ხანძრის ათამდე კერა ხუთ დღეში - რატომ ჩნდება ცეცხლი?
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხანძრები გაზაფხულის
დადგომასთან ერთად გახშირდა.
ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდებს, სასოფლო სამეურნეო სავარგულებს
გაუჩნდა. მათ შორის თხილნარს. ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ - ეს ის
მუნიციპალიტეტებია, რომლებსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში
ხანძარი შეეხო.
გამომწვევ მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობას, უყურადღებობას და გაძლიერებულ ქარს ასახელებენ.
ერთ-ერთია მათ შორის ჩხოროწყუს მერი. დათო გოგუა "ლაივპრესთან" საუბარში ამბობს, რომ ცეცხლი შესაძლოა საგაზაფხულო სამუშაოებისას, ნარჩენების წვის პროცესში გავრცელდეს:
"როცა თავის ეზოში დაანთებს ცეცხლს, მერე ვერ აანალიზებს, რომ ის შეიძლება სხვის ეზოშიც გავრცელდეს. შეგნებულად არ ხდება. რაც შეეხება ხანძრებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა კლდოვანი მასა, სადაც ძირითადად ბუჩქნარი და გამხმარი ბალახებია, სიგარეტის ნამწვავსაც თავისუფლად შეუძლია გააღვივოს ცეცხლი".
მერის თქმით, დღეს ბალახი გამხმარია, ამ ყველაფერს კი ქარიც ემატება. შედეგად კი, სიგარეტის ნამწვი, რომელსაც ადამიანი გაუაზრებლად დააგდებს მიწაზე, შესაძლოა დიდი ცეცხლის გაჩენის მიზეზიც გახდეს.
დათო გოგოა ირწმუნება, რომ მოსახლეობას სოფლის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად ხვდებიან. აწვდიან ინფორმაციას და აფრთხილებენ, რომ დაუდევრობით ხანძრის გამომწვევები არ გახდნენ.

ხანძარი სოფელ ნარაზენში
ჩხოროწყუში ცეცხლი ოცინდალეში გაჩნდა.
დათო გოგუას მსგავსად, წალენჯიხის მერიც ფიქრობს, რომ ცეცხლი ძირითადად ადამიანების დაუდევრობის და გულგრილი დამოკიდებულების გამო ჩნდება. ხანძარი იყო მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნაკიფუ, ჭალე, ფახულანი, მიქავა და სქური. ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. ბესიკ ფარცვანიას აზრით, საგაზაფხულო სამუშაოებზე ყანის გამხმარ ნარჩენებს წვავენ, თუმცა როგორც ჩანს ადგილობრივები უყურადღებოდ ეკიდებიან პროცესს, რის გამოც ცეცხლი სხვა მონაკვეთებზეც ვრცელდება.
მანამდე, ხუთ მარტს, ხანძარი იყო წალენჯიხის და ჩხოროწყუს ტყის მასივებში.
ხანძრის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ზუგდიდის სოფელ ნარაზენში გუშინ, 8 მარტს დაფიქსირდა. ცეცხლი ეკალ-ბარდებთან ერთად რამდენიმე ხეს წაეკიდა. იგივე მიზეზზე საუბრობს სოფელში მერის წარმომადგენელიც. ნანა ჯანჯღავამ გვითხრა, რომ ადგილობრივი მცხოვრები საკუთარ ნაკვეთზე აწარმოებდა საგაზაფხულო სამუშაოებს, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ნარაზენის გარდა, ცეცხლი გაჩნდა ნაწულუკუშიც, სადაც თხილნარები და დამხმარე ნაგებობა დაიწვა.

ხანძარი წალენჯიხაში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ, თუ რა იწვევს ხანძარს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა დაგვიდასტურეს - ცეცხლი, რომელიც წლის ამ პერიოდში ჩნდება, დიდწილად სწორედ საგაზაფხულო სამუშაოებს უკავშირდება. მათივე ცნობით, პრევენციის მიზნით, ისინი ყოველწლიურად მართავენ გამაფრთხილებელ შეხვედრებს გლეხებთან და ფერმერებთან, სადაც უხსნიან, რომ არ გადაწვან მინდვრები, რადგან ამ ყველაფერმა შემდეგ შესაძლოა სხვადასხვა სახის გართულებები გამოიწვიოს.
მსგავსი პრევენციული ხასიათის შეხვედრები მარტის პირველ ნახევარში ტარდება და ის რეგიონებში უახლოეს დღეებში დაიწყება.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შეუქმნელად. ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, ფოთლების, საბურავების, პლასტიკის მასალის ღია წესით დაწვა აკრძალულია. კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით, ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საბურავის, რეზინის და ან სხვა მსგავსი მასალის შემთხვევაში კი სანქცია 500 ლარია.