საზოგადოება
რატომ არ იყო განსხვავებული აზრი ღვთისმშობლის ფრესკის პროექტის განხილვაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვაზე, ცენტრალურ მოედანზე ნიშის განთავსების მომხრეების გარდა, საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს, იმის მიუხედავად, რომ სოციალურ ქსელში მოქალაქეები განსხვავებულ მოსაზრებებს წერდნენ.

„ლაივპრესმა“ მათ ჰკითხა, თუ რამ შეუშალათ ხელი საკუთარი აზრის გამოხატვაში.

მოქალაქე დათო ლოგუამ გვითხრა, რომ შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა იქ მყოფი უმრავლესობის საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს, რადგან მისივე სიტყვებით, შეხვედრაზე მყოფი საზოგადეობა ეგზალტირებული მასის ნაწილს წარმოადგენდა.

„ჩემს გარშემო ვინც იყო, ეგზალტირებული მასის ნაწილს წარმოადგენდა, რომლისთვისაც განსხვავებული აზრი მიუღებელია. შესაბამისად, იქ განსხვავებული აზრის გაჟღერება შეიძლება დაპირისპირების წყარო ყოფილიყო. აზრი, რომ ეს იყო საჯარო განხილვა, ჩემთვის ირონიის მომგვრელია, იმიტომ, რომ თავიდანვე ესკიზის დადგმა ნიშნავდა, რომ მოსახლეობის თვალისთვის შეჩვეული ყოფილიყო და მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დადგმა. მათ დაგვიმტკიცეს, რომ ძალა აღმართს ხნავს. ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში ადგილობრივმა მღვდელმა განაცხადა, რომ ამ სივრცეში ნიშის დადგმა თუ წინაღობას გიქმნით რომ ჩატარდეს კონცერტი, თავისუფლად შეგიძლიათ გადაიტანოთ სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეო. სწორედ ეს არის კლერიკალური იდეის სარჩულის მატარებელი. ნომინაციური რელიგია ცდილობს საკუთრი თამაშის წესების შემოტანას საჯარო სივრცეში, რომელიც არის ყველასი, მათ შორის რელიგიური და არარელიგიური პირის“, - გვითხრა დათო ლოგუამ.

მის მსგავსად, შეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა. მან გვითხრა, რომ აზრის გამოთქმისგან თავი შეიკავა, რადგან მიიჩნია, რომ უსაფრთხო ადგილას არ იყო.

„ვიდექი მშვიდად. მინდოდა მეთქვა რასაც ვფიქრობდი. არასდროს შემიკავებია თავი ჩემი აზრის გამოთქმისგან. მაგრამ თავიდანვე ეტყობოდა ყველას, რომ წინასწარ უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი. უსაფრთხოდ ვერ ვიგრძენი თავი. კაცები გვეხვივნენ, რომელთაც ეტყობოდათ, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ. ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რომელიც ასევე მომხრე იყო, კითხვა დასვა, მაგრამ იმასაც აგრესიული რეპლიკები დაუწყეს და როცა ვიტყოდი, რომ არ ვეთანხმებოდი, წარმომიდგენია რა მოხდებოდა. ამიტომ გადვწყვიტე არაფერი მეთქვა“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.

მოქალაქე არჩილ თოდუამ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, გვითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა საუბარს, რადგან უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე იყო მსჯელობა.

„მე, როგორც ამ ქალაქის მცხოვრებს, მიმაჩნია, რომ ამ ადგილას ნიშის აღმართვა ძალიან ბევრი თვალსაზრისით არ არის მისაღები. თანაც გუშინდელი დისკუსია ძალიან უცნაურად წარიმართა. მსჯელობა იყო უკვე ფაქტობრივად მიღებულ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

ზუგდიდის მკვიდრი გიგა ქავთარაძე, რომელიც ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ნიშის განთავსებაზე სასულიერო პირების საწინააღმდეგო მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებდა, შეხვედრას არ დასწრებია, რადგან ფიქრობს, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმა დაპირისპირებას გამოიწვევდა.

„თვალს ვადევნებდი ლაივს. გამახსენდა, რომ წლების წინ, ვინმე პოლიტიკოსის, ვლადიმერ ვახანიას თითქოს ჰქონდა ზმანება, რომ ღვთისმშობლის ქანდაკება უნდა დაედგა. შეიძლება ამ პროექტში სულ სხვა ხალხია ჩართული, თუმცა ეს გამახსენდა. იქ ღვთისმშობლის ქართველობაზეც იყო საუბარი, რაც არც ვიცი, სასაცილოა თუ სატირალი. გვეუბნებიან, მისულიყავით და გამოგეთქვათ თქვენი აზრიო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რაღაც პარტიულ შეკრებას ჰგავდა და არ მომწონს ისეთ შეკრებებზე სიარული, სადაც დარწმუნებული ვარ ხმის ამოღების შემთხვევაში, თუ არ ჩამქოლავდნენ, ხმაური იქნებოდა. არ მაქვს ასეთ საზოგადოებაში ყოფნის სურვილი. ძალიან კარგად იციან, თუ რატომ არ მივიდა იქ ხალხი. იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა იქ მისვლას“, - გვითხრა გიგა ქავთარაძემ.

მოქალაქე მაია კალანდიაც ფიქრობს, რომ აზრი არ ჰქონდა მისვლას იქ, სადაც განსხვავებულ აზრს აგრესიით ხვდებიან.

„არ მქონია სურვილი, რომ მენახა რაზე საუბრობენ, რადგან ისინი არგუმენტების გარეშე, აგრესიით გეუბნებიან, რომ ღვთისმშობელს ვუპირისპირდებით. არ გაცლიან თქვა, რატომ გინდა, ან არ გინდა. ჩემთვის რწმენა არ გადის იმაზე, რას შეუკვეთავს გერასიმე. ეს ქალაქი, ქვეყანა და სამყარო არის ქრისტიანის, მართლმადიდებლის, მუსულმანის და ა.შ. არანარი საჭიროება არ არის, რომ გერასიმეს თუ ვიღაცების გემოვნებით დაიდგას ფრესკა ქალაქის ცენტრში. თუ გახსოვთ, წლების წინ, პირველი სკოლის გვერდით იყო საუბარი ეკლესიის მშნებლობისთვის ადგილის გამოყოფაზე და მე წინაღმდეგი ვიყავი. მაშინ შემომითვალეს, რომ გერასიმემ ანათემას გადაგცაო. გერასიმე ისიც თქვა, ღვთისმშობლის თმა მაქვსო. 21-ე საუკუნეში ეს სასაცილოც კი აღარ არის. როგორ შეიძლებოდა იქ ნორმალური ადამიანი მისულიყო? მეგონა კომპარტიის 25-ე ყრილობა“, - ამბობს მაია კალანდია.

შეხვედრას ვერ დაესწრო საკრებულოს დეპუტატი უმრავლესობიდან სანდრო სორდიაც, რომელიც მანამდე, ერთ-ერთ სხდომაზე, მოზაიკის მაცხოვრის კარის ეკლესიასთან განთავსების ინიციატივით გამოვიდა.

„ზოგადად, როცა რელიგიურ საკითხს ეხება საქმე, არ შეიძლება ვიღაცის შერაცხვა ანტიქრისტედ. ყველას თავისი რწმენა აქვს, მაგრამ არც საკუთარი თავის მიმაჩნია ნაკლებ მორწმუნედ. მოედანი არის სამოქალაქო აქტივობების სივრცე. აქ არის სახელმწიფო დაწესებულება, სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. შესაძლებელია, მოქალაქეებს გაუჩნდეთ პროტესტი. შეიძლება მათ გააპროტესტონ ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩაატარონ აქცია, მიტინგი. გვერდით არის ასევე სარეკლამო დაფა. არ ვარ თეოლოგი, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი ძეგლისთვის შესაფერისი იქნებოდა მაცხოვრის კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია “, - განაცხადა სანდრო სორდიამ.

ფრესკისთვის მაცხოვრის კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია რომ უმჯობესია, ამაზე საუბრობს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბათლომე შელიაც, თუმცა შეხვედრაზე არაფერი უთქვამს იმავე მიზეზით, რომ "აზრი არ ჰქონდა".

„ცენტრალურ მოედანზე ფრესკის განთავსებაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ დაჯდომა და საუბარი სჭირდება ამ თემებს და არა „ხელის გადაგრეხვა და მორალური პრესი". პატივს ვცემ ყველას პოზიციას, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებას შორის ოპტიმალური უნდა შევარჩიოთ. არგუმენტები  - ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობა, მხოლოდ ჩარიცხულ თანხებში არ უნდა გამოიხატებოდეს. ათეულობით წლობით მიგდებული ე.წ. ფუნიკულიორი ხომ პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა და როცა ასეთი შანსი აქვთ, უნდა გამოიყენონ მის კეთილმოსაწყობად. 20 წელზე მეტია ეს ტერიტორია საპატრიარქოს გადაეცა და ოპტიმალური განვითარებისკენ ხომ უნდა მივმართოთ. იდეალური ვარიანტია ამისთვის ეს ფრესკა და მისი იქ განთავსება. ორმხრივ ვალდებულებებსაც შექმნის მომდევნო წლებში იმ ტერიტორიის კეთილმოსაწყობად. ქალაქის ინტერესები ასე მესმის მე და არა მომხრეებით და მოწინააღმდეგეების რაოდენობებით“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა შედგა. ეპარქიის ინიციატივით, მოზაიკა ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა დაიდგას. გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია ორივე ინიციატივა. მერიაში „ლაივპრესს“ განუმარტეს, რომ ფრესკის განთავსების ნებართვის გაცემაზე ჯერ არავის მიუმართავს. მას შემდეგ კი რაც ეს მოხდება, ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისიწინებით მიიღებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოში პური ისევ გაძვირდა. ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა,
12:03 / 23.10.2021
საქართველოში პური ისევ გაძვირდა. ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა,
კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის და მოახლოებული ზამთრის
ფონზე,
14:11 / 09.10.2021
კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის და მოახლოებული ზამთრის ფონზე,
2 ოქტომბერს ზუგდიდი, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად,
ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.
14:25 / 01.10.2021
2 ოქტომბერს ზუგდიდი, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.