საზოგადოება
ზღაპრის გმირები ანიმატორების ოჯახიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პირველად მელიის ფორმა შეუკერა შვილს ზეიმისთვის. მერე იყო ფიფქია, ჯუჯები, ანა და ელზა, ზღაპრის სხვა გმირები. დღეს ცოლთან ერთად ანიმაციების პერსონაჟებს ქმნის. ყველა გმირი, რაც აქამდე გამიკეთებია, გულწრფელად მიყვარსო, ამბობს. პროფესიით სპორტის პედაგოგი ბავშვებთან ასაკის განურჩევლად მეგობრობს, საერთო ენას პოულობს და ეს სულიერი ნათესაობაც სამუშაოს უიოლებს.

40 წლის ნუკრი გაბრავამ ამ საქმეს ხელი რამდენიმე წლის წინ მოჰკიდა. პერსონაჟს დამზადებამდე ხატავს. მერე ღრუბელს აჭრის, სასურველ ფორმას მისცემს და ნაჭერს გადააკრავს. ასე იქმნება ბავშვებისთვის სახალისო ფორმები. ამ ყველაფერში მას ცოლი ეხმარება. გმირების სახეებს თავად ამუშავებს, ტანსაცმელს კი მანონ შეროზია კერავს სხვა დეტალებთან ერთად. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობენ შვილები, 11 წლის მარი და 10 წლის ნიკუშა. კოსტიუმებიც მათი აზრის გათვალისწინებით მზადდება.

ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ნახელავს ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ძირითადად ქირაობენ, თუმცა ზოგჯერ შეკვეთითაც ქმნიან. პატარებს განსაკუთრებით ზღაპრის გმირები მოსწონთ, თუმცა ეს მოთხოვნა დღესასწაულების მიხედვით განსხვავდება. საახალწლოდ ფიფქია, ჯუჯები, ანა და ელზა, ცხოველები, გაზაფხულზე ყვავილების ფორმები და კაბები იკერება.

ნუკრი სკოლის პარარელურად, ანიმატორადაც მუშაობს. მათთვის მხიარული განწყობის შექმნაზე ზრუნვაც ერთგვარად ცხოვრების წესად ექცა. იცის, როგორ გამონახოს პატარებთან საერთო ენა, დაიახლოვოს, ერთმანეთთან კომუნიკაციაში დაეხმაროს.

"ლაივპრესთან" საუბარში იხსენებს, როგორ დაამზადეს თავდაპირველი, მელიის ფორმა ინტერნეტის და კეთილი ადამიანების დახმარებით, რჩევით. მერე საქმეს ხელები შეაჩვიეს და ახლა უკვე ნებისმიერ, პატარებისთვის სასურველი გმირის სახეს მარტივად ქმნიან. საშუალოდ ერთი კოსტიუმის შეკერვას 150 ლარი სჭირდება. მაგრამ ღირებულება ანიმაციის პერსონაჟის და ნაჭრის სახეობის, ღრუბლის მოცულობის მიხედვით იცვლება.

ნუკრი გაბრავას ცოლი, მანონ შეროზია ამბობს, რომ ფორმების დამზადებაში ჯერ კიდევ სამი წლის წინ სხვას ეხმარებოდა, მერე კი გადაწყვიტა ამ საქმისთვის ხელი დამოუკიდებლად მიეყო. კერვა და ძველი ნივთების გადაკეთება ბავშვობიდან ეხერხებოდა. თავად შეისწავლა, სხვების დაუხმარებლად. პრაქტიკამ კი რთული სამუშაო გაუადვილა.

"მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ და ვახალისებთ პატარებს. ორი შვილი მყავს და მინდოდა გამეხალისებინა ისინი. ერთობლივად მოგვაფიქრდა ეს საქმიანობა. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავახაროთ პატარები. განსხავებული გმირები გვაქვს, რაც სხვას არა აქვს და ხშირად გვიკვეთავენ. ყველაფერი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ იმის გაკეთებას, რაც გვინდა. რისი შესაძლებლობა გვაქვს იმას კი ვაკეთებთ, მაგრამ გვინდა გავფართოვდეთ", - გვითხრა მანონ შეროზიამ.

თითო შეკვეთიდან შვილებს 10 ლარი ერგებათ. მარიამი ამბობს, რომ საახალწლოდ 200 ლარამდე თანხას მოუყარეს თავი და დამსახურებული შემოსავალიც სურვილის მიხედვით დახარჯეს. მამას ზოგჯერ საინტერესო იდეებით ეხმარებიან.

შეკვეთისას ანიმატორ მამას ძმასთან ერთად დაჰყვება, რაც სახალისო წარმოდგენას კიდევ უფრო მხიარულს ხდის.

"ახალ წელს ელფების ფორმით დავყვებოდით. ბავშვები ვართ და ვფიქრობ, რომ ბავშვები უფრო კარგად ართობენ", - გვითხრა მარიამმა.

მომავალში ოჯახი საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს. აპირებენ საბავშვო გასართობი ცენტრის გაკეთებას, რომელიც ზუგდიდში დღემდე მოქმედი სხვა სივრცეებისგან განსხვავებული იქნება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
15:07 / 24.09.2020
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ
ერთეულები ახერხებენ.
17:10 / 19.09.2020
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
12:35 / 17.09.2020
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის
სიცოცხლისუნარიანობაზე
10:55 / 15.09.2020
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობაზე
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.