეტრით არის დაშორებული. მდებაროებს თეთნულდ-ჰაწვალის გზაგასაყარზე. 4000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი მთლიანად ტყეშია ჩაფლული. მისი განსაკუთრებულობა, სიმწვანესა და უშბის ხედთან ერთად, მარტვიად ხელმისაწვდომობაა.

"ათი კოტეჯიდან ოთხი, ოთხ ადამიანზეა გათვლილი. შიგნით ანტრესოლით იქნება, ანუ ორი ზევით მოთავსდება და ორი დაბლა. დანარჩენი ექვსი კოტეჯი არის ორ ადამიანზე გათვლილი, მაგრამ პლიუს ორი შესაძლებლობით. ანუ, ბავშვები ან მეგობრები თუ ეყოლებათ, ერთ ადამიანს შეიძლება დაემატოს ერთი ან ორი", - გვიხსნის "ბუდის" დიასახლისი.

გარდა კოტეჯებისა, გაშლილ მინდორზე განთავსდება ღია ტიპის რესტორანი. როგორც თათია თეთრაშვილი განმარტავს, დამსვენებლების პარალელურად ობიექტით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ მსურველს.

კოტეჯების მშენებლობა კერძო კომპანიამ 15 აპრილს უნდა დაასრულოს. შემდეგ დაიწყება ეზოს მოწყობის სამუშაოები. ოჯახი ფიქრობს, რომ პირველი სტუმრების მიღებას ივნისიდნ შეძლებენ.


ადგილი სადაც "ბუდე" შენდება

„ვგეგმავთ, რომ ნელ-ნელა უნიკალური სერვისი დავნერგოთ. ეს არ იქნება უბრალოდ მოვიდა, მივიღე ადამიანი და დავაძინე. გვინდა რაღაც განსაკუთრებული გარემო შევქმნათ. „ბუდეც“ სწორედ ამიტომ დავარქვით, რომ მყუდროდ იგრძნოს ადამიანმა თავი. გვექნება ისეთი დეტალები, რაზეც მოთხოვნაა. აი, რასაც ჩვენ ვისურვებდით ჩვენთვის, როცა სადმე ვისვენებთ“, - ამბობს თათია.

„ბუდეში“ ერთი ღამის გატარება ორი პირისთვის სავარაუდოდ 150 ლარი ეღირება. სვანეთი წლის ნებისმიერ დროს იპყრობს ტურისტების ყურადღებას, შესაბამისად "ბუდეც" უკვე ზაფხულიდან მზად იქნება დამსვენებლების მისაღებად.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.