იტალიაში დარჩენილი ქართველი ქალების ისტორიები [ვიდეო/ფოტო]
„ყოველ საღამოს გარდაცვალების სტატისტიკას რომ ვგებულობ, ჩუმად ვტირი.
არ მინდა 91 წლის ქალმა, რომელსაც ვუვლი, ჩემი ტირილი გაიგოს. იმის
მიუხედავად, რომ გარეთ ახლა ყველაფერი ყვავის, ადამიანები არ არიან,
თითქოს დაიკარგნენ. ყვავილების სურნელის ნაცვლად, სიკვდილის სუნი
იგრძნობა“, - მეუბნება ელისო თირქია, რომელიც წლებია იტალიაში
მუშაობს.
ელისო ზუგდიდის მუსიკალურ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. მწირი ფინანსური შემოსავლის გამო, სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა და ოჯახს იქიდან ეხმარება.
ამბობს, რომ გარემო, სადაც ცხოვრობს, პანდემიის გამო ძალიან სტრესულია. საქართველოში დაბრუნებაზე კი უარი, მგზავრობისას დაინფიცირების მაღალი რისკის გამო თქვა. დიდი ხანია გარეთ არ გასულა. საკვები და სხვა საჭირო ნივთები მოხუცის შვილებს მოაქვთ და კარებთან უტოვებენ.
„სულ ვფიქრობ, ამდენი ადამიანი რომ დაიღუპოს ჩვენს ქვეყანაში, რამდენად შევძლებდი რომ ისე მემღერა, როგორც აქ მღერიან აივნებიდან. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს ერთგვარი ემოციაა, რომლითაც თავიანთ მწუხარებას გამოხატავენ. სიმღერის ხმა თითქმის ყოველდღე ისმის“, - მეუბნება ელისო.

ემიგრანტი ელისო თირქია.
ის ბევრი სხვა ქართველი ქალის მსგავსად იტალიაში არალეგალურად მუშაობს. ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის ყველა სერვისზე ხელი მიუწვდება.
„უფასოდ მკურნალობა ყველას შეუძლია, თუმცა პანდემიის დროს, უკვე არც ადამიანური რესურსია და არც ადგილებია საავადმყოფოებში. თუ დაინფიცირდი, სანამ უკიდურეს ზომამდე არ მიხვალ და მართვის აპარატი დაგჭირდება, არავინ წაგიყვანს საავადმყოფოში“.
პანდემიით გამოწვეული სტრესული გარემოს მიუხედავად, ელისო განტვირთვას მაინც ახერხებს და ეზოს ყვავილებსაც უვლის. დროდადრო აცხობს ნამცხვრებს. საღამოობით კი რთავს კლასიკურ მუსიკას და მაგიდას მოხუც ქალთან ერთად მიუჯდება.
იტალიაში არალეგალად ცხოვრობს ზუგდიდელი ანაც. ის მარტოხელა დედაა. შვილს რომ კარგი განათლება მიეღო, სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. უვლიდა მოხუც ქალს, რომელიც ერთი თვის წინ გარდაიცვალა, თუმცა მოხუცის შვილმა დარჩენა შესთავაზა და მანაც უარი არ თქვა.
„ბებო, რომელსაც ვუვლიდი, ინფარქტით გარდაიცვალა. შვილმა შემომთავაზა, თუ გინდა დარჩი ბინაში, კომუნალურებსაც მე გადავიხდიო. ჩემზე ისე ზრუნავს, როგორც ოჯახის წევრზე. ძალიან მერიდება, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ მაქვს. ჩემმა შვილმა არ იცის ეს ამბავი. არ მინდა რომ ინერვიულოს და ვუმალავ. ის სტუდენტია და თბილისში ცხოვრობს. ყოველთვიურად ვუგზავნი ისეთ თანხას, რასაც მას საქართველოში სამსახურით ვერ მივცემ. მისთვის გასაგზავნ ფულს კი ემიგრანტი გოგოებისგან ვსესხულობ. როცა პანდემია გადაივლის და ეს ჯოჯოხეთი დასრულდება, იმედი მაქვს, რომ აქ ახალ სამსახურს ისევ ვიშოვი“, - მითხრა ანამ.
ელისო და ანა მიყვებიან, რომ იტალიაში ეპიდემიის მიუხედავად, ბევრი ქართველი ქალი დარჩა. ცდილობენ ერთმანეთი გაამხნევონ და გაჭირვებისას გვერდში დაუდგნენ.

ემიგრანტი ლალი ლატარია.
„მკაცრი კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვების, და იმის გამო, რომ ოჯახებისგან შორს ვართ, თანაც გამოვიკეტეთ მოხუცებთან ერთად, ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალი დაითრგუნა“, - ამბობს ლალი ლატარია, რომელიც რომში ცხოვრობს.
ლალი საქართველოში მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა. შემდეგ იტალიაში წავიდა, სადაც მოხუცს უვლის, პარალელურად, კი ემიგრანტებისგან შემდგარ თეატრალურ დასში ასწავლის.
პანდემიის დროს, მეგობრების გასამხნევებლად, ლალიმ ფეისბუკზე ჯგუფი შექმნა, სადაც ონლაინ რეჟიმში აერობიკას და ცეკვას ასწავლის.
„როცა შეგიძლია საყვარელი საქმე აკეთო და სხვასაც სიხარული მიანიჭო, საყოველთაო გასაჭირის მიუხედავად, გლოვის დრო არ არის. იტალიაში წამოსვლამდე ძმა გარდამეცვალა და ძაძები მეცვა. რეპეტიციებზე რომ შევდიოდი, ბავშვები გაოგნებული და დათრგუნული მიყურებდნენ. მივხვდი, რომ ასე არ უნდა გამეგრძელებინა. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს შევედი კულისებში, გავიხადე შავები და ფერადი ტანსაცმელი ჩავიცვი. ბავშვებმა მითხრეს, რომ ფერადი მიხდებოდა და არასოდეს ჩამეცვა შავები. მას შემდეგ ყველაზე მძიმე დღეებში ასე ვიქცევი“, - მიყვება ლალი.
სამუშაოს შემდეგ ლალი სახურავზე ადის. იტალიელი ხალხისადმი სიყვარულის ნიშნად ქართულ ცეკვებს იტალიურ სიმღერაზე ასრულებს.
3 აპრილის მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით 115 242 ადამიანია ინფიცირებული, 13 915 კი გარდაიცვალა.
სტატიაში გამოყენებული ფოტო და ვიდეომასალა "ლაივპრესს" რესპონდენტებმა მიაწოდეს.