საზოგადოება
ეპარქია ფუნიკულიორზე ღვთისმშობლის ფრესკის დადგმას არ განიხილავს
FaceBook Twitter
E-mail Print
საკრებულოს წევრების ნაწილი არ ეთანხმება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივას, ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმაზე და ალტერნატივად ეკლესიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სთავაზობს.

საკრებულოს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ, ერთ-ერთ სხდომაზე პირველმა წამოაყენა იდეა, ფრესკის მაცხოვრის კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე [ე.წ. ფუნიკულიორი] განთავსების შესახებ.

„ესთეტიურადაც და რელიეფიური თვალსაზრისითაც უფრო ლამაზი იქნებოდა, რომ ღვთისმშობლის ფრესკა შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებდეს ქალაქს. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასე ფიქრობს, ვთავაზობ, რომ შექმნას მაკეტი, შემდეგ შევთავაზოთ მოსახლეობას ეპარქიის ინიციატივით შექმნილ მაკეტთან ერთად. შევადაროთ. შეგვიძლია ჩავატაროთ გამოკითხვაც სოციალური ქსელით. რეალურად ეპარქიამ შემოგვთავაზა თავისი ხედვა, მაგრამ ჩვენ გარდა ბატონი ოთარ ჭითანავასი, არაფერი შეგვითავაზებია საზოგადოებისთვის. მოედანზე კი რა უნდა დაიდგას, ეს კიდევ ცალკე თემაა. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ იქ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ძეგლებს დავდგამთ. ისე, როგორც არის ილიას და აკაკის ძეგლები თბილისში“, - გვითხრა სანდრო სორდიამ.

კოლეგის აზრს იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია. მისი სიტყვებით, ცენტრალური მოედანი ფრესკის განთავსების ადგილი არ არის და სავსებით შესაძლებელია ე.წ. ფუნიკულიორზე, ან ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე.

„როცა სანდრომ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ფრესკის განთავსების ადგილად არა მხოლოდ მოედანი, არამედ შესაძლოა სხვა ადგილებიც განვიხილოთ, მე მაშინ დავეთანხმე და ახლაც ამ აზრზე ვრჩები. რადგან ცენტრალური მოედანი არის დემონსტრაციების, შეკრებების, კონცერტების ადგილი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი იქ ღვთისმშობლის ფრესკა. ეს საკითხი მხოლოდ ერთი შეხვედრაზე არ უნდა გადაწყდეს, ფართო საზოგადოების ჩართულობით უნდა ჩატარდეს განხილვები და მოსახლეობას მართლაც უნდა ვაჩვენოთ სხვადასხვა მაკეტები, რომ თვითონ აირჩიონ, რომელი უფრო შეეფერება იმ ადგილს. თავისუფლების მოედანი ჰქვია და იმის გადარქმევაც მოუნდომებიათ. ღმერთს თავმდაბლობა უყვარს და თუ ღმერთის გვწამს, ოდნავ თავმდაბლები მაინც რომ ვიყოთ, არ იქნება ურიგო. მოედანს, რომელსაც თავისუფლება ჰქვია, ძლივს მოპოვებული თავისუფლება წავართვათ და დავარქვათ ღვთისმშობლის მოედანი, უხერხულია ჩემი აზრით“, - ამბობს თამუნა ჯიქია.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიაც მათ რიგებშია, ვისაც ფრესკის განთავსება მოედნის ალტერნატიულ ადგილას სურს.

„ე.წ. ფუნიკულიორის ტერიტორია ძალიან ლამაზი ადგილია, მაგრამ მიგდებულია და პრაქტიკულად ნაგავსაყრელად გამოიყენება. ფირნიშიც კი არის - „ნაკურთხ მიწაზე ნაგავს ნუ დაყრით-ო“. ყველაზე ლამაზ ადგილს ხელს ვერ ვკიდებთ, იმიტომ, რომ საპატრიარქოსია?! თუ ფრესკა განსათავსებელია, მაშინ ეს იდეალური ადგილია, გალამაზდება, განვითარდება და ლოგიკურადაც არავის ექნება პრეტენზია მათ მიწაზე. ამიტომ, თუ საუბარია ქალაქის განვითარებასა და ურთიერთთანამშრომლობაზე, მაშინ ეკლესიამ უნდა მოუსმინოს საზოგადოების ამ ნაწილსაც. ყოველ წელს 100 ათასი ლარს ვურიცხავთ მშენებარე ეკლესიას, და ამ მიმართულებითაც რომ გამოყოს ხელსუფლებამ, მე მხარს დავუჭერ. თუ ეკლესია გაითვალისწინებს საზოგადოების აზრს, მაშინ სავარაუდოდ, ხელისუფლებაც გადადგამს სავარაუდოდ შემხვედრ ნაბიჯს და დაეხმარება ფუნიკულიორის ტერიტორიის კეთილმოწყობაში“, - გვითხრა ბათლომე შელიამ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ე.წ. ფუნიკულიორის მიწის ნაწილი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. ფართობი 3260 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა, მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ „ლაივპრესს“ წერილობით უთხრა, რომ ე.წ. ფუნიკულიორის ტერიტორიაზე ფრესკის აღმართვა „მოხსნილია დღის წესრიგიდან“.

„ის ადგილი [ე.წ. ფუნიკულიორი] თავად კათოლიკოს-პატრიარქმა დაათვალიერა 2009 წელს და აკურთხა, რათა იქ წმინდა სამების ტაძარი აშენდეს. არიან კეთილი ადამიანები, ეკლესიის სულიერი შვილები, რომელთაც აქვთ სურვილი მანდ ტაძრის აშენების და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება ეს საკითხი, ამიტომ იქ ნიშის აღმართვა საზოგადოების სურვილისამებრ არ განიხილება და მოხსნილია დღის წესრიგიდან“, - განაცხადა მღვდელმა.

ეპარქიამ ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტი თანამოაზრეებთან ერთად უკვე განიხილა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. 20 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე განსხვავებული აზრი არავის გამოუთქვამს. მონაწილეებმა თქვეს, რომ ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მოედანზე განთავსება და ამ მოედნისთვის ღვთისმშობლის სახელის მინიჭება სურთ.

„ჩატარდა საჯარო განხილვა, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ თავიანთი შეხედულებები გამოეთქვათ, რაც არ უნდა კრიტიკული ყოფილიყო ის, მაგრამ ჩვენ იქ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი ადამიანისგან განსხვავებული აზრი, შეხედულება თუ პოზიცია და რომელი მოქალაქეთა ნაწილია წინააღმდეგი, ვერ მოგახსენებთ. ჩვენ ისინი არსად გვინახავს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი საჯარო მოხელეები და არც მათგან მოგვისმენია შენიშვნები“, - აცხადებს ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლაივპრესი“ დაუკავშირდა მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით აპროტესტებდნენ მოედანზე ფრესკის განთავსების იდეას. მათ გვითხრეს, რომ შეხვედრაზე მივიდნენ, თუმცა დარბაზში თავი უსაფრთხოდ ვერ იგრძნეს, ამიტომ სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შეხვედრის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოედანზე ფრესკის დადგმა და მოედნისთვის ღვთისმშობლის სახელის მინიჭება საბოლოოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია. მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ფრესკის განთავსებაზე ნებართვის მოთხოვნით ჯერ არავის მიუმართავს. მერიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.