საზოგადოება
კორონავირუსი: აფხაზეთში რუსეთიდან შემომსვლელი მოქალაქეების გაზრდილი ნაკადის ეშინიათ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის მოსახლეობა ფეისბუკზე აზიარებს ვიდეოს, რომელიც ფსოუს გამშვებ პუნქტთან ლაივკამერით არის გადაღებული. ვიდეოკადრებში ჩანს ავტომანქანების რიგი, რომლებიც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შედიან.

სოხუმის მცხოვრები „ლაივპრესს“ უყვება, რომ ბოლო დღეებში რუსეთიდან მოქალაქეთა შემოსვლა გაიზარდა, ხოლო პირიქით არავის უშვებენ.

"ეჭვი გვაქვს, რომ ისინი რუსეთიდან კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო წამოვიდნენ. რუსეთის მოქლაქეების დიდი რაოდენობით ჩამოსვლა ხალხში შიშსა და უკმაყოფილებას იწვევს. უნდა დაიხუროს ფსოუს გამშვები პუნქტი. ძალიან გვეშინია, შიშს ამყრებს ის, რომ აფხაზეთი არ არის მზად ინფიცირებულების მისაღებად“, - ამბობს სოხუმის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სრურს.

ვიდეო ასევე გააზიარა აფხაზმა ჟურნალისტმა, როინ აგრბამ. მას კომენტარი დაუტოვა მისმა კოლეგამ, იზიდა ჭანიამ. "რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი პრეზიდენტის არჩენების დღეს იყო და ახლა სიმშვიდეა", - წერს ჟურნალისტი.

აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს ჩატარდა, რომელშიც ოპოზიციის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

უკავშირდებოდა, თუ არა რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა დე ფაქტო არჩევნების დღეს, ჩვენმა წყარომ არ იცის. მისი თქმით, სოხუმში ახლაც უჩვეულო ხალხმრავლობაა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებს არავინ იცავს.

აფხაზეთში, რომ პრევენციული ღონისძიებები არ ტარდება, ამას გალის მცხოვრებიც გვეუბნება. „აფთიაქებში არ იშოვება პირბადეები, სპირტი და სადეზინფექციო ხსნარი, პირველადი დახმარების მედიკამენტებიც. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ვირუსის შესახებ“, - ამბობს გალის მკვიდრი.

სოხუმმა კორონავირუსის თავიდან აცილების მიზეზით, ჯერ კიდევ 27 თებერვალს, გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა დანარჩენ საქართველოსთან. ფსოუზე კი ანალოგიური ღონისძიებები არ გაუტარებია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რესპუბლიკის მთავრობამ ენგურის ხიდზე შეზღუდვები დააწესა მას შემდეგ, რაც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. მოგვიანებით, 14 მარტს, კი "საზღვარი" სრულად ჩაკეტა. გადაადგილებას ახერხებს ენგურიჰესის თანამშრომელთა ის ნაწილი, რომელთა მუშაობაც ჰესის გამართულად ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსით ინფიცირების შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება. დანარჩენ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროისთვის კი 70 შემთხვევაა. რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 495-ს მიაღწია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.