საზოგადოება
ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ევროპაში კორონავირუსის დროს [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აქტივისტ ემზო კვარაცხელიასთვის ქვეყნის დატოვება და ყველაფრის თავიდან დაწყება ადვილი არ იყო, თუმცა არჩევანი არ ჰქონდა. ის ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისს ხელმძღვანელობდა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის მოთხოვნით სხვადასხვა აქტივობებს ატარებდა, რაც ხშირად მის მიმართ გარშემომყოფების აგრესიას იწვევდა.

„17 მაისის აქციის მერე როცა ქამინგაუთი გაავაკეთე. კიდევ უფრო მეტი პრობლემა შემექმნა. ბალიშთან მძიმე საგნებსაც ვდებდი, ყოველთვის მქონდა იმის მოლოდინი, რომ ვიღაც შემომივარდებოდა ოფისშიო“ - ყვება ემზო, ზოგჯერ შეტყობინებები მისდიოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარით. ბოლოს კი, როგორც თვითონ ამბობს, „ძალა გამოეცალა“ და საქართველოდან „გაიქცა, რომ ფიზიკურად გადარჩენილიყო“.

საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა და ბელგიაში ჩასვლიდან 2 თვის შემდეგ თავშესაფარი მიიღო. თავიდან ადაპტაცია გაუჭირდა, თუმცა ცხოვრების უფლების შემდეგ ენის კურსებზე დაიწყო სიარული. ცოტა ხანში კი, როცა ენა ისწავლა, სამსახურის ძებნასაც შეუდგა.

„არსებობს რაღაც დონე, რომლის გადალახვის შეთხვევვაში შეგიძლია სამსახურის დაწყება. ერთ-ერთ ლგბტ ორგანიზაციაში უნდა დამეწყო სამსახური, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერდა, ჩემი გეგმებიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.“

ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 4 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა. ბოლო ორი დღეა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 24 საათში 1000-ს მიაღწია.

ემზო ფიქრობს, რომ ბელგიაში უსაფრთხოების ზომების მიღება დააგვიანეს და ამიტომაც გაიზარდა ინფირირებულთა რაოდენობა ასე სწრაფად. „რა თქმა უნდა ცუდია, როდესაც მიზანს დაისახავ და რაღაც მიზეზის გამო ვერ აღწევო“ - ამბობს ემზო, თუმცა დასძენს, რომ „იმედგაცრუებისა და ხელების ჩამოშვების დრო არ არის“.

ის თანამოაზრეებთან ერთად მოხალისეობრივ ჯგუფში გაწევრიანდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პერიოდში სხვებს დაეხმაროს.

„ბელგიას ძალიან სჭირდება ახლა ადამიანური რესურები. ეს არის მაგალითად მოხუცებისთვის დახმარება, სურსათით მომარაგება, შინაური ცხოველების გასეირნება, პირბადეების ერთი საავადმყოფოდან მეორეში მიტანა. ეს ერთგვარი მადლობის გადახდაა ქვეყნისთვის, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ დროს დახმარების ხელი გამომიწოდა“ - გვიყვება ემზო.

ბელგიაში კორონავირუსის გავრცელების გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იქ არალეგალურად ჩასული ადამიანებიც, მათ შორის ქართველები. ემზო ყვება, რომ ასეთი ხალხი ადრე ბინების დამლაგებლად მუშაობდა ან მოხუცებს უვლიდა. დღეს კი ისინი სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

ემზო ყვება, რომ ბელგიაში თვითიზოლაციის და კარანტინის წესები გამკაცრებულია და დარღვევებისთვის დიდი ჯარიმებია დაწესებული.

“მარკეტებში დაცულია დისტანცია, დიდი ურიკებია რომლის საშუალებითაც გინდა თუ არა 2 მეტრი მანძილის დისტანციას იცავ, მაგრამ არის ისეთი უბნები, სადაც საერთოდ არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან, ყველა ენაზე არის პოსტერები, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა და იქნებ ამის მერე მაინც შეშინდნენ“.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემდეგ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია გააქტიურა. ანტვერპენში სადაც ემზო ცხოვრობს, ხშირად, ფანჯრებიდან მუსიკის ან აპლოდისმენტების ხმა ისმის ექიმების, პოლიციის და ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც ვირუსს ებრძვის.

მოქალაქეები აივნებიდან თეთრ ზეწრებს ფენენ, სადაც აწერენ „მადლობა რომ მუშაობთ“ და „დარჩი სახლში“. კამპანიას ემზოც შეუერთდა და ფანჯრიდან გადმოფინა საქართველოს დროშაზე დაწერილი „მადლობა, დარჩი სახლში“.



Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.