საზოგადოება
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში ჟურნალები გაყიდეს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში მშობლებს პერიოდული გამოცემის შეძენა უწევთ. ამჯერად ბაღის აღმზრდელებმა 6 ლარად ღირებული ჟურნალი ბავშვებს ისე დაურიგეს, რომ მშობელი ინფორმირებული არ ყოფილა.

ერთ-ერთმა მშობელმა, რომლის ვინაობას მისივე სურვილით არ ვასახელებთ, გვითხრა, რომ შვილები სხვადასხვა საბავშვო ბაღში დაჰყავს და ორივემ ერთიდაიგივე გამოცემის ჟურნალი სახლში მიიტანა.

"მართალია ჟურნალები შინაარსობრივად განსხვავებული იყო ბავშვების ასაკის შესაბამისად, მაგრამ რატომ უნდა ვყიდულობდე ჟურნალს საჯარო ბაღში?! სანამ ბავშვებს დაურიგებდნენ ჩვენთან უნდა შეეთანხმებინათ. შვილებს წიგნებს მაღაზიაში ისედაც ვყიდულობ", - ამბობს მშობელი.

ორი შვილის დედის მსგავსად, კიდევ ერთ მშობელს ბაღში ჟურნალის მიბრუნების მოერიდა და იძულებული გახდა ეყიდა. თუმცა, სახლში მისი ქონის უცილებლობა ვერ დაინახა, რადგან სასკოლო მზაობის ჯგუფში (წინასასკოლო კლასი) ამ პროგრამას ისედაც გადიან და იქვე ასწავლიან.

გაეროს ბავშვთა ფონდის [უნისეფი] სკოლამდელი განათლების პროგრამის სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ნებისმიერი რამ, რაც სკოლამდელ საჯარო განათლებას სჭირდება, მათ შორის საბავშვო წიგნები, სათამაშოები, თუ სხვა, უპირობოდ უნდა იყოს უფასო:

"ყველანაირი საგანმანათლებლო რესურსი უნდა იყოს უფასო. თუ მასწავლებელს ისეთი კონკრეტული რესურსი სჭირდება, რომელიც ახალია და არ აქვს, უნდა იყიდოს ბაღმა. არ უნდა მოხდეს ბავშვის ან ოჯახის დავალდებულება რაიმე ფორმით, რომ მათ შეიძინონ და ისარგებლონ ამ რესურსით. ამ შემთხვევაში მესმის შეიძლება არჩევანი მისცეს, მაგრამ ზოგადად მთავარი პრინციპი არის, რომ არცერთმა ოჯახმა არ იგრძნოს თავი იძულებულად, დამატებით რაიმე რესურსი იყიდოს რაც ბავშვს ისედაც ეკუთვნის".

უნისეფის სპეციალისტი ანა ჯანელიძე გვეუბნება, რომ არ არის აუცილებელი დაწესებულებამ ჟურნალი ყველა ბავშვისთვის შეიძინოს. მისივე სიტყვებით, სავსებით საკმარისი იქნება 2-3 ცალი ჰქონდეთ და ჯგუფებმა მორიგეობით ისარგებლონ. იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობის ჟურნალსაც ვერ ყიდულობენ, სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს დახმარებისთვის.

საბავშვო ბაღის აღმზრდელის საქციელით გაბრაზებულია ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი.

"ეს [ჟურნალი] სახლში არ არის საჭირო, კლასში სამუშაოა. აღმზრდელს უნდა ეთქვა მშობლისთვის, არ ვიცი რატომ არ უთხრა. 62 ბაღია, აქედან 5 მზაობის ჯგუფი და ყველა გაფრთხილებული მყავს. ამაზე აღმზრდელს ვეტყვი საყვედურს", - უთხრა "ლაივპრესს" ხათუნა თოლორაიამ.

ჟურნალის შინაარსობრივი შეფასებისას, რომელიც მშობლებმა ბაღებში იძულებით იყიდეს, დირექტორი ამბობს, რომ მეთოდურად კარგია და შეთანხმებულია პროგრამასთან. მისივე თქმით, სხვა დაინტერესება, გარდა საგანმანათლებლოსი, მის გავრცელებაში არ აქვს:

"გამომცემელს მოაქვს ჩვენთან. ფინანსური საკითხი ჩემთან კავშირში არ არის. მე თანხასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ალბათ არის რაღაც ანგარიში და აღმზრდელი ან მშობელი რიცხავს. მე ეს არ ვიცი", - ამბობს ხათუნა თოლორაია.

ჟურნალი "სკოლამდელები" 2019 წლიდან ორ-თვეში ერთხელ გამოდის. ჟურნალის რედაქტორმა, ზუგდიდის მცხოვრებმა ნონა ხორავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს გამოცემის გავრცელების პროექტით მიმართა და თანხმობაც მიიღო. ის ამბობს, რომ ჟურნალი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ საჯარო ბაღებში გაავრცელა:

"პროექტი გვქონდა წარდგენილი სააღმზდელო დაწესებულებების ცენტრთან. ამ პროექტის საფუძველზე ჩათვალეს, რომ სწავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით მისაღებია. ამის საფუძველზე დამტკიცდა და ვავრცელებთ. პროექტი ერთწლიანია, მაგრამ ვნახოთ თუ კარგად იმუშავა, შეიძლება გაგრძელდეს. თუ არადა შეიძლება შეწყდეს", - განმარტა ნონა ხორავამ.

თავის მხრივ, მსგავსი ინიციატივების წახალისების აუცილებლობაზე საუბრობს განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი. ის განმარტავს, რომ თუ განვითარდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ჯგუფები, ასოციაციები, რომლებიც მოამზადებენ სხვადასხვა მეთოდურ მასალას და გავრცელდება ხალხში, ბაღებში თუ სკოლები, იქნება ძალიან კარგი.

"დღეს სამწუხაროდ ყველაფერი მიდის ცენტრალიზებული გზით, პრაქტიკულად ჩინოვნიკები წერენ წიგნებს და რაღაც მასალებს ქმნიან, ეს ცალსახად არის ცუდი ფაქტი. თუ წიგნების შეტანა მოხდა ცენტრალიზებულად, კონკრეტული პირი დაელაპარაკა ბაღების გაერთიანებას, მან მისცა ნებართვა და ამგვარად შევიდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს ცოტა არ იყოს არ მესმის. უფრო კარგი იქნებოდა, რომ ეს პირი, რომელსაც სრული უფლება აქვს მოამზადოს მასალები და თვისი ცოდნა გაუზიაროს სხვას, შეხვედროდა მასწავლებლებს და გაეცნო მათთვის ეს გამოცემა, უმჯობესი იქნებოდა მასწავლებლებს მიეღოთ გადაწყვეტილება", - განმარტავს თამარ მოსიაშვილი.

მისივე აზრით, კარგი იქნება თუ სახელმძღვანელოების შეძენაში სახელმწიფო დახარჯავს ფულს, რათა გამოცემების ავტორებს მიეცეთ შესაძლებლობა შეიმუშაონ და გაავრცელონ ისინი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები
შეკრებას იწყებენ.
15:15 / 03.07.2020
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ.
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
16:10 / 02.07.2020
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი
საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
11:36 / 30.06.2020
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო
სტუდია აქვს.
20:10 / 29.06.2020
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო სტუდია აქვს.
ვიდეო
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.