საზოგადოება
ქალები სენაკის სამხედრო ბაზიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთელი 50 წლის ლიანა მაშავა 23 წელია საქართველოს სამხედრო სამსახურშია. სერჟანტი სენაკის სამხედრო ბაზაზე, მეორე ქვეითი ბრიგადის მედდად მუშაობს. მისი სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება.

კოლეგების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, ფიზიკური მომზადების ყველა წესს იცავს: დარბის, აკეთებს აზიდვებს, ვარჯიშობს ტრენაჟორებზე და ცურავს. სწორედ ამიტომ, ლიანამ ნორმატივები მაქსიმალურ, 300 ქულაზე ჩააბარა.

ლიანა გვიყვება, რომ შეგნებული ნაბიჯი გადადგა და განსხვავებული ცხოვრების წესისთვის მზად იყო. მისთვის ყველაზე რთული მაინც ოჯახისგან მოშორებით ყოფნა აღმოჩნდა. ის სახლში მხოლოდ უქმეებზე მიდის. ხშირად მორიგეობაც უწევს. ყველაზე მეტად 28 წლის ვაჟი ენატრება.

ლიანა გვეუბნება, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით ამაყობს. მან იქ 6 თვე იმსახურა.

„ამაყი ვარ, რომ ვმსახურობ თავდაცვის ძალებში... თავიდან ფოთის გარნიზონის ჰოსპიტალში ვიყავი. 2010 წლიდან გადმოვედი მეორე ქვეით ბრიგადაში. სამშვიდობო მისიით ვარ ნამყოფი ავღანეთში, სამედიცინო სწავლებებზე გერმანიაში, პოლონეთში. რთულია მეთქი რომ გითხრათ - არა, კი ჯარის ცხოვრება არ არის ადვილი, მაგრამ მომწონს რასაც ვაკეთებ“, - ამბობს ლიანა მაშავა.

სერჟანტი მითითებებს უფროსი ლეიტინანტისგან ანა ჩხოლარიასგან იღებს. ანა უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის საევაკუაციო დანაყოფის მეთაურია. ის ზუგდიდელია. გვიყვება, რომ მის დანაყოფში ქალი სამხედროები ჭარბობენ. თავად პროფესიით ექიმია და 10 წელია თავდაცვის ძალებში მსახურობს. 32 წლის უფროსი ლეიტენანტი ამაყობს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა რიგებში ქალების რაოდენობამ ბოლო წლებში მკვეთრად იმატა.

„როგრც სამხედრო მამაკაცია დატვირთული თავისი დღის განრიგით, ისეა ქალი სამხედროც. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ქალი არის ჩარიცხული თავდაცვის ძალებში, რაც სასიამოვნოა ჩემთვის. ყველაზე პატარა, 18 წლის ქალი მსახურობს ჩვენს ქვედანაყოფში. ქალების ჯარში მიღება იმ კუთხით გაუმჯობესდა, რომ პროფესიად აქვთ არჩეული. ვინც აქ ვმსახურობთ ყველას გვაქვს ჩვენი განხრით განათლება, მაგრამ ყველასთვის უმთავრესი ჯარისკაცობაა“, - გვეუბნება ანა ჩხოლარია.

მძიმე სამუშაო კვირის ბოლოს უფროსი ლეიტენანტი სენაკიდან ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში ჩავა. 10 წლის შვილთან ითამაშებს და ახალი ენერგიით ისევ სამხედრო ბაზას დაუბრუნდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.