საზოგადოება
გალელები ახალი კორონავირუსის და სოციალური კრიზისის პირისპირ
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. მანამდე იქ კარანტინის წესებით ცხოვრობდნენ. უფრო ადრე, 25 მარტს, დე ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხურათ ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიების და აფთიაქებისა. ასევე, შეიზღუდა გადაადგილება და მასობრივი შეკრებები. მიუხედავად პანდემიისა დე ფაქტო მთავრობამ „პრეზიდენტის“ არჩევნებიც კი ჩაატრა. აფხაზური მედიით გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, არჩევნებში მონაწილე მოქალაქეები, ასევე „საარჩევნო კომისიის“ წევრები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ელემენტარულ წესებსაც არ იცავდნენ. ჯგუფებად შეკრებილ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ პირბადე და ხელთათმანები.

ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში

მას შემდეგ, რაც თბილისმა 26 თებერვალს, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა, სოხუმმა Covid-19-ის გავრცელების რისკის პრევენციის მიზეზით, დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა, რომელიც მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს არ შეხებია. მოგვიანებით, 14 მარტს, დე ფაქტო მთავრობამ ენგურის მთავარი ხიდი საბოლოოდ ჩაკეტა.

„ახლა საზღვარი ჩაკეტილია. ბევრი ნაცნობი მყავს საზღვარზე და ვახერხებდი გადასვლას. ფულიც მიმიცია ზოგჯერ, როცა შეზღუდვები იყო, მაგრამ ახლა ყველამ მითხრა, ამჯერად ვერაფერს მოგიხერხებთო“, - უთხრა „ლაივპრესს“ გალის სოფელ თაგილონის მცხოვრებმა, რომლის ვნაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

შუახნის ქალი გვეუბნება, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ქართული საინფორმაციო წყაროებიდან აქვთ და შეძლებისდაგვარად იცავენ ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებსაც:

ენგურის ხიდი მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ

„გარეთ არ გავდივართ, იზოლირებული ვართ ყველა. აქ მაინც არ არის ხალხის სიმრავლე, ვინც ვართ ყველანი იზოლირებული. ხვალიდან ბაზარიც დაიკეტებაო. ვიცით, რომ ფსოუც დაკეტილია და იქედანაც არაფერი არ შემოდის. გაერო იყო შემოსულა და შემოუტანია ყველაფერი“.

კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც ზუგდიდში ჩარჩა, თითქმის ერთი თვეა ცდილობს თაგილონში დაბრუნებას, სადაც მოხუცი დედა ელოდება. ინეზა კვარაცხელია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილებას ქართველი სამართალდამცავებიც უკრძალავენ:

„არ უშვებენ არავის. ქართული პოლიციაც არ გვიშვებს იმის გამო, რომ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული“.

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გალელებს სოციალური პირობების გაუარესებაც აშინებთ. ვერ იღებენ თბილისის გაცემულ პენსიას და სხვა ფულად დახმარებას, არ აქვთ საკვების მარაგი და წამლები. გალელები ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით ბაზარში რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტი იყიდება, თუმცა ეს მარაგიც მალევე ამოიწურება.

რიგი სოხუმის აფთიაქში

„ფული არ აქვს ხალხს და რა უნდა იყიდონ?. ფულის ძირითადი წყარო ზუგდიდი იყო - პენსია, დახმარება... ყველაფერს იქ იღებდა ხალხი. მიმოსვლის შეწყვეტა აყენებს ხალხს დიდ ზიანს“, - ამბობს ქალაქ გალში მცხოვრები ნარგიზა არონია.

არსებული აკრძალვების გამო ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ კორონავირუსთან ბრძოლაში დანარჩენი საქართველოს იმედი აქვთ. დარწმუნებული არიან, რომ პირველივე დადასტურებული შემთვევის შემდეგ, სოხუმი „საზღვარს“ გახსნის:

„გალის საავადმყოფოში თქვეს, რომ თუ კორონავირუსი დაფიქსირდა, უცებ გაიხსნება გზაცო. იმიტომ, რომ აქ არაფერი არ არის“.

ერთი ასეთი გამონაკლისი სოხუმმა უკვე დაუშვა, როცა 25 მარტს, 3 თვის ჩვილი დედასთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანით ზუგდიდში გამოუშვა. საავადმყოფოს განმარტებით, ბავშვს აღენიშნებოდა ხველა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

თბილისმა სოხუმს დახმარება უკვე შესთავაზა. ცენტრალური მთავრობის განცხადებით, აფხაზეთში მცხოვრებთ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რაც დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. 25 მარტს, აფხაზმა ექიმებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უძლური არიან ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო დახმარება ჩაიტანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. დელეგაცია სოხუმში 18 მარტს ჩავიდა. მათ შორის იყო საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე. საჩუქრისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

26 მარტს, აფხაზეთმა კიდევ ერთი სამედიცინო დახმარება მიიღო. ამჯერად ტვირთი ქართულმა ორგანიზაციამ „მოძრაობა მომავლისთვის“ გააგზავნა. მისმა ხელმძღვანელმა, გიორგი კანაშვილმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ დახმარება გალის და სოხუმის საავადმყოფოებში გადანაწილდა.

„მოძრაობა მომავლისთვის“ აგზავნის ტვირთს გალში

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ განსაკუთრებით პოლო პერიოდში, ხმაურის გარეშე დგამენ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID-19-ის პრევენციისთვის.

"მთელი ამ დღეების და კვირების განმავლობაში, ხელისუფლება და ასევე სხვადასხვა კერძო პირი თუ ორგანიზაცია, თავისი კეთილი ნებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ყველას მადლობა, რა თქმა უნდა", - განაცხადა მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

საერთაშორისო და თბილისის ქველმოქმედების პარალელურად აფხაზური გამოცემები წერენ, რომ სოხუმს COVID-19-ის გამოსავლენი, 400 ცალი ტესტი რუსეთმა აჩუქა.

სოხუმს ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია. აფხაზური მედიის თანახმად, COVID-19-ის სამკურნალოდ მზად არის გუდაუთის ცენტრალური საავადმყოფო, სადაც მხოლოდ 70 პაციენტის მიღება შეუძლიათ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს
გადაკვეთა ე.წ. საზღვარი,
19:12 / 26.05.2020
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს გადაკვეთა ე.წ. საზღვარი,
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად
ჩატარდა.
16:17 / 26.05.2020
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად ჩატარდა.
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო
სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
20:58 / 20.05.2020
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
17 მაისი საქართველოში ონლაინ დემონსტრაციით - ერთად გადავრჩებით!
აღნიშნეს.
22:57 / 17.05.2020
17 მაისი საქართველოში ონლაინ დემონსტრაციით - ერთად გადავრჩებით! აღნიშნეს.
ვიდეო
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა.
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.